შინაარსზე გადასვლა

ქრისტეს საფლავის ტაძარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქრისტეს საფლავის ტაძარი
ქრისტეს საფლავის ტაძარი — ისრაელი
ქრისტეს საფლავის ტაძარი
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები31°46′42″ ჩ. გ. 35°13′47″ ა. გ. / 31.77833° ჩ. გ. 35.22972° ა. გ. / 31.77833; 35.22972
რელიგიური კუთვნილებაქრისტიანობა
წესჩვეულებაბიზანტიური, ლათინური, ალექსანდრიული, სირიული, სომხური
ქვეყანაისრაელის დროშა ისრაელი
ადგილმდებარეობაძველი ქალაქი იერუსალიმი
კურთხევის წელი13 სექტემბერი, 335
სასულიერო სტატუსიმოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვარი(ები)ნიკოლაოს კომნენოსი (1810 წელს ჩაუტარდა რესტავრაცია)
ხუროთმოძღვრული ტიპიეკლესია, ბაზილიკა
ხუროთმოძღვრული სტილირომანული, ბაროკო
ნოვატორულიკონსტანტინე I დიდი
თარიღდება335 (დაინგრა 1009 წელს, ხელახლა აშენდა 1048 წელს)
დეტალები
ტევადობა8 000
გუმბათი3
მასალაქვა, ხე

ქრისტეს საფლავის ტაძარი, წმინდა საფლავის ტაძარი, მაცხოვრის საფლავის ტაძარი ან უფლის საფლავის ტაძარი (არაბ. كَنِيسَةُ ٱلْقِيَامَة, ბერძ. Ναὸς τῆς Ἀναστάσεως, სომხ. Սուրբ Հարության տաճար, ლათ. Ecclesia Sancti Sepulchri, ებრ. כנסיית הקבר; აგრეთვე ცნობილია, როგორც აღდგომის ტაძარი, მართლმადიდებლებისათვისანასტასის ტაძარი) — ტაძარი იერუსალიმის ძველი ქალაქის ქრისტიანულ კვარტალში.[1] დათარიღებულია IV საუკუნით. მოიცავს ქრისტიანთა ორ უწმინდეს ადგილს: იესო ქრისტეს ჯვარცმის ადგილს[2], რომელიც ცნობილია როგორც გოლგოთა, და მის საფლავს, სადაც იგი დაკრძალეს და სახარების მიხედვით, შემდეგ აღდგა.[3] საფლავი გარშემორტყმულია XIX საუკუნის აკლდამით, სახელად ედიკულე. სტატუს-კვო — 150-წლოვანი ურთიერთგაგება (შეთანხმება) რელიგიურ თემებს შორის, ამ ადგილზეც ვრცელდება.[4][5]

ეკლესიის საკუთრებაშია ოთხი უკანასკნელი (ზოგი განმარტების თანახმად — 5) ჯვრის გზის შეჩერება, რომლებიც ქრისტეს ვნებათა საბოლოო ეპიზოდებს წარმოადგენს. ტაძარი ქრისტიანთა პილიგრიმობის მთავარ ადგილს წარმოადგენს თავისი დაარსების დროიდან, როგორც იესოს აღდგომის ტრადიციული ადგილი, საიდანაც გამომდინარეობს მისი ბერძნული ორიგინალური სახელი (ბერძ. Ανάστασηაღდგომა).

ქრისტეს საფლავის ტაძრის ფართო კომპლექსი, რომელიც საუკუნეთა განმავლობაში იქმნებოდა, წარმოადგენს იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქის რეზიდენციას, მაგრამ თვითონ ტაძრის კონტროლი 150-წლოვანი (ზოგ კონფესიას შორის კი — უფრო ხანგრძლივიც) უცვლელი შეთანხმებით გაზიარებულია სხვადასხვა ქრისტიანულ მიმდევრებასა და სეკულარულ გაერთიანებას შორის. მთავარი აღმსარებლობები, რომლებიც ტაძრის ნაწილებს იზიარებენ, არიან: ბერძნული მართლმადიდებელი ეკლესია, სომხური სამოციქულო ეკლესია და რომის კათოლიკური ეკლესია; აგრეთვე კოპტური მართლმადიდებელი ეკლესია, სირიის მართლმადიდებელი ეკლესია და ეთიოპიის მართლმადიდებელი ეკლესია. ამავდროულად, პროტესტანტებს, მათ შორის ანგლიკანებს, არ ყავთ მუდმივი წარმომადგენლობა ტაძარში. ზოგიერთი პროტესტანტი ქრისტეს ჯვარცმისა და აღდგომის ადგილად, იმავე იერუსალიმში მდებარე ბაღის საფლავს მიიჩნევს.

ლიტერატურაწყაროს რედაქტირება

  • კეკელიძე კ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 48-49.
  • მეტრეველი ე. „მასალები იერუსალიმის ქართული კოლონიის ისტორიისთვის“, თბილისი, 1962, გვ. 44-48
  • „ძეგლი ერისთავთა“ // მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისთვის, 1954 ნაკვ. 30, გვ. 350
  • მეტრეველი ე. იერუსალიმის ერთი ხელნაწერი // სახელმწიფო მუზეუმის მოამბე, ტ. 15 B, 1948, გვ. 37-48
  • Biddle, Martin (25 February 1999). The Tomb of Christ. Scarborough: Sutton Publishing. ISBN 0-7509-1926-4. 
  • Biddle, Martin; Seligman, Jon; Tamar, Winter; Avni, Gideon (7 July 2000) The Church of the Holy Sepulchre. New York: Rizzoli in cooperation with Israel Antiquities Authority, distributed by St. Martin's Press. ISBN 0-8478-2282-6. 
  • Coüasnon, Charles (1974). The Church of the Holy Sepulchre in Jerusalem. London: Oxford University Press for the British Academy. ISBN 0-19-725938-3. 

სქოლიოწყაროს რედაქტირება

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიუქმე დღეები საქართველოშისპეციალური:ძიება17 მაისისუვერენიტეტიარაბინარული გენდერილუდვიგ ვან ბეთჰოვენიქვეყნების სიაკატეგორია:ქართული გვარებიახალი კალედონიასაქართველოევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიბიძინა ივანიშვილიარასამთავრობო ორგანიზაციადავით IV აღმაშენებელიირაკლი კობახიძედავით ქაცარავასაქართველოს დამოუკიდებლობის დღეევროკავშირიქაშვეთის ეკლესიათამარ მეფესლოვაკეთიმეორე მსოფლიო ომირეჯეფ თაიფ ერდოღანიილია ჭავჭავაძევახტანგ I გორგასალითბილისიმერაბ კოსტავა9 აპრილის ტრაგედიასაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიზვიად გამსახურდიაინტელექტის კოეფიციენტიქართული დამწერლობაემპათიავაჟა-ფშაველაპირველი მსოფლიო ომიერეკლე IIლიბერალიზმიიოსებ სტალინი