ლევან თედიაშვილი

ლევან თედიაშვილი (დ. 15 მარტი, 1948, საგარეჯო — გ. 17 თებერვალი, 2024) — ქართველი და საბჭოთა სპორტსმენი, თავისუფალი სტილის მოჭიდავე. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1971). ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის, ფილას, ღირსების ორდენების კავალერი. 1973 წელს დასახელებული იყო საბჭოთა კავშირის საუკეთესო სპორტსმენად.[3]

ლევან თედიაშვილი
პირადი ინფორმაცია
სრული სახელი ლევან ქიტესას ძე თედიაშვილი
მეტსახელ(ებ)ი დიდი ტედი[1][2]
ეროვნება ქართველი
დაბ. თარიღი 15 მარტი, 1948
დაბ. ადგილი საგარეჯო, საქართველოს სსრ, სსრ კავშირი
გარდ. თარიღი 17 თებერვალი, 2024 (75 წლის)
სიმაღლე 182 სმ
წონა 82–100 კგ
სპორტი
ქვეყანა საბჭოთა კავშირის დროშა სსრ კავშირი
საქართველოს დროშა საქართველო
სახეობა თავისუფალი ჭიდაობა
კლუბი „განთიადი“ (თბილისი) „ლოკომოტივი“ (თბილისი) „დინამო“ (თბილისი)
მწვრთნელი ივანე მეკოკიშვილი
ვახტანგ ბალავაძე
ჯილდოები
საპატიო ნიშნის ორდენი ლენინის ორდენი საქართველოს ღირსების ორდენი ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი
სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი — 1971 ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი
მედლები
საბჭოთა კავშირის დროშა საბჭოთა კავშირი
თავისუფალი ჭიდაობა
ოლიმპიური თამაშები
ოქრომიუნხენი 1972-82 კგ
ოქრომონრეალი 1976-90 კგ
მსოფლიო ჩემპიონატი
ოქროსოფია 1971-82 კგ
ოქროთეირანი 1973-90 კგ
ოქროსტამბოლი 1974-90 კგ
ოქრომინსკი 1975-90 კგ
ვერცხლიმეხიკო 1978-100 კგ
ევროპის ჩემპიონატი
ოქრომადრიდი 1974-90 კგ
ოქროლენინგრადი 1976-90 კგ
ოქროსოფია 1978-100 კგ
სამბო
მსოფლიო ჩემპიონატი
ოქროთეირანი 1973-90 კგ

ბიოგრაფია

ოლიმპიური თამაშების 2-გზის ჩემპიონი (1972, 1976) ჭიდაობაში, მსოფლიოს 4-გზის (1971, 1973, 1974, 1975) და ევროპის 3-გზის ჩემპიონი (1974, 1976, 1978). მსოფლიო თასის მფლობელი (1973). ასევე მსოფლიო ჩემპიონი სამბოში (1973).

1971, 1973 და 1974 წლებში დასახელდა საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენად.[4]

1987 წელს გამოვიდა რეჟისორ გიორგი შენგელაიას ფილმი „ხარება და გოგია“, რომელშიც მთავარ როლებს ლევან თედიაშვილი და ველოსიპედისტი ომარ ფხაკაძე ასრულებდნენ.

საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის მიერ 1999 წელს ორგანიზებულ გამოკითხვაში XX საუკუნის მესამე საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა (მძლეოსან ვიქტორ სანეევის და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე გივი კარტოზიას შემდეგ) და ბრინჯაოს პრიზი გადაეცა.

ლევან თედიაშვილი ერთადერთი მოჭიდავეა, რომელმაც ჩემპიონის ტიტული სამ სხვადასხვა წონით კატეგორიაში მოიპოვა: 82 და 90 კგ წონებში ოლიმპიადა და მსოფლიო პირველობები მოიგო, 100 კგ წონით კატეგორიაში კი ევროპის ჩემპიონის ტიტული.

1993–1995 წლებში იყო სახელმწიფოს მეთაურის რწმუნებული კახეთის რეგიონში.

1993 წლის 22 სექტემბერს, აფხაზეთის ომის დროს, ბაბუშერას აეროპორტში აფეთქებულ თვითმფრინავს შეეწირა ლევან თედიაშვილის 19 წლის ვაჟი ვახტანგი.[5]

1995–1999 წლებში იყო საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი (საგარეჯოს მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“. 1999–2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“.

გარდაიცვალა 2024 წლის 17 თებერვალს, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ.[6] დაკრძალულია საგარეჯოში.[7]

ჯილდოები

საქართველოს პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის ბრძანებით, ვახტანგ თედიაშვილი 1998 წელს ვახტანგ გორგასლის სახელობის III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.

2003 წელს ლევან თედიაშვილის თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა. 2005 წლიდან ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის (FILA) დიდების დარბაზის წევრია.

2011 წელს, სერიაში „ქართველი ოლიმპიური ჩემპიონები“ (პროექტის ავტორი და მთავარი რედაქტორი ელგუჯა ბერიშვილი) გამოიცა ნუგზარ შატაიძის წიგნი „ლევან თედიაშვილი“.

მიღწევები

ოლიმპიური ჩემპიონი
მსოფლიოს ჩემპიონი
მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი
ევროპის ჩემპიონი
მსოფლიო თასი
  • 1973 (90 კგ)
საბჭოთა კავშირის ხალხთა V სპარტაკიადის ჩემპიონი
საბჭოთა კავშირის ხალხთა VI სპარტაკიადის ვიცე-ჩემპიონი
საბჭოთა კავშირის ჩემპიონი
საბჭოთა კავშირის ვიცე-ჩემპიონი
თბილისის საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონი
  • 1970, 1971, 1972, 1975, 1978
სამბოში მსოფლიოს ჩემპიონი

საინტერესო ფაქტები

საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებული ფიზიკური კულტურისა და სპორტის კომიტეტის კოლეგიამ თავის სხდომაზე დაამტკიცა რესპუბლიკის საუკეთესო სპორტსმენთა ათეული 1976 წლის შედეგების მიხედვით, სადაც ლევან თედიაშვილი 1976 წლის საქართველოს მეორე საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა.[8]

ლიტერატურა

  • ბერიშვილი, ელგუჯა., ქართული სპორტის ოქროს წიგნი, თბ.: პალიტრა L, 2013. — გვ. 108. 371 გვ.
  • შატაიძე, ნუგზარ., ლევან თედიაშვილი, თბ.: საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია, 2011.

პერიოდიკა

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი