ერთმოთამაშიანი ვიდეო თამაში

ერთმოთამაშიანი ვიდეო თამაში ან სინგლპლეიერი (ინგლ. Single-player video game) — ვიდეო თამაშის ტიპი, სადაც მონაწილეობს მხოლოდ ერთი მოთამაშე.[1] ერთმოთამაშიანი რეჟიმი განსხვავდება მრავალმოთამაშიანი რეჟიმისაგან, სადაც თამაშში მონაწილეობს ერთზე მეტი მოთამაშე სპეციალურად შექმნილ თამაშის სამყაროში.

როგორც წესი ერთმოთამაშიანი თამაშები მოიცავენ შემდეგს:

  • დაპირისპირება არა მოთამაშე პერსონაჟებთან.
  • საბოლოო მიზნის მიღწევა (თამაშის ბოლომდე გასვლა)
  • ქულების შეგროვება, ან უნარ-ჩვევების გაუმჯობესება.

თანამედროვე კონსოლის თამაშებისა და არკადა თამაშების უმრავლესობა შექმნილია ერთმოთამაშიანი რეჟიმის მხარდაჭერით, თუმცა ბევრი ამ თამაშებიდან საშუალებას იძლევა ორი, ან მეტი მოთამაშის ჩართულობას თამაშში (არაა აუცილებელი ერთდროულად). რეალურად ძალიან ცოტა თამაში მოითხოვს ერთზე მეტ მოთამაშეს თამაშის სათამაშოდ. „Unreal Tournament“ არის ერთ-ერთი მაგალითი ამგვარი თამაშებისა[2].

ადრეული თამაშები, როგორებიც არის „Tennis for Two“ (1958), „Spacewar“ (1962) და „Pong“ (1972) წარმოადგენდნენ სიმეტრიულ თამაშებს, რომლებიც შექმნილი იყო ორმოთამაშიანი რეჟიმის მხარდაჭერით. ერთმოთამაშიანმა თამაშებმა პოპულარობას „Speed Race“-ისა და [3] (1974) „Space Invaders“-ის (1978) მსგავსი პროექტების წყალობით მიაღწია.

იხილეთ აგრეთვე

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი