რომის პაპი

რომის პაპი (ლათ. Papa < ბერძ. Papas — მამა) — კათოლიკური ეკლესიისა და ვატიკანის სახელმწიფოს მეთაური. რელიგიური ტრადიციის მიხედვით რომის პაპი ითვლება მოციქულ პეტრეს მემკვიდრედ, ქრისტეს წარმომადგენლად („ქრისტეს ვიკარად“) და ეკლესიის ხილულ წინამძღვრად. ამჟამინდელი პაპი ფრანცისკე არის პეტრე მოციქულის 266-ე მემკვიდრე. კარდინალთაგან რომის პაპს კონკლავი ირჩევს მთელი სიცოცხლის ვადით, 1523 წლიდან (კლიმენტ VII) 1978 წლამდე (იოანე-პავლე II) რომის პაპად პრაქტიკულად მხოლოდ იტალიელებს ირჩევდნენ. იტალიელთა გარდა მთელი ისტორიის მანძილზე არსებობდნენ ფრანგი (19-ჯერ), ბერძენი (15-ჯერ), სირიელი (7-ჯერ), ესპანელი (7-ჯერ), გერმანელი (6-ჯერ), ეგვიპტელი (ალექსანდრიიდან, 2-ჯერ), ინგლისელი, პოლონელი, პორტუგალიელი და ჰოლანდიელი პაპები.

რომის პაპის ხელისუფლება შეუზღუდავია, მისი საეკლესიო პრიმატი ემყარება ვატიკანის I საეკლესიო კრების (1869-1870) გადაწყვეტილებას, ხოლო ეკლესიის მმართველობაში ნომინალურად მონაწილეობს ვატიკანის II საეკლესიო კრების (1962-1965) დადგენილების შესაბამისად (ეპისკოპოსთა კოლეგია). 1965 წელს შექმნილ ეპისკოპოსთა სინოდს მხოლოდ სათათბირო ხმის უფლება აქვს. რომის პაპი იწვევს მსოფლიო საეკლესიო კრებებს, ამტკიცებს მათ დადგენილებებს, ანიჭებს კარდინალის წოდებას; ამტკიცებს ეპისკოპოსებს, მას ექვემდებარებიან მონაზვნური ორდენების გენერლები.

რომის პაპის რეზიდენცია ვატიკანშია. იგი ვატიკანის შეუზღუდავი გამგებელია, ატარებს საკუთარ საშინაო და საგარეო პოლიტიკას თავისი ლეგატების, ენციკლიკებისა და ეპისკოპოსთა მეშვეობით. სხვადასხვა ქვეყნებში რომის პაპი გავლენას ახდენს კათოლიკური პარტიების, პროფკავშირების და საერო ორგანიზაციების მოღვაწეობაზე.

რომის პაპები (XIX-XXI საუკუნეებში)

რომის პაპიარჩევის წელისამოქალაქო სახელისიცოცხლის წლები
ლეო XIII1878ვინჩენცო ჯოაკინო პეჩი1810-1903
პიუს X1903ჯუზეპე მელკიორ სარტო1835-1914
ბენედიქტე XV1914ჯაკომო დელა კიეზა1854-1922
პიუს XI1922აკილე რატი1857-1939
პიუს XII1939ეუჯენიო პაჩელი1876-1958
იოანე XXIII1958ანჯელო ჯუზეპე რონკალი1881-1963
პავლე VI1963ჯოვანი ბატისტა მონტინი1897-1978
იოანე-პავლე I1978ალბინო ლუჩანი1913-1978
იოანე-პავლე II1978კაროლ იოზეფ ვოიტილა1920-2005
ბენედიქტე XVI2005იოზეფ რაცინგერი1927
ფრანცისკე2013ხორხე მარიო ბერგოლიო1936

იხილეთ აგრეთვე

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი