iOS

iOS (ადრე iPhone OS) — მობილური ოპერაციული სისტემა, შექმნილი კომპანია Apple Inc.-ის მიერ სპეციალურად Apple-ის აპარატურისთვის. აღნიშნულ ოპერაციულ სისტემას იყენებს კომპანიის მიერ წარმოებული მოწყობილობები: iPhone, iPad, iPad Touch და iPad Mini. iOS არის რიგით მეორე ყველაზე გაყიდვადი ოპერაციული სისტემა მსოფლიოში Android-ის შემდეგ. IPad-ის პლანშეტი ასევე 2013 წლიდან მოყოლებული არის მეორე ყველაზე პოპულარული გაყიდვების მხვრივ ანდროიდის შემდეგ.[5]

iOS

iOS 17-ის ეკრანის ანაბეჭდი
შემქმნელი Apple Inc.
ოპერაციული
სისტემის ოჯახი
UNIX-ის მსგავსი, დაფუძნებული Darwin-ზე (BSD) და macOS-ზე
სამუშაო მდგომარეობა მიმდინარე
წყაროს მოდელი დახურული წყარო
პირველად გამოვიდა 29 ივნისი, 2007; 16 წლის წინ (2007-06-29)
მარკეტინგული სამიზნე სმარტფონები, პლანშეტები, პორტატული მედიადამკვრელები
ხელმისაწვდომი ენები 40[1][2][3][4] ენა
განახლების მეთოდი iTunes ან OTA (iOS 5 ან უფრო ახალი)
მხარდაჭერილი
პლატფორმები
  • ARMv8-A (iOS 7 ან უფრო ახალი)
  • ARMv7-A (iPhone OS 3–iOS 10)
  • ARMv6 (iPhone OS 1–iOS 4.2.1)
ბირთვის ტიპი ჰიბრიდული (XNU)
მომხმარებლის
გრაფიკული გარემო
Cocoa Touch (მრავალსენსორული,მომხმარებლის გრაფიკული გარემო)
ლიცენზია დაპატენტებული პროგრამული უზრუნველყოფა, გარდა ღია წყაროს კომპონენტების
ოფიციალური საიტი ოფიციალური საიტი

თავდაპირველად პროდუქტი ბაზარზე გამოჩნდა 2007 წლის 29 ივნისს და განკუთვნილი იყო მხოლოდ iPhone-ისთვის. ხოლო მოგვიანებით იგი ხელმისაწვდომი გახდა ეიპლის სხვა დანარჩენი მოწყობილობებისთვის. 2015 წლის იანვრის მონაცემით, ეიპლის ციფრული დისტრიბუციის პლატფორმა App Store-ზე განთავსებული არის 2 მილიონი აპლიკაცია,[6] ხოლო აქედან 725.000 კონკრეტულად iPad-ისთვის არის განკუთვნილი..[7] აღნიშნული მობილური აპლიკაციები, საერთო ჯამში, გამოტვირთული იქნა 130 მილიარდჯერ.[6]

iOS ხელმისაწვდომი არის 40 ენაზე,[8][9][10][11] დაფუძნებული არის XNU-ის კერნელზე (ბირთვზე). იგი აგებული არის macOS-ის ბაზაზე (ადრე ცნობილი, როგორც OS X) და იყენებს იმავე კომპონენტების ძირითად ნაკრებს, რასაც ოპერაციული სისტემა Darwin — თავსებადი POSIX-ის სტანდარტებთან. პირველი ვერსიიდან მოყოლებული iOS მუშაობს მხოლოდ პლანშეტურ კომპიუტერებსა და სმარტფონებზე, რომლებსაც გააჩნიათ ARM-ის არქიტექტურის პროცესორები.

iOS-ის ყოველი მომდევნო ვერსია გამოდის ყოველწლიურად. მიმდინარე ვერსია არის iOS 14, გამოსული 2020 წლის 16 სექტემბერს.[12]

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაკატეგორია:ქართული გვარებიგალაკტიონ ტაბიძეთბილისიდავით IV აღმაშენებელივეფხისტყაოსანიკორუფციათამარ მეფესაქართველოქვეყნების სიააღდგომაერეკლე IIილია ჭავჭავაძეკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებივაჟა-ფშაველავახტანგ I გორგასალიშოთა რუსთაველი17 მარტისულხან-საბა ორბელიანიაფხაზეთიქართული დამწერლობაალექსანდრე მაკედონელიჩერნობილის კატასტროფადიდგორის ბრძოლანიკო ფიროსმანიწმინდა პატრიკიპირველი მსოფლიო ომიმარხვაანგკორ-ვატიქუნთრუშააფხაზეთის ომი (1992-1993)აფრიკარამადანისვეტიცხოველიზედსართავი სახელიკატეგორია:ქალაქები ქვეყნების მიხედვითსაქართველოს სახელმწიფო გერბიგიორგი V ბრწყინვალე