ბლოკჩეინი

ბლოკჩეინი (ინგლ. blockchain) — თავდაპირველად ბლოკების ჯაჭვი — მუდმივად მზარდი ჩანაწერების სია, სახელად „ბლოკები“, რომლებიც დაცულია კრიპტოგრაფიულად. თითოეული ბლოკი, როგორც წესი, შეიცავს ჰეშ-მაჩვენებელს, როგორც წინა ბლოკთან დამაკავშირებელ ნიშანს,[1] დროის ნიშნულს და ტრანზაქციის მონაცემებს. ის ისეა შექმნილი, რომ არსებითად მტკიცეა და მასში მონაცემების შეცვლა თითქმის შეუძლებელია. ბლოკჩეინი შეიძლება გახდეს „ღია, ტრანზაქციების ბლოკნოტი, რომლებიც ხორციელდება ორ მხარეს შორის“.[2] იგი დაფუძნებულია P2P პრინციპზე. ერთხელ განხორციელებული ტრანზაქციის ჩანაწერის შეცვლა შეუძლებელია ყველა მომდევნო ტრანზაქციის ბლოკის შეცვლის გარეშე. ბლოკჩეინ სისტემის 2008 წელს შექმნა უკავშირდება ანონიმურ პიროვნებას ან პიროვნებების ჯგუფს, რომელიც ცნობილია როგორც სატოში ნააკამოტო. შემდეგ წელს კი ბლოკჩეინი გამოცხადდა კრიპტოვალუტა ბიტკოინის მთავარ შემადგენელ ნაწილად, რომელიც აღრიცხავს და ბლოკებად გარდაქმნის განხორციელებულ ტრანზაქციებს. ბლოკჩეინის გამოგონებამ ბიტკოინს საშუალება მისცა, გადაეჭრა ორმაგი ხარჯვის პრობლემა მესამე (სანდო) მხარის ჩარევის გარეშე.

ბლოკჩეინის ფორმაცია. მთავარი (შავი) ჯაჭვი შეიცავს ბლოკების ყველაზე გრძელ სერიას საწყისი (მწვანე) ბლოკიდან ბოლო ბლოკამდე. ვარდისფერი ბლოკები კი მდებარეობენ მთავარი ჯაჭვის გარეთ.

ისტორია

ბიტკოინის დამოწმებული ტრანზაქციები (2009 – 2017)

კრიპტოგრაფიულად დაცული ბლოკების ჯაჭვის პირველი ნამუშევარი აღწერილია 1991 წელს სტიუარტ ჰაბერისა და სკოტ სორნოტის მიერ.[3] ისინი შეეცადნენ, შეექმნათ ისეთი სისტემა, რომელიც რამდენიმე დოკუმენტს ერთ ბლოკში გააერთიანებდა.[4]

თავდაპირველად სატოში ნაკამოტოს მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში სიტყვები „ბლოკი“ და „ჯაჭვი“ ცალ-ცალკე იყო გამოყენებული. 2016 წელს ეს ორი სიტყვა გააერთიანეს და ოფიციალურად უწოდეს „ბლოკჩეინი“. 2014 წლის აგვისტოში, ბიტკოინ-ბლოკჩეინის ზომამ მიაღწია 20 გიგაბაიტს. 2015 წლის იანვრისთვის მისი ზომა 30 გიგაბაიტამდე გაიზარდა. 2016 წლიდან 2017 წლამდე კი 50 გიგაბაიტიდან გაიზარდა 100 გიგაბაიტამდე.[5]

2014 წელს ტერმინი „ბლოკჩეინ 2.0“ მიუთითებდა ბლოკჩეინ მონაცემთა ბაზის ახალ აპლიკაციებზე.[6] ჟურნალმა The Economist ბლოკჩეინ ტექნოლოგიის ეს მეორე თაობა აღწერა როგორც „მომავალი პროგრამული ენა, რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებლებს შექმნას უფრო დახვეწილი ჭკვიანი კონტრაქტები, ამგვარად კი შექმნან ინვოისები, რომლებიც გადაიხდება ავტომატურად, როდესაც შეკვეთა დანიშნულების ადგილას მივა“ ან „შექმნან მოწმობა, რომლებიც მფლობელებს ავტომატურად გაუგზავნიან დივიდენდებს , როდესაც მოგება გარკვეულ ზღვარს მიაღწევს.“ ბლოკჩეინ 2.0 ტექნოლოგია გასცდა ტრანზაქციების საზღვრებს და შესაძლებელი გახადა „ღირებულების გაცვლა შუამავლის გარეშე, რომლებიც მოქმედებდნენ როგორც განმსჯელები ფულისა და ინფორმაციისა“. შემქმნელების სურვილი იყო, ქსელში მოსახლეობის იმ ნაწილის ჩართვა, რომელიც ამას მანამდე ვერ ახერხებდა, ისევე, როგორც კონფიდენციალურობის დაცვის გაზრდა და უზრუნველყოფა იმისა, რომ ინტელექტუალური საკუთრება ანაზღაურებული იქნებოდა. ბლოკჩეინის მეორე თაობა შესაძლებელს ხდის, რომ მომხმარებელმა შეინახოს „მუდმივი ციფრული ID და პერსონა“ და უზრუნველყოს ის გზა, რომელიც სოციალურ უთანასწორობას გადაჭრის, სიმდიდრის გადანაწილების ბლოკჩეინისეული გზით.[7]

2016 წელს რუსეთის ცენტრალური უსაფრთხოების წარმომადგენლებმა დააანონსეს Nxt „ბლოკჩეინ 2.0“-ზე დაფუძნებული საპილოტე პროექტი, რომელიც გამოიკვლევდა ბლოკჩეინზე დაფუძნებულ ავტომატიზირებულ ხმის მიცემის სისტემას.[8]. მუსიკის სფეროს წარმომადგენლებმა დაიწყეს მოდელების ტესტირება ბლოკჩეინის გამოყენებით, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით საავტორო უფლებების უკეთ დაცვის პერსპექტივას იძლევა.[9] 2016 წლის ივლისში IBM-მა სინგაპურში გახსნა ბლოკჩეინზე დაფუძნებული ინოვაციური კვლევის ცენტრი. 2016 წლის ნოემბერში მსოფლიო ეკონონომიკური ფორუმისთვის მომუშავე ჯგუფმა გამართა შეხვედრა, სადაც განიხილეს ბლოკჩეინთან დაკავშირებული სამთავრობო მოდელების განვითარების გზები.[10]

2017 წლის დასაწყისში, ჰარვარდის ბიზნესის მიმომხილველმა განაცხადა, რომ ბლოკჩეინი „არის ფუნდამენტური ტექნოლოგია და მაშასადამე აქვს შესაძლებლობა, რომ შექმნას ფუნდამენტურად ახალი ჩვენი ეკონომიკური და სოციალური სისტემა“. დაკვირვებებით უკვე დადასტურებულია, იმისთვის, რომ ფუნდამენტურ ინოვაციას ჰქონდეს დიდი გავლენა „ბლოკჩეინ სისტემას დასჭირდება ათწლეულები, რომ ფეხი მოიკიდოს ჩვენ ეკონომიკურ და სოციალურ ინფრასტრუქტურაში“.[11]

