ქართული გვარი

ქართული გვარი — გვარების უმრავლესობა წარმოიშვება მამის სახელიდან, იშვიათად ადგილის სახელწოდებიდან სხვადასხვა სუფიქსების დამატებით. როგორც წესი ქართული გვარები განსხვავდება ქვეყნის ამა თუ იმ მხარეს მიხედვით.

გვარების ნაწილი იქმნება ნათლობის სახელებიდან: ნიკოლაძე, თამარიძე, გიორგაძე, დავითაშვილი, მათიაშვილი, ნინოშვილი და ა.შ. გვხვდება სხვადასხვა წარმოშობის მუსლიმანური სახელებიდან წარმოქმნილი გვარები: ჯაფარიძე („ჯაფარი“, თუ ეს გვარი არ წარმოიქმნა პერსიდული dzapar-დან — „ფოსტალიონი“), ნარიმანიძე და ა.შ. გვარების უმრავლესობა კი (ძირითადად „-ძე“) წარმოქმნილია სხვა მეტად ცნობილი სიტყვებიდან: ვაჩნაძე, ქავთარაძე, ჩხეიძე, ენუქიძე, ორჯონიკიძე, ჭავჭავაძე, სვანიძე („სვანი“-სგან), ლომინაძე („ლომი“-დან), გაფრინდაშვილი, ხანანაშვილი, კალანდარიშვილი (პერს. kalantar — „პირველი ადამიანი ქალაქში“), ჯუღაშვილი („ჯუგ“ — „ჯოგი“ /ოსეთ.)[1] ამ ორი ძირითადი ტიპის გარდა (საგვარეულო სახელიდან წარმოშობილი), არსებობს სხვაც, ნაკლებად გავრცელებული, თუმცა ასევე გამოჩენილი გვარები, იმ ოჯახის ან ადგილის აღმნიშვნელი საიდანაცაა გვარის მატარებელი. ამ ტიპის გვარებიდან ერთ-ერთი არის „-ელი“-ზე დამთავრებული გვარები (იშვიათად „-ალი“-ზე): რუსთაველი, წერეთელი და ა.შ. რიგი ადგილები სრულდება: „-ეთი“, „-ათი“, „-ითი“-ზე: ძიმითი, ოსეთი, ხვარბეთი, ჩინათი.

დასავლეთ და ცენტრალურ საქართველოში გვარების უმრავლესობა სრულდება სუფიქსზე „-ძე“, რაც ზუსტად „ძეს“ (შვილს) ნიშნავს. ეს დაბოლოება ყველაზე გავრცელებულია, გვხვდება თითქმის ყველგან, ყველაზე იშვიათად აღმოსავლეთით. ძირითადად ასეთი გვარები გავრცელებულია იმერეთში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, თერჯოლაში -ძე-ზე დასრულებული გვარები მთელი მოსახლეობის 70 %-ს შეიცავს, ასევე გურიაში, აჭარაში, ასევე გვხვდება ქართლსა და რაჭა-ლეჩხუმში. მაგალითები: გონგაძე (იმერეთი), დუმბაძე (გურია), სილაგაძე (ლეჩხუმი), არჩვაძე (რაჭა). ამ დაბოლოების ფართო გავრცელების გამო წარმოშობის გამოცნობა ძნელია, ამ შემთხვევაში ყურადღება გვარის ფესვს უნდა მიექცეს.

აღმოსავლეთ საქართველოს გვარები (და ასევე ქართველი ებრაელების) ხშირ შემთხვევაში „-შვილი“-ზე მთავრდება, რას სიტყვასიტყვით შვილს, „ბავშვს“ აღნიშნავს (ფაქტობრივად, ეს ორივე დაბოლოება (-ძე და -შვილი) სინონიმებს წარმოადგენს). კახეთში გვარების უმრავლესობას ზუსტად ეს დაბოლოება -შვილი გააჩნიათ. ასევე ქართლშიც ჭარბობს ასეთი გვარები. იშვიათად გვხდება დასავლეთ საქართველოში.

საქართველოში, აღმოსავლეთ მთის პროვინციებში გვარები ხშირ შემთხვევაში სრულდება სუფიქსით „-ური“ , ან „-ული“, თუ ფუძეში გვხვდება ასო „რ“ (მაგალითი: გიგაური, წიკლაური, გურული, ჩქარეული). ეს დაბოლოება ძირითადად აღმოსავლეთ მთიელებში გვხვდება, ისეთებში როგორებიც არიან ხევსურები, ფშაველები, თუშები, მთიულები და ა.შ.

