Europebet

Europebet — ქართული გემბლინგ კომპანია, რომელიც დაარსდა 2010 წლის ნოემბერში.[1] 2015 წლიდან Europebet საერთაშორისო კომპანია Bettson Group-ის წევრია. Europebet მომხმარებლებს სხვადასხვა პროდუქტს სთავაზობს, როგორებიცაა სპორტბეთინგი, ონლაინ-სამორინე, პოკერი, ბლექჯეკი, რულეტები, სლოტ თამაშები, კენო და რეგიონის კლასიკური თამაშები — ნარდი, დომინო, ბურა და სეკა. კომპანიაში ამჟამად დასაქმებულია 365 საშტატო თანამშრომელი და 200-მდე კონტრაქტორი.

Europebet
ტიპი შვილობილი
დარგი აზარტული თამაშები
დაფუძნდა 2010; 14 წლის წინ (2010)
სათავო ოფისი თბილისი, საქართველო
პროდუქცია სლოტ-თამაშები, რულეტი, სპორტბეთინგი, პოკერი
მფლობელი Bettson Group
თანამშრომელი 565
რეგისტრაცია სავალდებულო
საიტი europebet.com/ka

ევროპაბეთი დაარსდა 2010 წელს და ოპერირებდა ოფლაინ სეგმენტზე — სლოტების სათამაშო აპარატები და ტოტალიზატორები. 2010 წელს გაეშვა ონლაინ ვერსია, სპორტის და კაზინოს პროდუქტებით. 2011 წელს ევროპაბეთს დაემატა ონლაინ-პოკერი, ხოლო იმავე წელს დაემატა პოპულარული თამაში — ნარდი. 2012 წელს დაემატა ონლაინ-სლოტები.[1]

2015 წლის ივნისში 100%-იანი მართვის უფლებით, ევროპაბეთი მილიონ 50 მილიონი დოლარის სანაცვლოდ შეიძინა შვედურმა საერთაშორისო კომპანია Bettson Group-მა.[2] Bettson Group-ის განცხადებით 35 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირება 1 წლის შემდგომ მოხდება იმ პირობით, თუ სათამაშო რეგულაციები არ შეიცვლება.[3] 2018 წელს ევროპაბეთმა შექმნა სპორტული პორტალი Popsport.com, იმავე წელს კი შექნნა მუსიკალური პორტალი Popmusic.ge.

ევროპაბეთის სალაროები ხელმისაწვდომია 10 დიდ ქალაქში: თბილისში, რუსთავში, ბათუმში, ქუთაისში, ფოთში, ხაშურში, ოზურგეთში, ჭიათურაში, გორსა და თელავში.

Europebet-ის კაზინოთი და სლოტ-კლუბით სარგებლობა შესაძლებელია თბილისში, ბათუმში, თელავსა და ოზურგეთში. ევროპაბეთის ტოტალიზატორი ხელმისაწვდომია თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ფოთში, ხაშურში, ოზურგეთსა და თელავში[4]

2014 წლიდან ევროპაბეთის მინი ფეხბურთის გუნდი მონაწილეობას იღებს ბიზნეს ჩემპიონთა ლიგაზე.[5] გუნდი ზედიზედ 3 წლის განმავლობაში ტურნირის ფინალისტია.

2015 წელს ევროპაბეთის პოკერ რუმები მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ტურნირის WPT (World Poker Tour) მასპინძელი გახდა.[3] WPT ტურნირებში მონაწილეობა 500-ზე მეტმა მოთამაშემ მიიღო. WPT ტურნირის საერთო საპრიზო ფონდმა 200 ათასი დოლარი შეადგინა.[6][7]

2016 წელს ევროპაბეთმა ნარდის საერთაშორისო ტურნირს „Backgammon World Cup“-ს უმასპინძლა. ტურნირი ევროპაბეთსა და „Backgammon Club“-ის ორგანიზატორობით ჩატარდა და საპრიზო ფონდი 120 ათასი დოლარი იყო.[8]

ევროპაბეთის პარტნიორები არიან: SB Betting,[9] Betradar,[10] Nsoft, Betgenius,[11] Evolution gaming,[12] GCompany, EGT, NetEnt,[13] Novomatic, Yggdrasil, Igrosoft, iSofBet, Pragmatic, Play’n GO, Playson, Endorphina[14] და QuickFire.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი