მადაგასკარი 3 (ინგლ. Madagascar 3: Europe's Most Wanted; სიტყვა-სიტყვით: მადაგასკარი 3: ევროპაში ყველაზე ძებნილი) — ამერიკული კომპიუტერული ანიმაციური კომედიური ფილმი, რომელიც წარმოებულია DreamWorks Animation- ის მიერ და რომლის დისტრიბუტორია Paramount Pictures. ეს არის მადაგასკარის ანიმაციის სერიის მესამე ნაწილი და მადაგასკარი 2-ის გაგრძელება. ეს ასევე არის სერიის პირველი ფილმი, რომელიც გამოვიდა 3D ფორმატში. ფილმის რეჟისორები იყვნენ ერიკ დარნელი, ტომ მაკგრატი და კორნად ვერნონი, ხოლო სცენარი დარნელ და ნოა ბაუმბაჩების შექმნილია. ანიმაციაში პერსონაჟებს ახმოვანებენ: ბენ სტილერი, ქრის როქი, დევიდ შვიმერი, ჯადა პინკეტ სმიტი, საშა ბარონ კოენი, სედრიკ მუშაკი და ენდი რიხტერი, რომლებიც წინა ფილმებშიც მონაწილებენ. სხვა ნაწილებისგან განსხვავებით, მადაგასკარი 3-ში მონაწილებენ: ჯესიკა ჩესტინი, ბრაიან ქრანსტონი, მარტინ შორტი და ფრანსის მაჯდორმანდი.
ამ ფილმში ალექსი, მორტი, მელმანი და გლორია კვლავ იბრძვიან ნიუ-იორკში, სახლში დაბრუნებისთვის. ამჯერად, ისინი ევროპაში მოგზაურობენ, სადაც მათ თვალს მონაკის ცხოველთა კონტროლის ფრანგი ოფიცერი, კაპიტანი შანტელ დუბოზი ადევნებს თვალს. როგორც ჩრდილოეთ ამერიკაში გადასასვლელი საშუალება, ცხოველები შეუერთდებიან ცირკს, სადაც ისინი დამეგობრდებიან ცირკში მონაწილე ცხოველებთან, მათ შორის გიას, ვიტალიისა და სტეფანოს ახალ პერსონაჟებთან. ერთად, ისინი სანახაობრივ შოუებს დგამენ აცოცხლებენ ბიზნესს და გზაში ხვდებიან, თუ სად არის მათი ნამდვილი სახლი.
2012 წლის 18 მაისს, კანის კინოფესტივალზე, მადაგასკარი 3-ის პრემიერა შედგა და 8 ივნისს გამოვიდა შეერთებულ შტატებში. მას აქვს Rotten Tomatoes– ის 79% –იანი შეფასება [4] და არის 2012 წლის მერვე ყველაზე მაღალ შემოსავლიანი ფილმი. ის ასევე არის ყველაზე მეტი შემოსავალის მქონე მადაგასკარის ფილმების სერიის ნაწილი, რომლის მთლიანი შემოსავალიც 746 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. [5] ამ სერიის კიდევ ერთი ფილმი, მადაგასკარის პინგვინები გამოვიდა 2014 წლის 26 ნოემბერს. დაგეგმილი იყო მადაგასკარი 4-ის გამოსვლაც 2018 წელს, მაგრამ მოგვიანებით ფილმი აღარ გამოვიდა DreamWorks Animation– ის 2015 წლის რესტრუქტურიზაციის გამო.[6][7]
DreamWorks Animation- ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯეფრი კაცენბერგმა 2008 წელს დაადასტურა, რომ მადაგასკარსა და მადაგასკარი 2-ს გაგრძელება ექნებოდა. კაცენბერგმა თქვა: ,,არსებობს კიდევ ერთი თავი. ჩვენ საბოლოოდ გვინდა, რომ პერსონაჟები დაბრუნდნენ ნიუ იორკში." [8] 2009 წლის იანვარში სატელევიზიო კრიტიკოსთა ასოციაციის პრეს-ტურზე კაცენბერგს ჰკითხეს, იქნებოდა თუ არა სერიის მესამე ფილმი. მან უპასუხა: ,,დიახ, ჩვენ ახლა ვქმნით მადაგასკარი 3-ს და ის გამოვა 2012 წლის ზაფხულში."[9] 2010 წლის 9 აგვისტოს კატზენბერგმა განაცხადა, რომ მწერალ-რეჟისორმა ნოა ბაუმბაჩმა სცენარისთვის 60 კვერდი დაწერა.[10]
ფილმისთვის ანიმაციისა და ვიზუალური ეფექტების მნიშვნელოვანი ნაწილი შეიქმნა DreamWorks Dedicated Unit- ში, ინდოეთში, Technicolor- ის განყოფილებაში.[11]
მადაგასკარი 3-სთვის საუნდტრეკი შექმნა ჰანს ზიმერმა და ოფიციალურად გამოქვეყნდა 2012 წლის 5 ივნისს. [15] „Afro Cirus / I Like Move It " მოიპოვა 7-ე ადგილი ARIA Hitseekers Singles ჩარტში 2012 წლის 15 ოქტომბრიდან დაწყებული კვირის განმავლობაში. [16]