გომერი
ხელსაწყოები
ძირითადი
ბეჭდვა/ექსპორტი
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გომერი (მრავალმნიშვნელოვანი). |
გომერი ებრ. גֹּמֶר | |
---|---|
შვილ(ებ)ი | აშქენაზი რიფათი თოგარმა |
ნათესავები | მაგოგი მადაი იავანი თუბალი მეშექი თირასი |
გომერი — იაფეთის უფროსი შვილი, კიმერიელების წინაპარი, ცხოვრობდა შავი ზღვის ჩრდილოეთით, შემდგომში ამ ადგილებს მისი სახელი ეწოდა.
გომერს ჰყავდა სამი ძე აშქენაზი, რიფათი და თოგარმა.
ერთ-ერთი ვერსიით სწორედ თუბალი და მეშექი (მოსოხი) არიან მიჩნეულნი ქართველთა ბიბლიურ წინაპრებად. მეშექისაგან მესხები წარმოშობილან, თუბალებისაგან — იბერები.
მეორე ვერსიით, თოგორმა ანუ თარგამოსია ქართველთა წინაპარი. თარგამოსს რვა შვილი ჰყავდა, რომელთაგან მეორეს ქართლოსი ერქვა. ქართლოსს ჰყავდა ხუთი შვილი: გარდაბოსი, გაჩიოსი, კახოსი, კუხოსი, მცხეთოსი.
ქართლის ცხოვრებაში მცხეთოსის მხოლოდ ერთი შვილი — უფლოსია მინიშნებული, რომელსაც აუშენებია ქართლის ერთ-ერთი ანტიკური ქალაქი უფლისციხე.