მსოფლიოს შვიდი საოცრება

მსოფლიოს შვიდი საოცრება ზოგადად მიუთითებს მთავარ ტურისტულ ღირსშესანიშნაობათა რამდენიმე სიაზე. ყველაზე ძველი და განთქმული მათგან არის ძველი მსოფლიოს შვიდი საოცრება, მეგზური ძველი მსოფლიოს მოგზაურთათვის, რომელთაც სურდათ ეხილათ ყველაზე განთქმული, მასშტაბური და კარგად ცნობილი ხუროთმოძღვრული ქმნილებები.

მსოფლიოს შვიდი საოცრება (მარცხნიდან მარჯვნივ, ზემოდან ქვემოთ): ხეოფსის პირამიდა, ბაბილონის დაკიდული ბაღები, ეფესოს ტაძარი, ზევსის ქანდაკება ოლიმპიაში, ჰალიკარნასის მავზოლეუმი, როდოსის კოლოსი და ალექსანდრიის შუქურა.

ისტორია

ამ სიის უძველესი ვერსია ძვ. წ. II საუკუნეში შექმნა ანტიპატე სიდონელმა. როგორც ჩანს, ეს სია ემყარება ელინისტ მოგზაურთა შორის პოპულარულ მეგზურებს და მხოლოდ მიუთითებს ქმნილებებზე ხმელთაშუა ზღვის გარშემო მიწებზე, სადაც იმდროინდელ მოგზაურებს მეტ-ნაკლებად უსაფრთხოდ შეეძლოთ ემგზავრათ. ამ სიაში შესული ობიექტები საოცრებები იყო იმ კრიტერიუმით, რომ ისინი ყველაზე პოპულარული ღირსშესანიშნაობები იყო იმ პერიოდში. აღსანიშნავია, რომ ამ სიაში მხოლოდ ადამიანის მიერ აგებული ქმნილებები იყო შეტანილი, ვინაიდან ბუნებრივი საოცრებები იმ პერიოდში პოპულარული არ იყო.

ძველი მსოფლიოს შვიდი საოცრება

ქვემოთ მოყვანილია ანტიპატეს ვერსია:

საოცრებათარიღიმშენებელიდაინგრამიზეზიამჟამინდელი მდებარეობა
ხეოფსის პირამიდაძვ. წ. 2550ეგვიპტელებიდღემდე დგასდღემდე დგასგიზის ნეკროპოლისი, აგვიპტე
29°58′45″ ჩ. გ. 31°08′03″ ა. გ. / 29.9791750° ჩ. გ. 31.1343583° ა. გ. / 29.9791750; 31.1343583 (Great Pyramid of Giza)
ბაბილონის დაკიდული ბაღებიძვ. წ. 600ბაბილონელებიძვ. წ. I საუკუნემიწისძვრაჰილა ან ნინევია, ერაყი
32°32′08″N 44°25′39″E / 32.5355° ჩ. გ. 44.4275° ა. გ. / 32.5355; 44.4275 (Hanging Gardens of Babylon)
ზევსის ქანდაკება ოლიმპიაშიძვ. წ. 435ბერძნებიV-VI საუკუნეებიხანძარიოლიმპია, საბერძნეთი
37°38′16″ ჩ. გ. 21°37′48″ ა. გ. / 37.637861° ჩ. გ. 21.63000° ა. გ. / 37.637861; 21.63000 (Statue of Zeus at Olympia)
არტემიდეს ტაძარი ეფესოშიძვ. წ. 550ლიდიელები, ბერძნებიძვ. წ. 356ხანძარისელჩუკი, თურქეთი
37°56′59″ ჩ. გ. 27°21′50″ ა. გ. / 37.94972° ჩ. გ. 27.36389° ა. გ. / 37.94972; 27.36389 (Temple of Artemis at Ephesus)
ჰალიკარნასის მავზოლეუმიძვ. წ. 351ქარიელები, ბერძნები1494მიწისძვრაბოდრუმი, თურქეთი
37°02′16″N 27°25′27″E / 37.0379° ჩ. გ. 27.4241° ა. გ. / 37.0379; 27.4241 (Mausoleum at Halicarnassus)
როდოსის კოლოსიძვ. წ. 292-280ელენისტური საბერძნეთიძვ. წ. 224მიწისძვრაროდოსი, საბერძნეთი
36°27′04″ ჩ. გ. 28°13′40″ ა. გ. / 36.45111° ჩ. გ. 28.22778° ა. გ. / 36.45111; 28.22778 (Colossus of Rhodes)
ალექსანდრიის შუქურაძვ. წ. III საუკუნეელენისტური ეგვიპტე1303-1480მიწისძვრაალექსანდრია, ეგვიპტე
31°12′50″ ჩ. გ. 29°53′08″ ა. გ. / 31.21389° ჩ. გ. 29.88556° ა. გ. / 31.21389; 29.88556 (Lighthouse of Alexandria)

ანტიპატეს თავდაპირველ სიაში ალექსანდრიის შუქურა შეცვლილი იყო ბაბილონის კედლით. ზემოთ მოყვანილი სია უკვე მე-6 საუკუნის დროინდელი ვარიანტია. ამ საოცრებათაგან დღემდეგ მხოლოდ ერთადერთი - ხეოფსის პირამიდა შემორჩა გიზაში, ეგვიპტე. დაკიდული ბაღების არსებობის დამკიცება ვერ მოხერხდა. უძველესი დოკუმენტური მასალის მიხედვით დანარჩენი ხუთი საოცრება ბუნებრივმა კატაკლიზმებმა იმსხვერპლა. ეფესოს ტაძარი და ზევსის ქანდაკება ხანძარმა გაანადგურა, დანარჩენები კი მიწისძვრამ.

ბოლოდროინდელი საოცრებები

ძველი მსოფლიოს შვიდი საოცრების ტრადიციით მრავალი სხვა სიაც შექმნილა, რომლებიც ადამიანთა მიერ საინჟინრო მიღწევათა გარდა ბუნებრივ საოცრებებსაც შეიცავს. თუმცა ეს სიები უფრო არაფორმალურია და მათზე რაიმე კონსენსუსი არ არსებობს.

იხ. ასევე შუა საუკუნეების სამყაროს შვიდი საოცრება

თანამედროვე საოცრებები

სამოქალაქო ინჟინერთა ამერიკის საზოგადოებამ ჩამოაყალიბა თანამედროვე მსოფლიოს შვიდ საოცრებათა სია [1]:

ტურისტული მსოფლიოს საოცრებები

შემდეგი სია შექმნილია ჰილმან უონდერსის მიერ როგორც ყველაზე პოპულარული შვიდი ტურისტული ღირსშესანიშნაობა-საოცრება:[2]

ბუნებრივი საოცრებები

სხვა სიათა მსგავსად, არ არსებობს კონსენსუსი მსოფლიოს შვიდ ბუნებრივ საოცრებაზე, ვინაიდან არ არის შეთანხმება იმაზე თუ რამხელა უნდა იყოს ეს სია. ამგვარ სიათაგან ერთ-ერთი შექმნილი CNN-ის მიერ [3]:

წყალქვეშა საოცრებები

ამ სიის წარმოშობის წყარო გაურკვეველია, თუმცა ის საკმაოდ ხშირად ფიგურირებს მასმედიაში და აღნიშვნის ღირსია:[4] [5]

ახალი შვიდი საოცრება

2006 წელს იუნესკომ გამოაქვეყნა მსოფლიოს ახალი შვიდი საოცრების სია.

სქოლიო

არის გვერდი თემაზე:
🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი