აპენცელერ ზენენჰუნდი

აპენცელერ ზენენჰუნდი (გერმ. Appenzeller Sennenhund) — ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია შვეიცარიაში ანტიკური ხანა/XX საუკუნეში.

აპენცელერ ზენენჰუნდი
წარმოშობის ქვეყანაშვეიცარია
თვისებები
წონა25-32 კგ.
სიმაღლე48-58 სმ.
სიცოცხლის
ხანგრძლივობა
11-13 წელი
ძაღლი (Canis lupus familiaris)

მიუხედავად იმისა, რომ ამ ჯიშის წარმოშობის შესახებ ზუსტი ცნობები არ მოიპოვება, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მისი წინაპრები იყვნენ სამხედრო მასტიფები, რომლებიც 2000 წლის წინ შვეიცარიაზე გამავალმა რომაელთა ლეგიონებმა დატოვეს. დახვეული კუდი კი მიუთითებს იმაზე, რომ მის წინაპრებს შორის შპიცებიც იყვნენ. ეს ლამაზი, გაწონასწორებული ძაღლების ჯიში შუა საუკუნეების დროიდან პოპულარულია შვეიცარიელ გლეხებს შორის. ამ ძლიერ ცხოველებს ურმებში აბამდნენ და ქალაქის ბაზრობებზე პროდუქტი გადაჰქონდათ. აპენცელერ ზენენჰუნდი შესანიშნავი მეცხვარე ძაღლია, ის სიხარულით უყრის თავს მსხვილრქოსან საქონელს, ცხვრებს და თხებს. კარგი მოდარაჯეა, ნადირს აფრთხობს თავისი დიდი ზომებით, სიძლიერით და მაღალი ხმით.

XIX საუკუნეში ჯიშის წარმომადგენლების რაოდენობა შემცირდა და მიუხედავად იმისა, რომ აპენცელერ ზენენჰუნდი გადაშენებას გადაურჩა, შვეიცარიის ფარგლებს გარეთ იშვიათად გვხვდება. ვერ ეგუება ქალაის პირობებში ცხოვრებას და სიცხეს. აქვს მოკლე, ხშირი ბალანი, რომელსაც სჭირდება განსაკუთრებული მოვლა, კარგად უძლებს სიცივეს, კარგი მოდარაჯეა. აქვს საშუალო ზომის, მრგვალი თვალები. დახვეული კუდი გვხვდება ზენენჰუნდის მხოლოდ ამ სახეობაში.

რესურსები ინტერნეტში

არის გვერდი თემაზე:
🔥 Top keywords: მთავარი გვერდიუქმე დღეები საქართველოშისპეციალური:ძიება17 მაისისუვერენიტეტიარაბინარული გენდერილუდვიგ ვან ბეთჰოვენიქვეყნების სიაკატეგორია:ქართული გვარებიახალი კალედონიასაქართველოევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიბიძინა ივანიშვილიარასამთავრობო ორგანიზაციადავით IV აღმაშენებელიირაკლი კობახიძედავით ქაცარავასაქართველოს დამოუკიდებლობის დღეევროკავშირიქაშვეთის ეკლესიათამარ მეფესლოვაკეთიმეორე მსოფლიო ომირეჯეფ თაიფ ერდოღანიილია ჭავჭავაძევახტანგ I გორგასალითბილისიმერაბ კოსტავა9 აპრილის ტრაგედიასაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიზვიად გამსახურდიაინტელექტის კოეფიციენტიქართული დამწერლობაემპათიავაჟა-ფშაველაპირველი მსოფლიო ომიერეკლე IIლიბერალიზმიიოსებ სტალინი