ძროხა

ძროხა, ფური — დედალი მსხვილი რქოსანი საქონელი, რომელმაც მოიგო ხბო. დედალს, რომელსაც არასდროს მოუგია, უშობელი ეწოდება. ძროხებს იყენებენ მსხვილი რქოსანი საქონლის ჯოგის მოსამრავებლად, ასევე რძისა და ხორცის პროდუქტების მისაღებად.[1]

ძროხა

ძროხის საზარდულის ნაწილში მდებარეობს ცური/ჯიქანი (სარძევე ჯირკვლები), რომელიც შედგება ერთმანეთისაგან გამოყოფილი 2 წინა, ანუ მუცლის, და 2 უკანა, ანუ ბარძაყის, ნაწილისგან. მერძეული ძროხის ჯიქანი ჯამისებრი ფორმისაა, სხეულზე მტკიცედაა შეერთებული, აქვს გრძელი, დაკლაკნილი, მკვეთრად გამოხატული ვენები; ჯიქნის ნაწილები თანაბარი და სიმეტრიულად განლაგებულია. ხბოს სქესობრივი სიმწიფე 7–10 თვეში დგება, შთამომავლობის მისაღებად პირველ დამაკებას (ან ხელოვნურ განაყოფიერებას) ახდენენ 16–18 თვის ასაკში. მაკეობა 250–310 დღე გრძელდება. ხბოს მოგების წინ ძროხას „აშრობენ“ (წყვეტენ წველას), რის შემდეგაც ლაქტაცია წყდება, დგება ე.წ. მშრალობის პერიოდი, რომელიც 45–60 დღე გრძელდება. ლაქტაციის პერიოდი 280–320 დღეა. პროდუქტიულობის პიკი მე-5–6 ლაქტაციაზეა. ძროხის სამეურნეო გამოყენების მაქსიმალური ვადა 9–12 ლაქტაციამდეა, სიცოცხლის ხანგრძლივობა დაახლოებით 20 წელს შეადგენს. ხორცისა და რძის პროდუქტიულობის მაჩვენებლები დამოკიდებულია ჯიშის თვისებებზე, კვებისა და შენახვის პირობებზე.[2]

ფურს ასევე ეძახიან ზოგიერთ დედალ დიდი ზომის წყვილჩლიქოსან ცხოველს (ირემს, ლოსს და სხვ.).[2]

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი