საკენი
ხელსაწყოები
ძირითადი
ბეჭდვა/ექსპორტი
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ საკენი (მრავალმნიშვნელოვანი). |
საკენი | |
---|---|
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეულები | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა |
სათავე | აფხაზეთის კავკასიონი 43°10′18″ ჩ. გ. 42°07′36″ ა. გ. / 43.171667° ჩ. გ. 42.126833° ა. გ. / 43.171667; 42.126833 |
სათავის სიმაღლე | 2620 მ |
შესართავი | კოდორი 43°06′22″ ჩ. გ. 41°49′19″ ა. გ. / 43.106333° ჩ. გ. 41.822000° ა. გ. / 43.106333; 41.822000 |
სიგრძე | 35 კმ |
აუზის ფართობი | 233 კმ² |
წყლის ხარჯი (საშ.) | 20,6 მ³/წმ |
— სათავე, — შესართავი |
საკენი — მდინარე საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში. სათავე აქვს აფხაზეთის კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2620 მ-ზე, მდინარე კოდორის ერთ-ერთი მდგენელი. სიგრძე 35 კმ, აუზის ფართობის 233 კმ². საზრდოობს თოვლის, წვიმის, მყინვარისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა გაზაფხულსა და ზაფხულშია, წყალმცირობა — ზამთარში. საშუალო წყლის ხარჯი 20,6 მ²/წმ.