აღწერა

დეცენტრალიზაცია

ქსელის მასშტაბით მონაცემების შენახვისას ბლოკჩეინი გამორიცხავს იმ რისკებს, რომლებიც მოჰყვება მონაცემებს ცენტრალურ დონეზე ფლობას. იმის გამო, რომ ქსელი არ არის ცენტრალიზებული, ეს ამცირებს იმ პოტენციურ ზიანს, რომელიც ჰაკერებმა შეიძლება მიაყენონ სისტემას; ანალოგიურად, მას არ აქვს ჩავარდნის ცენტრალური მიზეზი. ბლოკჩეინის უსაფრთხოება უზრუნველყოფილია კრიპტოგრაფიულად დაცული პირადი გასაღებით. პირადი-გასაღები (გრძელი, შემთხვევით შერჩეული რიცხვები) არის მისამართი ბლოკჩეინზე. ღირებულების მქონე წინასწარ გადახდის ბარათის კოდები, რომლებიც ქსელში იგზავნება, არის ჩაწერილი ამ მისამართზე. პირადი გასაღები ჰგავს პაროლს, რომელიც მის მფლობელს მის ციფრულ აქტივებზე წვდომის საშუალებას აძლევს, ან სხვაგვარად, აქვს შესაძლებლობა ისარგებლოს იმ სხვადასხვა შესაძლებლობებით, რომელსაც ბლოკჩეინი უზრუნველყოფს. ბლოკჩეინზე შენახული მონაცემები ზოგადად ითვლება მუდმივად.[12]დეცენტრალიზებული სისტემის ყველა ბოტს ან მაინერს აქვს ბლოკჩეინის ასლი. მონაცემთა ხარისხი ინახება მასიური მონაცემთა ბაზის რეპლიკაციით [13] და კომპიუტერული ნდობით. არ არსებობს ცენტრალიზებული „ოფიციალური“ ასლი და არც ერთი მომხმარებელი არ არის „სანდო“, ვიდრე რომელიმე სხვა. შეტყობინებების მიწოდება ხდება რაც შეიძლება სწრაფად. მაინინგის კვანძები ამოწმებენ ტრანზაქციების ვალიდურობას, ამატებენ მათ ბლოკებზე, რომლებსაც ისინი ქმნიან და შემდეგ ამ დამოწმებულ ბლოკებს ავრცელებენ ქსელის სხვა კვანძებზე. ბლოკჩეინი იყენებს დროის აღმრიცხავ სქემას, როგორიცაა ე.წ. „სამუშაოების დასაბუთება“ (Proof-of-work), ცვლილებების შესამცირებლად.[14]

აპლიკაციები

გრძელვადიან პერსპექტივაში ბლოკჩეინ ტექნოლოგიას დიდი პოტენციალი აქვს ბიზნესის ოპერირების მოდელების გარდაქმნაში. მისი გამოყენება გლობალური მიწოდების ჯაჭვების, ფინანსური ტრანზაქციების, აქტივების ხელმძღვანელებისა და დეცენტრალიზებული სოციალური ქსელების მნიშვნელოვან ეფექტურობას გვპირდება.[11] ბიზნესმენები რისკების შესამცირებლად ერიდებიან მთლიანად ბლოკჩეინ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ბიზნეს-იდეების განხორციელებას. ბლოკჩეინ ტექნოლოგიის ინტეგრირება შეიძლება ბევრ სხვადასხვა სფეროში. კონკრეტული ბლოკჩეინ აპლიკაცია შესაძლოა განსაკუთრებული ინოვაცია აღმოჩნდეს, რადგან არსებითად იაფი დანახარჯები დიდი უპირატესობა იქნება კონკურენტებთან ბრძოლაში. ბლოკჩეინის პროტოკოლები ხელს უწყობენ ბიზნესს, გამოიყენონ ციფრული ოპერაციების დამუშავების ახალი მეთოდები.[15] მაგალითები მოიცავს გადახდის სისტემასა და ციფრულ ვალუტას, ასევე ხელს უწყობს ე.წ. „crowdsale“-ებს , ან აკეთებს ბაზრების პროგნოზირებას და შეიმუშავებს მართვის ზოგად ინსტრუმენტებს.[16]

მიწის რეგისტრაცია

შვედეთის მიწის რეესტრის გარშემო მიმდინარე განხილვები, მიზნად ისახავს ბლოკნოტის ეფექტურობის დემონსტრირებას მიწის რეალიზაციის გარიგებების დაჩქარებაში.[17] საქართველომ გაუშვა საპილოტე პროგრამა ბლოკჩეინის გამოყენებით საკუთრების რეგისტრაციისა.[18] ეთიკისა და სამართლის ასოციაცია იყენებს ბლოკჩინს, რათა დაეხმაროს სტარტაპებს, რომ დაიცვან საკუთარი იდეები.[19]