სვანებში, როგორც წესი გვარი სრულდება „-ანი“-ზე, თუმცა დღესდღეობით ეს დაბოლოება დასავლეთ საქართველოს სხვა რეგიონებშიც გვხვდება. ძირითადად ლეჩხუმში, იშვიათად რაჭასა და იმერეთში. „-ანი“-ზე დაბოლოებული ადამიანის რიცხვი — 129 204. მაგალითად: გაზდელიანი (სვანეთი), დადეშქელიანი (სვანეთი, სამეფო გვარი), მუშკუდიანი (ლეჩხუმი), ახვლედიანი (ლეჩხუმი), გელოვანი (ლეჩხუმი, სამეფო გვარი), იოსელიანი (იმერეთი), ჟორჟოლიანი (იმერეთი), ჩიქოვანი (სამეგრელო), დადიანი (სამეგრელოს — სამეფო გვარი, ისინი სამეგრელოს მფლობელნი იყვნენ). დადიანი ძველი წოდებაა, რომელიც შემდგომ გვარში გადავიდა.

მეგრელებში გვარი სრულდება — „-ია“, „-უა“ (მაგალითად: ჭკადუა, თოდუა, გოგუა, გორიცავია, გამსახურდია, ბერია), ან „-ავა“-ზე (მაგალითად: ტყებუჩავა, ოკუჯავა), ან „–აია“-ზე (მაგალითად: წულაია, ქეცბაია).

ლაზებში — „-ში“-ზე. სულ დაახლოებით 7 ათასი ადამიანი. ძირითადად გვხდება აჭარასა და გურიაში. მაგალითად: ხალვაში (აჭარა), ტუღუში (აჭარა-გურია).

ისტორია

ქართული გვარები პირველად მოიხსენიება VII—VIII საუკუნეებში. ხშირ შემთხვევაში ისინი დაკავშირებული იყო ადგილებთან (მაგალითად: ფავნელი, სურამელი, ორბელი), მამის სახელებთან ან პროფესიებთან, საზოგადო მდგომარეობასთან ან წოდებასთან, რომელსაც ტრადიციულად ჯიში ატარებდა (მაგალითად: ამილახვარი, ამირეჯიბი, ზუხბა, ერისთავი, დეკანოზისშვილი). XIII საუკუნის დასაწყისიდან გვარები ხშირ შემთხვევაში ადგილის სახელწოდებას ეყრდნობოდა. ეს ტრადიცია პრაქტიკულად ვრცელდებოდა XVII—XVIII საუკუნეებში.

გვარები

2012 წლის საქართველოს სამოქალაქო რეესტრის მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში დარეგისტრირებულ გვარებს შორის, მეტად გავრცელებული ქართული გვარებია:

#გვარიადგილირაოდენობა
1ბერიძეაჭარა21 033
2კაპანაძეიმერეთი14 449
3გელაშვილიქართლი13 912
4მაისურაძექართლი12 586
5გიორგაძეიმერეთი10 827
6ლომიძექართლი9 980
7წიკლაურიფშავი, ხევსურეთი, მთიულეთი, ხევი9 977

სახელები

ქართულ სახელებს შორის ცოტა არაა ისეთები ცნობილი, ლამაზი სახელები, რომლებიც ამტკიცებენ ქართველების მეზობელ ხალხებთან ურთიერთობას ისტორიის სხვადასხვა ეტაპებზე.

ქალის სახელები

9 მეტად გავრცელებული სახელები საქართველოში (2012 წლისათვის, მონაცემთა ბაზაში).[2]

#სახელირაოდენობა
1ნინო246 879
2მარიამ100 982
3თამარი97 531
4ნანა69 653
5ნათია66 947
6ანა64 980
7ლია55 059
8ქეთევან50 272
9მაია45 952

მამაკაცის სახელები

11 მეტად გავრცელებული სახელები საქართველოში (2012 წლისათვის, მონაცემთა ბაზაში).

#სახელირაოდენობა
1გიორგი193 828
2დავით90 713
3ნიკოლოზი59 784
4ზურაბი49 403
5ალექსანდრე45 488
6ლევანი40 488
7თეიმურაზი36 834
8ირაკლი35 150
9მიხეილი28 232
10ლუკა27 692
11გოჩა22 063


სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაკატეგორია:ქართული გვარებიგალაკტიონ ტაბიძეთბილისიდავით IV აღმაშენებელივეფხისტყაოსანიკორუფციათამარ მეფესაქართველოქვეყნების სიააღდგომაერეკლე IIილია ჭავჭავაძეკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებივაჟა-ფშაველავახტანგ I გორგასალიშოთა რუსთაველი17 მარტისულხან-საბა ორბელიანიაფხაზეთიქართული დამწერლობაალექსანდრე მაკედონელიჩერნობილის კატასტროფადიდგორის ბრძოლანიკო ფიროსმანიწმინდა პატრიკიპირველი მსოფლიო ომიმარხვაანგკორ-ვატიქუნთრუშააფხაზეთის ომი (1992-1993)აფრიკარამადანისვეტიცხოველიზედსართავი სახელიკატეგორია:ქალაქები ქვეყნების მიხედვითსაქართველოს სახელმწიფო გერბიგიორგი V ბრწყინვალე