მთავარი გვერდი

რჩეული სტატია

სლოვიანსკის ალყა — უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერაცია დონეცკის ოლქის ქალაქ სლოვიანსკის დასაბრუნებლად პრორუსი აჯანყებულებისგან, რომლებმაც ქალაქი 2014 წლის 12 აპრილს დაიპყრეს. უკრაინელებმა სლოვიანსკი 2014 წლის 5 ივლისს, არტილერიისგან დაბომბვისა და მძიმე ბრძოლების შემდეგ, დაიბრუნეს. ბრძოლები სლოვიანსკში იყო პირველი დიდი სამხედრო შეტაკება პრორუს სეპარატისტებსა და უკრაინის სამთავრობო ძალებს შორის 2014 წლის ომის პირველ ეტაპზე. 2014 წლის 12 აპრილს, უკრაინის რევოლუციის შემდეგ, კალაშნიკოვის ავტომატებით შეიარაღებულმა ნიღბიანმა მამაკაცებმა დაიკავეს ქალაქის ადმინისტრაციის შენობა. ამ ადამიანებმა, რომლებიც დონეცკის სახალხო რესპუბლიკის დროშით თავს პრორუს მებრძოლებად აცხადებდნენ, შემდგომში მოიპოვეს კონტროლი დანარჩენ სლოვიანსკზე და დაიწყეს მისი გამაგრება. სეპარატისტების ქმედებაზე საპასუხოდ უკრაინის მთავრობამ შექმნა ანტიტერორისტული ოპერაციების ზონა (ATO) და წამოიწყო კონტრშეტევების სერია მეამბოხეების წინააღმდეგ, რამაც გამოიწვია დაპირისპირება და ძალადობრივი შეტაკებები. როდესაც ქალაქში დაძაბულობა გაიზარდა, აჯანყებულებმა დაიწყეს ჟურნალისტებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების ტყვედ აყვანა, რამაც გამოიწვია მძევლების კრიზისი. 18 აპრილს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ „სლოვიანსკი რჩება ყველაზე ცხელ წერტილად რეგიონში“. 20 აპრილს, მემარჯვენე სექტორს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ოლექსანდრ ტურჩინოვმა გასცა აჯანყებულთა მიერ კონტროლირებადი სატელევიზიო ანძის დივერსიის მოწყობის ბრძანება, რასაც მოჰყვა პირველი საბრძოლო დანაკარგები. ივნისისთვის ქალაქის მოსახლეობის დაახლოებით 40% გაიქცა. 5 ივლისს, მას შემდეგ რაც ამბოხებულებმა დონეცკში დაიხიეს, უკრაინამ ქალაქი დაიბრუნა.

დღის სტატია

აბრაამ ლინკოლნი
აბრაამ ლინკოლნი
აბრაამ ლინკოლნი (ინგლ. Abraham Lincoln [ˈlɪŋkən]; დ. 12 თებერვალი, 1809 — გ. 15 აპრილი, 1865) — ამერიკის შეერთებული შტატების რიგით მე-16 პრეზიდენტი 1861 წლის მარტიდან 1865 წლის აპრილამდე, როდესაც ის იქნა მოკლული. ის წარმატებით უძღვებოდა ქვეყანას ყველაზე რთული შიდა კრიზისის პერიოდში — ამერიკის სამოქალაქო ომის დროს. მან მოახერხა ერთიანობის შენარჩუნება და მონათმფლობელობის დასრულება. ლინკოლნი უმეტესწილად იყო თვითნასწავლი და პროფესიით ადვოკატი გახდა. 1830-იან წლებში იგი ასევე იყო ვიგების პარტიის ლიდერი და ილინოისის საკანონმდებლო ორგანოს წევრი, ასევე 1 ვადით 1847-1849 წლებში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში მოღვაწეობდა.

დღის სურათი

Galanthus nivalis.
Galanthus nivalis.
Galanthus nivalis.

სიახლეები

სემ ნუიომა

მიმდინარე: საქართველოს საპროტესტო აქციები; რუსეთის შეჭრა უკრაინაში; ისრაელ-ჰამასის ომი.


12 თებერვალი — ამ დღეს...

პუი - ჩინეთის უკანასკნელი იმპერატორი
პუი - ჩინეთის უკანასკნელი იმპერატორი
  • 55 : რომის იმპერიის ტახტის მემკვიდრე ბრიტანიკუსი გარდაიცვალა იდუმალებით მოცულ ვითარებაში, რამაც გზა გაუხსნა ნერონის იმპერატორობას.
  • 1733 : ინგლისელი ჯეიმზ ოგლთორპი აფუძნებს შეერთებული შტატების მე-13 კოლონია ჯორჯიასა და მის პირველ ქალაქ სავანას.
  • 1737 : ევროპის უძველესი მოქმედი ოპერის თეატრი სან-კარლო გაიხსნა.
  • 1818 : ჩილელებმა ბერნარდო ო’ჰიგინსის მეთაურობით ესპანეთისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადეს.
  • 1912 : სინჰაის რევოლუციაჩინეთის ბოლო იმპერატორი პუი (სურათზე) გადადგა, ხოლო ცინის დინასტია ახალმა რესპუბლიკამ შეცვალა.
  • 1990 : დუშანბეში (ტაჯიკეთი), მთავრობისა და ოპოზიციის მომხრეთა შორის უთანხმოების ნიადაგზე სამოქალაქო ომი დაიწყო.
  • 2001 : ნასას ავტომატური კოსმოსური ზონდი NEAR Shoemaker ეროსს შეეხო და პირველი კოსმოსური ხომალდი გახდა, რომელიც ასტეროიდზე დაეშვა.
  • იცით თუ არა, რომ?

    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    უილიამ პიტი
    უილიამ პიტი
    🔥 Top keywords: ბარბარობაწმინდა ბარბარემთავარი გვერდისპეციალური:ძიებაკატეგორია:ქართული გვარებიმიხეილ ყაველაშვილიტიტუშკებისაქართველოთამარ მეფეუქმე დღეები საქართველოშიილია ჭავჭავაძედავით IV აღმაშენებელიგელათის აკადემიაერეკლე IIბარბალევახტანგ I გორგასალიიოსებ სტალინიევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიახალი წელითბილისიარგვეთი17 დეკემბერისაბა განწმენდილისალომე ზურაბიშვილიაკაკი წერეთელიქვეყნების სიაწმინდა ნიკოლოზიიმერეთიწმინდა ნინობაგრატის ტაძარიშავი ზღვამეკვლეობაირაკლი კობახიძევეფხისტყაოსანიგიორგი V ბრწყინვალეზვიად გამსახურდიალიბერალიზმიმზის სისტემაზმნა