ალინგსოსი

ალინგსოსი (შვედ. Alingsås) — ქალაქი შვედეთში, ვესტრა-გეტლანდის ლენში, თავისივე სახელწოდების კომუნის ადმინისტრაციული ცენტრი, მდებარეობს მდინარე სევეონზე. 2010 წლის მონაცემებით მისი მოსახლეობა 24 482 ადამიანს შეადგენს.[1]

ქალაქი
ალინგსოსი
შვედ. Alingsås
ქვეყანა შვედეთის დროშა შვედეთი
კოორდინატები 57°56′00″ ჩ. გ. 12°32′00″ ა. გ. / 57.93333° ჩ. გ. 12.53333° ა. გ. / 57.93333; 12.53333
ფართობი 12,35 კმ²
ცენტრის სიმაღლე 66±1 მეტრი, 66 მეტრი
მოსახლეობა 24 482 კაცი (2010)
სიმჭიდროვე 1 982 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1, ხოლო ზაფხულში UTC+2
სატელეფონო კოდი 0322
ოფიციალური საიტი https://www.alingsas.se/
ალინგსოსი — შვედეთი
ალინგსოსი

დაარსდა კალმარის ომების დამთავრების შემდეგ და ქალაქის სტატუსი 1619 წელს მიიღო. XVIII საუკუნის 20-იან წლებში ალინგსოსი ცნობილი ხდება ტექსტილის მსხვილი მანუფაქტურული წარმოებით, რომელიც შვედმა მეწარმე იუნასომ ალსტრემერომმა დააარსა.

ქალაქის ეკონომიკა ძველად ძირითადად ტექსტილის, ტანსაცმლისა და ზოგიერთი სახის საინჟინრო მანქანების წარმოებას ეყრდნობოდა, მაგრამ ეკონომიკა ახლა დივერსიფიცირებულია და მნიშვნელოვანი როლი მომსახურებისა და ვაჭრობის სექტორს უკავია.

ქალაქში გამოდის ლიბერალური გაზეთი „ალინგსოს ტიდნინგი“ (Alingsås Tidning), რომელიც 1865 წელს დაარსდა.

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიუქმე დღეები საქართველოშისპეციალური:ძიება17 მაისისუვერენიტეტიარაბინარული გენდერილუდვიგ ვან ბეთჰოვენიქვეყნების სიაკატეგორია:ქართული გვარებიახალი კალედონიასაქართველოევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიბიძინა ივანიშვილიარასამთავრობო ორგანიზაციადავით IV აღმაშენებელიირაკლი კობახიძედავით ქაცარავასაქართველოს დამოუკიდებლობის დღეევროკავშირიქაშვეთის ეკლესიათამარ მეფესლოვაკეთიმეორე მსოფლიო ომირეჯეფ თაიფ ერდოღანიილია ჭავჭავაძევახტანგ I გორგასალითბილისიმერაბ კოსტავა9 აპრილის ტრაგედიასაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიზვიად გამსახურდიაინტელექტის კოეფიციენტიქართული დამწერლობაემპათიავაჟა-ფშაველაპირველი მსოფლიო ომიერეკლე IIლიბერალიზმიიოსებ სტალინი