ოლივერი და კომპანია (ინგლ.Oliver & Company) — Walt Disney Feature Animation-ის 1988 წლის ანიმაციური ფილმი, Buena Vista Pictures Distribution-ის დისტრიბუციით. იგი უოლტ დისნეის ანიმაციური სტუდიების რიგით 27-ე სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმია და ეფუძნება ჩარლზ დიკენსის რომანს „ოლივერ ტვისტი“. ფილმის სიუჟეტის მიხედვით ოლივერი არის უსახლკარო კნუტი, რომელიც იკარგება ქალაქის ქუჩებში და დიდ თავგადასავალში ამოჰყოფს თავს. მოქმედება ლონდონიდან გადატანილია 1980-იანების ნიუ-იორკში. ფეიჯინის ბანდა შედგება ძაღლებისგან (აქედან ერთ-ერთია დოჯერი), ხოლო საიკსი მევახშეა.
ფილმის წარმოება დაიწყო 1987 წელს, „ოლივერის და დოჯერის“ სამუშაო სახელწოდებით. იგი გამოვიდა აშშ-ში, კანადაში და გაერთიანებულ სამეფოში 1996 წლის 29 მარტს. იმავე წელს ფილმი ვიდეოზეც გამოიცა, 2002 და 2009 წელს - DVD-ზე, ხოლო 2013 წელს, 25 წლიანი იუბილეს აღსანიშნავად - Blu-ray-ზე.