ავსტრალიური ნაგაზი

ავსტრალიური ნაგაზი (ინგლ. Australian Shepherd) — ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია ავსტრალიაში XX საუკუნეში.

ავსტრალიური ნაგაზი
წარმოშობის ქვეყანაავსტრალია
თვისებები
წონა16-32 კგ.
სიმაღლე46-58 სმ.
სიცოცხლის
ხანგრძლივობა
12-13 წელი
ძაღლი (Canis lupus familiaris)

ეს ჯიში გამოიყვანეს კალიფორნიაში XIX საუკუნეში. მის წინაპრებს შორის არიან ახალი ზელანდიიდან და ავსტრალიიდან ჩამოყვანილი ნაგაზები. ავსტრალიური ნაგაზი, რომელსაც ცოტა ვინმე თუ იცნობს შეერთებული შტატების გარეთ, დღესდღეობით პოპულარობას იძენს. ეს არის მისი კარგი ხასიათის, კეთილგანწყობის და გარეგნობის დამსახურება. ავსტრალიური ნაგაზის თავდაპირველი დანიშნულება იყო ცხვრების მწყემსვა კალიფორნიის ცვალებად კლიმატში, თუმცა მოგვიანებით ის გამოსადეგი აღმოჩნდა როგორც ოჯახში საცხოვრებლად, ასევე, მეძებრის და მაშველი ძაღლის სახით.

ამ ცხოველის ხასიათი ოქროსფერ რეტრივერს და ლაბრადორ რეტრივერს ჰგავს, ალერსიანი და თამაშის მოყვარულია, თუმცა შენარჩუნებული აქვს მუშა თვისებები. ავსტრალიურ ნაგაზს აქვს ზომიერად უხეში ბალანი, რომელიც განსაკუთრებით ხშირია კისერსა და მკერდზე. ბალნის შეფერილობა შეიძლება იყოს ჟღალი თეთრით, ღვიძლისფერი, მარმარილოსებრი, შავი და განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. სხეული ზომიერი სიგრძისაა. ის კარგად უძლებს სიცივეს, ქალაქის პირობებში ცხოვრებას, ადვილად ეგუება ბავშვებს და სხვა ძაღლებს. ადვილად იწვრთნება.

რესურსები ინტერნეტში

არის გვერდი თემაზე:
🔥 Top keywords: მთავარი გვერდიუქმე დღეები საქართველოშისპეციალური:ძიება17 მაისისუვერენიტეტიარაბინარული გენდერილუდვიგ ვან ბეთჰოვენიქვეყნების სიაკატეგორია:ქართული გვარებიახალი კალედონიასაქართველოევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიბიძინა ივანიშვილიარასამთავრობო ორგანიზაციადავით IV აღმაშენებელიირაკლი კობახიძედავით ქაცარავასაქართველოს დამოუკიდებლობის დღეევროკავშირიქაშვეთის ეკლესიათამარ მეფესლოვაკეთიმეორე მსოფლიო ომირეჯეფ თაიფ ერდოღანიილია ჭავჭავაძევახტანგ I გორგასალითბილისიმერაბ კოსტავა9 აპრილის ტრაგედიასაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიზვიად გამსახურდიაინტელექტის კოეფიციენტიქართული დამწერლობაემპათიავაჟა-ფშაველაპირველი მსოფლიო ომიერეკლე IIლიბერალიზმიიოსებ სტალინი