აბელიანის ეკლესია

აბელიანის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ აბელიანში. ეკლესია აგებულია 1250-1259 წლების პერიოდში.

აბელიანის ეკლესიის წარწერა

ეკლესიაზე არსებული სამშენებლო წარწერა საშუალებას იძლევა ძეგლი დათარიღდეს 1250-1259 წლებში. მასში მოხსენიებულნი არიან „მეფენი ჩუენნი დავით (ნარინი) და დავით (ულუ), დედოფალი თამარ-ხათუნ და ძენი მათი გიორგი...“ ტექსტის ავტორია მანგლელი მთავარეპისკოპოსი არსენ მშვიდობაიძე.

შენობის ინტერიერი მოპირკეთებულია კარგად თლილი დიაბაზის (ე. წ. ალგეთის ქვა) კვადრებით. კედლებს ეტყობა შელესვისა და ფრესკული ფერწერის კვალი. აღმოსავლეთის და დასავლეთის კედლებზე აქცენტს მხოლოდ სარკმლის მორთულობა ქმნის. კარნიზის პროფილი წრეთარგის, თაროსა და ლილვისაგან შედგება. ეკლესიის სახურავი ორკალთიანია. ეკლესიის სატრიუმფო თაღის ქვედა რეგისტრში საინტერესო დეკორატიული მოტივია გამოყენებული. არქიტრავის ქვის ორივე მხარეს მძლავრი კრონშტეინებია ორნამენტულად შემკული, რომელზედაც სავარაუდოდ სამხრეთის მინაშენის თაღები გადადიოდა. აღდგენილია 2006 წელს.

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

  •  კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 8081
🔥 Top keywords: მთავარი გვერდიუქმე დღეები საქართველოშისპეციალური:ძიება17 მაისისუვერენიტეტიარაბინარული გენდერილუდვიგ ვან ბეთჰოვენიქვეყნების სიაკატეგორია:ქართული გვარებიახალი კალედონიასაქართველოევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიბიძინა ივანიშვილიარასამთავრობო ორგანიზაციადავით IV აღმაშენებელიირაკლი კობახიძედავით ქაცარავასაქართველოს დამოუკიდებლობის დღეევროკავშირიქაშვეთის ეკლესიათამარ მეფესლოვაკეთიმეორე მსოფლიო ომირეჯეფ თაიფ ერდოღანიილია ჭავჭავაძევახტანგ I გორგასალითბილისიმერაბ კოსტავა9 აპრილის ტრაგედიასაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიზვიად გამსახურდიაინტელექტის კოეფიციენტიქართული დამწერლობაემპათიავაჟა-ფშაველაპირველი მსოფლიო ომიერეკლე IIლიბერალიზმიიოსებ სტალინი