თიოაცეტონი

თიოაცეტონი — გოგირდის ორგანული ნაერთი ქიმიური ფორმულით (CH3)2CS. ჩვეულებრივ, თიოაცეტონი გადადის პოლიმერულ მდგომარეობაში და წარმოქმნის ტრიმერს[1]. ასოცირდება უკიდურესად არასასიამოვნო სუნთან.

თიოაცეტონი
თიოაცეტონი: ქიმიური ფორმულა
თიოაცეტონი: მოლეკულის ხედი
ზოგადი
სისტემური სახელწოდებაპროპან-2-თიონი
ქიმიური ფორმულაС3H6S
მოლური მასა74.14 /მოლი
თერმული თვისებები
დნობის ტემპერატურა40 °C
დუღილის ტემპერატურა80–90 °C
კლასიფიკაცია
CAS 4756-05-2 მონომერი
828-26-2 ტრიმერი

წარმოება

თიოაცეტონი მიიღება ტრიმერის [(CH3)2CS] კრეკინგით. ტრიმერს კი იღებენ ალილ იზოპროპილის სულფიდის პიროლიზით, წყალბადის სულფიდის და ლუისის მჟავის თანაობისას[2][3], ტრიმერის კრეკინგი მიმდინარეობს 500–600 °C-ზე და მიიღება თიონი[4][5].

თიოაცეტონის ტრიმერი

თიოაცეტონის ტრიმერი არის უფერო ან თეთრი ნივთიერება, რომელიც დნება 24 °C-ზე და მასაც, მსგავსად თიოაცეტონისა, აქვს უსიამოვნო სუნი[1]. თიოაცეტონის ტრიმერი ასევე ცნობილია როგორც 1,1,3,3,5,5-ჰექსამეთილტრითიანი.

სუნი

სხვა დაბალმოლეკულური გოგირდის ორგანული ნაერთების მსგავსად, თიოაცეტონს აქვს ძლიერ არასასიამოვნო სუნი, რომელიც იმდენად ძლიერია, რომ გამოვლენა მკვეთრად დაბალი კონცენტრაციის დროსაც კი შესაძლებელია.[6]. 1889 წელს ფრაიბურგში თიოაცეტონის გაჟონვა მოხდა, რამაც ლაბორატორიის გარშემო 0,75 კილომეტრის რადიუსში მყოფ ადამიანებში ღებინება და გულისრევის შეგრძნება გამოიწვია[7]. ბრიტანელმა მეცნიერებმა 1890 წელს მოხსენებაში აღნიშნეს, რომ თიოციანიტის განზავების შედეგად მას სუნი უფრო გაუმძაფრდა[8], ამიტომაც თიოაცეტონი ითვლება საშიშ ქიმიკატად მისი ძალიან არასასიამოვნო სუნის გამო.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი