Android

AndroidLinux-ზე დაფუძნებული ოპერაციული სისტემა, რომელიც მუშაობს სმარტფონებზე, ტელევიზორებზე, საათებზე, მანქანებზე და პლანშეტურ კომპიუტერებზე. შეიქმნა Google-ის ფინანსური მხარდაჭერით, ხოლო 2005 წელს ის თავად გუგლმა შეისყიდა.[9] . ანდროიდის სისტემაზე მომუშავე პირველი ტელეფონი იყო HTC Dream, რომელიც 2008 წლის ოქტომბერში გამოვიდა გაყიდვაში.[10] ანდროიდის მიმდინარე ვერსიაა 7.0 "Nougat", გამოსული 2016 წელს. დღეს ანდროიდის ყველა აპლიკაცია თავმოყრილია Google Play-ზე. 2017 წელს აპლიკაციების რაოდენობა 2,7 მილიონი იყო. დღეისათვის ანდროიდი ყველაზე ფართოდ გავრცელებული ოპერაციული სისტემაა მთელ მსოფლიოში. 2015 წელს მისი საბაზრო წილი 84,7 % იყო.[11] 2017 წლის მაისის მონაცემით ამ ოპერაციულ სისტემას ყოველთვიურად ჰყავდა 2 მილიარდი აქტიური მომხმარებელი.[12][13] დღეს ანდროიდის სისტემაზე მომუშავე ელექტრო მოწყობილობებს ქმნის რამდენიმე ცნობილი კომპანია: Samsung, Google Pixel, Xiaomi, Huawei, OnePlus, Realme და ა.შ.

Android
შემქმნელი Google, Open Handset Alliance
ენა Java (მომხმარებლის ინტერფეისი), C (ბირთვი), C++[1]
ოპერაციული
სისტემის ოჯახი
UNIX-ის მსგავსი
სამუშაო მდგომარეობა მოქმედი
წყაროს მოდელი ღია კოდი და ზოგ მოწყობილობაში პროპრიეტარული კომპონენტები
პირველად გამოვიდა 23 სექტემბერი, 2008; 15 წლის წინ (2008-09-23)[2]
უკანასკნელი გამოშვება Android 11 / 8 სექტემბერი, 2020; 3 წლის წინ (2020-09-08)
უახლესი ნიმუში Android 12 / 18 თებერვალი, 2021; 3 წლის წინ (2021-02-18)
მარკეტინგული სამიზნე სმარტფონები, პლანშეტები, Android TV, Android Auto და Android Wear
ხელმისაწვდომი ენები 100+ ენა[3]
პაკეტების მენეჯერი APK (ძირითადად Google Play-ის მეშვეობით) და სხვა ალტერნატიული წყაროებიდან, როგორიც არის F-Droid.)
მხარდაჭერილი
პლატფორმები
32 და 64 ბიტიანი ARM, x86, x86-64, MIPS და MIPS64
ბირთვის ტიპი მონოლითური (მოდიფიცირებული ლინუქსის ბირთვი)
სამომხმარებლო
სივრცე
Bionic libc,[4] mksh-ის გარსი ,[5] Toybox ბირთვის უტილიტა Android 6.0-დან მოყოლებული,[6][7]
მომხმარებლის
გრაფიკული გარემო
გრაფიკული (მულტიტაჩი)
ლიცენზია Apache-ს ლიცენზია 2.0
GNU GPL v2 ლინუქსის ბირთვის მოდიფიკაციისთვის[8]
ოფიციალური საიტი android.com

ისტორია

კორპორაცია „ანდროიდი“ დაარსდა 2003 წელს, კალიფორნიის შტატში და მისი დამფუძნებლები იყვნენ ენდი რუბინი[14], რიჩ მინერი[15], ნიკ სირსი[16] და კრის უაიტი[9]. რუბინის სიტყვებით, მათ მიზანი იყო „ჭკვიანი მობილური მოწყობილობების შექმნა, რომელსაც ეცოდინებოდა მისი მფლობელის ადგილმდებარეობა და კონფიგურაციები“[9].

თავდაპირველად, კომპანია ცდილობდა განევითარებინა ოპერაციული სისტემა ციფრული კამერებისათვის, თუმცა შემდეგ გადაწყვიტეს, რომ ეს ბაზარი საკმაოდ დიდი არ იყო და სმარტფონის ოპერაციული სისტემის შექმნაზე გადაერთვნენ. კორპორაცია შეეცადა შეექმნა Symbian-ისა და Windows Mobile-ის კონკურენტი სისტემა[17].

„ანდროიდი“ საიდუმლოდ მუშაობდა; მხოლოდ ის იყო ცნობილი, რომ კორპორაცია მობილური ტელეფონებისადმი განკუთვნილ პროგრამას აწყობდა[9].

2005 წლის 17 აგვისტოს Google-მა კორპორაცია „ანდროიდი“ შეიძინა, მისი დამფუძნებლები კი კომპანიის სათავეში დატოვა[9]. ამ დროისათვის, კორპორაციაზე ბევრი რამ უცნობი იყო, თუმცა მიიჩნევდნენ, რომ Google ამ ნაბიჯით მობილური ტელეფონების ბაზარზე შესვლას ცდილობდა[9].

გამოყენებადობა

2012 წლის მაისის მონაცემებით, ანდროიდი ყველაზე პოპულარული მობილური ოპერაციული სისტემაა; არის ბაზრის ლიდერი ქვეყნების უმრავლესობაში, მათ შორის აშშ-ში.

2013 წლის სექტემბრისათვის, დაახლოებით 1 მილიარდი ერთეული ანდროიდზე მომუშავე მოწყობილობა იყო აქტივირებული[18].

2017 წლის მაისის მონაცემით ამ ოპერაციულ სისტემას ყოველთვიურად ჰყავდა 2 მილიარდი აქტიური მომხმარებელი.[12][13]

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი