აილტონი

აილტონ გონსალვეს და სილვა (პორტ. Aílton Gonçalves da Silva; დ. 19 ივლისი, 1973, მოჟეირუ, პარაიბა) — ყოფილი ბრაზილიელი ფეხბურთელი, თავდამსხმელი.

აილტონი
აილტონი 2007 წელს
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
აილტონ გონსალვეს და სილვა
დაბადების
თარიღი
19 ივლისი, 1973 (1973-07-19) (50 წლის)
დაბადების
ადგილი
მოჟეირუ, ბრაზილია
სიმაღლე177 სმ
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
ჰასია ბინგენი
ნომერი32
პროფესიონალური კარიერა*
წლებიგუნდიმატჩი(გოლი)
1993–1994იპირანგა12(2)
1994–1995ინტერნასიონალი21(4)
1994–1995→ მოჟი-მირინი28(8)
1995–1996სანტა-კრუზი21(7)
1996–1997გუარანი43(20)
1997–1998ტიგრესი23(5)
1998–2004ვერდერი169(88)
2004–2005შალკე 0429(14)
2005–2006ბეშიქთაში14(5)
2006ჰამბურგი13(3)
2006–2007ცრვენა ზვეზდა13(4)
2007→ გრასჰოპერი13(8)
2007–2008დუისბურგი7(1)
2008მეტალურგი2(1)
2008–2009ალტახი12(7)
2009კამპინენსე1(1)
2009ჩუნცინ ლიფანი5(0)
2010იურდინგენი 0513(4)
2010–2011ობერნოილანდი12(3)
2011რიო ბრანკო4(1)
2012–2013ჰასია ბინგენი21(19)
სულ476(205)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

საფეხბურთო კარიერა ბრაზილიაში დაიწყო. რამდენიმე წლის განმავლობაში ასპარეზობდა ბრაზილიის ჩემპიონატის კლუბებში, მათ შორის იყო „იპირანგა“, „ინტერნასიონალი“, „მოჟი-მირინი“, „სანტა-კრუზი“ და სხვა; აგრეთვე 1 წელი თამაშობდა მექსიკის კლუბ „ტიგრესში“.

კარიერის საუკეთესო პერიოდი ბრემენის „ვერდერში“ გაატარა, სადაც 169 ჩატარებულ მატჩში 88 ბურთის გატანა მოახერხა. 2004 წელს ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირი და პირველი უცხოელი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც მოიპოვა გერმანიის წლის ფეხბურთელის ტიტული. ამავე წელს „ვერდერთან“ ერთად გერმანიის ჩემპიონატი მოიგო.

მიუხედავად კარგი საკლუბო კარიერისა, აილტონს ბრაზილიის ეროვნულ და ასაკობრივ საფეხბურთო ნაკრებებში არასოდეს არ უთამაშია. დაქორწინებულია; ჰყავს 2 შვილი.

რესურსები ინტერნეტში

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიუქმე დღეები საქართველოშისპეციალური:ძიება17 მაისისუვერენიტეტიარაბინარული გენდერილუდვიგ ვან ბეთჰოვენიქვეყნების სიაკატეგორია:ქართული გვარებიახალი კალედონიასაქართველოევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიბიძინა ივანიშვილიარასამთავრობო ორგანიზაციადავით IV აღმაშენებელიირაკლი კობახიძედავით ქაცარავასაქართველოს დამოუკიდებლობის დღეევროკავშირიქაშვეთის ეკლესიათამარ მეფესლოვაკეთიმეორე მსოფლიო ომირეჯეფ თაიფ ერდოღანიილია ჭავჭავაძევახტანგ I გორგასალითბილისიმერაბ კოსტავა9 აპრილის ტრაგედიასაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიზვიად გამსახურდიაინტელექტის კოეფიციენტიქართული დამწერლობაემპათიავაჟა-ფშაველაპირველი მსოფლიო ომიერეკლე IIლიბერალიზმიიოსებ სტალინი