ართავაზდ კარამიანი

ართავაზდ კარამიანი (სომხ. Արտավազդ Քարամյան, აგრეთვე ცნობილი როგორც არტიომ კარამიანი; დ. 14 ნოემბერი, 1979, ერევანი, სომხეთის სსრ, საბჭოთა კავშირი) — კარიერადასრულებული სომეხი ფეხბურთელი. პოზიციით იყო მარცხენა ნახევარმცველი/მარცხენა მცველი. იგი თამაშობდა სომხეთის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებში. ართავაზდი არის აგრეთვე ფეხბურთელი, არმან კარამიანის ტყუპი ძმა.

ართავაზდ კარამიანი
პირადი მონაცემები
დაბადების
თარიღი
14 ნოემბერი, 1979 (1979-11-14) (44 წლის)
დაბადების
ადგილი
ერევანი, სომხეთის სსრ, საბჭოთა კავშირი
სიმაღლე177 სმ
სათამაშო
პოზიცია
მარცხენა ნახევარმცველი/მარცხენა მცველი
პროფესიონალური კარიერა*
წლებიგუნდიმატჩი(გოლი)
1996 - 1997არაბკირი7(3)
1997 - 1998პიუნიკი10(1)
1999 - 2001კილიკია56(18)
2001 - 2002პიუნიკი42(20)
2003პანაჩაიკი15(1)
2003 - 2004არსენალ-კიევი11(1)
2004 - 2007რაპიდი50(1)
2007 - 2010რიმაშოარა92(16)
2010სტიაუა8(0)
2010 - 2011ურინია3(0)
2012 - 2014აკადეიკა კლინსენი42(8)
ეროვნული ნაკრები
2000 - 2010სომხეთი50(2)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

საკლუბო კარიერა

ართავაზდ კარამიანმა პროფესიონალური ფეხბურთის თამაში 1996 წელს დაიწყო. ამ წელს, ის და მისი ძმა არმან კარამიანი საფეხბურთო კლუბ არაბკირს შეუერთდნენ. 1997 წელს ძმები სომხეთის საფეხბურთო პრემიერლიგის კლუბ პიუნიკს შეუერთდნენ. ართავაზის პიუნიკში ყოფნის დროს კლუბმა მოიგო: სომხეთის საფეხბურთო პრემიერლიგა (2001, 2002), სომხეთის თასი (2002) და სომხეთის სუპერთასი (1997, 2002). 1999 წელს ორივე ძმა კილიკიაში გადავიდა, ხოლო 2002 წელს კვლავ პიუნიკში დაბრუნდნენ. 2003 წელს ორივე მათგანმა კონტრაქტი გააფორმა საბერძნეთის ფეხბურთის ლიგის კლუბ პანაჩაიკის. 2003 წლიდან 2004 წლამდე, ტყუპები თამაშბდნენ უკრაინის საფეხბურთო პრემიერლიგის კლუბ არსენალ-კიევში. 2004 წელს ორივე მათგანი შეუერთდა ლიგა პირველი კლუბ რაპიდს. ართავაზდი კლუბში მთელი სეზონი დარჩა, ხოლო არმანმა ეს სეზონი გამოტოვა. ართავაზდის კლუბში თამაშის პერიოდში, რაპიდი გახდა 2005-2006 წლების დივიზია-A-ს ჩემპიონატის ფინალისტი და მოიგო 2005-2006 და 2006-2007 წლების „კუბიკ რუმინი“. კლუბი აგრეთვე გავიდა 2005-2006 წლების ეურო თასის მეოთხედფინალში. 2007 წელს ორივე ძმა კლუბ რიმაშოარას შეუერთდა. მომდევნო სეზონში, კლუბი იყო 2008-2009 წლების ლიგა პირველის ჩემპიონატის ფინალისტი.

საერთაშორისო კარიერა

ართავაზდ კარამიანის დებიუტი სომხეთის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებში შედგა 2000 წლის 9 იანვარს, გვატემალას წინააღმდეგ გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში, რომელიც ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა. ამის შემდგომ მან 10 წლის განმავლობაში 50 თამაშში მიიღო მონაწილეობა და გაიტანა 2 გოლი. 2010 წელს, მან ეროვნული ნაკრები დატოვა.

თამაშის სტილი

მის მთავარ უპრატესობებს წარმოადგენს მისი სისწრაფე და თავისუფალი დარტყმები.

პირადი ცხოვრება

ართავაზდი დაქორწინებულია და ჰყავს ორი შვილი.[1]

ართავაზდს ჰყავს ტყუპი ძმა, არმან კარამიანი, რომელიც აგრეთვე პროფესიონალი ფეხბურთელია; ძმებს თითმის მთელი კარიერა ერთად აქვთ გატარებული.

2014 წელს, მან ძმასთან ერთად რუმინეთის მოქალაქეობა მიიღო. ისინი ცოლებთან და შვილებთანერთად რუმინეთში ცხოვრობენ.[2]

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიუქმე დღეები საქართველოშისპეციალური:ძიება17 მაისისუვერენიტეტიარაბინარული გენდერილუდვიგ ვან ბეთჰოვენიქვეყნების სიაკატეგორია:ქართული გვარებიახალი კალედონიასაქართველოევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიბიძინა ივანიშვილიარასამთავრობო ორგანიზაციადავით IV აღმაშენებელიირაკლი კობახიძედავით ქაცარავასაქართველოს დამოუკიდებლობის დღეევროკავშირიქაშვეთის ეკლესიათამარ მეფესლოვაკეთიმეორე მსოფლიო ომირეჯეფ თაიფ ერდოღანიილია ჭავჭავაძევახტანგ I გორგასალითბილისიმერაბ კოსტავა9 აპრილის ტრაგედიასაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიზვიად გამსახურდიაინტელექტის კოეფიციენტიქართული დამწერლობაემპათიავაჟა-ფშაველაპირველი მსოფლიო ომიერეკლე IIლიბერალიზმიიოსებ სტალინი