დიდი ოთხეული

დიდი ოთხეულის საბუღალტრო ფირმები სხვადასხვა ფორმატში აკეთებენ ბლოკჩეინ ტექნოლოგიების ტესტირებას. Ernst and Young-ს ყველა შვეიცარიელ თანამშრომელს შეუძლია კრიპტოვალუტის საფულით ისარგებლოს, მათ ოფისში დაამონტაჟეს ბიტკოინის აპარატი და მისით სარგებლობა ყველა მათგანს შეუძლია.[20][21] Ernst and Young-ის შვეიცარიის აღმასრულებელმა დირექტორმა მარსელ სტალდერმა განაცხადა: "ჩვენ არა მარტო გვინდა დიგიტალიზაციის შესახებ საუბარი, არამედ გვინდა, აქტიურად გავავრცელოთ ეს პროცესი ჩვენს თანამშრომლებსა და კლიენტებზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ყველამ ფეხი აუწყოს იმ პროცესს და რევოლუციას, რომელსაც ბლოკჩეინი, ჭკვიანი კონტრაქტები და ციფრული ვალუტა გვიმზადებს".[21]

ჭკვიანი კონტრაქტები

ბლოკჩეინზე დაფუძნებული ჭკვიანი კონტრაქტები არის კონტრაქტები, რომლებიც შეიძლება ნაწილობრივ ან მთლიანად შესრულდეს ან აღსრულდეს ადამიანების უშუალო ჩარევის გარეშე.[22] ჭკვიანი კონტრაქტის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა ავტომატური ესქრო. საერთაშორისო სავალუტო ფონდის აზრით, ბლოკჩეინსს შეუძლია შეამციროს მორალური საფრთხეები და ზოგადად კონტრაქტების გამოყენების ოპტიმიზაცია.[23] ამ სისტემის გამოუცდელობის გამო მათი სამართლებრივი სტატუსი გაურკვეველია.[23]

ბლოკჩეინით ზოგიერთი ბიზნესი აპირებს კონტრაქტების კოდირებას, რომელიც შესრულდება პირობების თანხვედრისას. ბლოკჩეინის ჭკვიანი კონტრაქტები საშუალებას იძლევა, გაფართოვდეს პროგრამირების ინსტრუქციები, რომლებიც განსაზღვრავენ და შეასრულებენ შეთანხმებას.[24] მაგალითად, Ethereum Solidity არის ღია ბლოკჩეინ-პროექტი, რომელიც შეიქმნა ზუსტად იმისთვის, რომ გაეანალიზებინათ ეს შესაძლებლობა Turing complete-ის პროგრამირების ენის საშუალებით.

კიდევ ერთი მაგალითი ჭკვიანი კონტრაქტის გამოყენებისა არის მუსიკალური ინდუსტრია. 2017 წელს DJ Deadly Buda-მ გამოუშვა პირველი DJ-მიქსი, „Rock the Blockchain“, რომელიც იხდის სიმღერებისთვის და მათი ნამუშევრები დაკავშირებულია კრიპტოვალუტურ ბლოკჩეინთან. ყოველ ჯერზე, როდესაც მის სიმღერას ვინმე უსმენს, DJ-ს ანგარიშზე თითქმის მყისიერად ირიცხება გარკვეული თანხა.[25]2017 წლის იანვრის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მოხსენებაში იწინასწარმეტყველეს, რომ 2025 წლისთვის მსოფლიოს მთლიანი შიდა პროდუქტის 10% შენახული იქნება ბლოკჩეინზე ან ბლოკჩეინთან დაკავშირებულ ტექნოლოგიებზე.[26]

შენიშვნები

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი