აბულის ეკლესია
აბულის ტაძარი — ეკლესია საქართველოში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აბულში. ტაძარი დარბაზული ტიპისაა და დათარიღებულია X საუკუნით. მოგვიანებით (XIV ს.) მასზე კარიბჭე მიუშენებიათ. ეკლესიის კედლის ფასადი შემკულია ჯვრისა და სხვა გამოსახულებებით. შემორჩენილია წარწერები, რომლებიც აკადემიკოს ნ. ბერძენიშვილის მიხედვით, XI-XII სს.-ის შეიძლება იყოს. ერთ-ერთი ასომთავრული წარწერა: ასე იკითხება „ჯუარი ქრისტესი ქრისტე შეიწყალე გალატოზნი“. ეკლესიასთან არის სასაფლაო, სადაც ძველი საფლავის საინტერესო ქვებია შემორჩნილი.[1]
ეკლესიას 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[2].
იხილეთ აგრეთვე
ლიტერატურა
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 38.
- ჟღერს ქვის ჰარმონია. ნაკვეთი პირველი ა-დ. საკითხავი ყმაწვილთათვის 13, თბ., გვ. 9–10, თბ., 2006;
- ცისკარიშვილი ვ., აბულის წარწერა, ჯავახეთის ეპიგრაფიკა როგორც საისტორიო წყარო, გვ. 122, თბ., 1959;
- კალისტრატე, საისტორიო მასალა, გაზ. „ივერია“, 1891 (19 ნოემბ.), N246, გვ. 2–3.
სქოლიო
🔥 Top keywords: მთავარი გვერდიუქმე დღეები საქართველოშისპეციალური:ძიება17 მაისისუვერენიტეტიარაბინარული გენდერილუდვიგ ვან ბეთჰოვენიქვეყნების სიაკატეგორია:ქართული გვარებიახალი კალედონიასაქართველოევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიბიძინა ივანიშვილიარასამთავრობო ორგანიზაციადავით IV აღმაშენებელიირაკლი კობახიძედავით ქაცარავასაქართველოს დამოუკიდებლობის დღეევროკავშირიქაშვეთის ეკლესიათამარ მეფესლოვაკეთიმეორე მსოფლიო ომირეჯეფ თაიფ ერდოღანიილია ჭავჭავაძევახტანგ I გორგასალითბილისიმერაბ კოსტავა9 აპრილის ტრაგედიასაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიზვიად გამსახურდიაინტელექტის კოეფიციენტიქართული დამწერლობაემპათიავაჟა-ფშაველაპირველი მსოფლიო ომიერეკლე IIლიბერალიზმიიოსებ სტალინი