გვიდო III (გერმანული ვერსიით ვიდო) (დ. უცნობია — გ. 12 დეკემბერი, 894) — 880 წლიდან კამერინოს მარკგრაფი (როგორც გვიდო I ან გვიდო II), და შემდგომ, 883 წლიდან სპოლეტოსა და კამერინოს ჰერცოგი (როგორც გვიდო III). ის იყო იტალიის მეფე 889 წლიდან, ხოლო 891 წლიდან საღვთო რომისიმპერატორი. გვიდო III იტალიაზე კონტროლის დამყარებისთვის ბრძოლაში დაიღუპა 894 წელს.