აღმოსავლეთი კავანგო

აღმოსავლეთი კავანგო (ინგლ. Kavango East Region) — ნამიბიის 14 ადმინისტრაციული რეგიონიდან ერთ-ერთი. რეგიონი შეიქმნა 2013 წლის 8 აგვისტოს ოკავანგოს რეგიონის გაყოფის გზით დასავლეთ და აღმოსავლეთ კავანგოს რეგიონებად. მდებარეობს ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში. ფართობი შეადგენს 25 576 კმ²-ს, ხოლო 2011 წლის აღწერის მიხედვით მოსახლეობის რაოდენობაა 136 823 ადამიანი[1]. რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრია — ქალაქი რუნდუ.

რეგიონი
აღმოსავლეთი კავანგო
ინგლ. Kavango East Region
ქვეყანა ნამიბიის დროშა ნამიბია
ადმ. ცენტრი რუნდუ
შიდა დაყოფა Mashare Constituency, Mukwe Constituency, Ndiyona Constituency, Ndonga Linena Constituency, Rundu Rural East Constituency და Rundu Urban Constituency
კოორდინატები 17°59′00″ ს. გ. 20°49′00″ ა. გ. / 17.98333° ს. გ. 20.81667° ა. გ. / -17.98333; 20.81667
დაარსდა 2013
ფართობი 25 576 კმ²
ოფიციალური ენა ინგლისური ენა
მოსახლეობა 136 823 კაცი (2011)
სიმჭიდროვე 5,36 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი [[UTCUTC+1]]

გეოგრაფია

მდინარე ოკავანგო

გეოლოგიური თვალსაზრისით აღმოსავლეთი კავანგოს რეგიონი წარმოადგენს კალაჰარის პლატოს ჩრდილოეთ გაგრძელებას და მდებარეობს ზღვის დონიდან 1000 მეტრზე უფრო მეტ სიმაღლეზე. რადგანაც აქ ყოველწლიურად მოდის ნალექების მნიშვნელოვანი რაოდენობა, რეგიონი მცენარეული საფარით საგრძნობლად განსხვავდება გვალვიან ცენტრალურ და სამხრეთის რაიონებისგან. რეგიონის ტერიტორია ასევე ირწყვება მდინარე ოკავანგოს და მისი შენაკადების წყლით. ამ მდინარეზე 200 კმ-ის მანძილზე გადის სახელმწიფო საზღვარი ნამიბიასა და ანგოლას შორის. რეგიონი სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ბოტსვანას.

აღმოსავლეთი კავანგოს რეგიონის ტერიტორიაზე მდებარეობს ჰაუდომის ეროვნული პარკი და ასევე მაჰანგოს ნაკრძალი.

მოსახლეობა

რეგიონს სახელი დაერქვა აქ მცხოვრები კავანგოს ტომის ხალხის სახელის მიხედვით.

ადმინისტრაციული დაყოფა

ადმინისტრაციული თვალსაზრისით აღმოსავლეთი კავანგოს რეგიონი იყოფა 6 ოლქად[2][3]:

  • Mashare
  • Mukwe
  • Ndiyona
  • Ndonga Linena
  • Rundu Rural
  • Rundu Urban

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიუქმე დღეები საქართველოშისპეციალური:ძიება17 მაისისუვერენიტეტიარაბინარული გენდერილუდვიგ ვან ბეთჰოვენიქვეყნების სიაკატეგორია:ქართული გვარებიახალი კალედონიასაქართველოევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიბიძინა ივანიშვილიარასამთავრობო ორგანიზაციადავით IV აღმაშენებელიირაკლი კობახიძედავით ქაცარავასაქართველოს დამოუკიდებლობის დღეევროკავშირიქაშვეთის ეკლესიათამარ მეფესლოვაკეთიმეორე მსოფლიო ომირეჯეფ თაიფ ერდოღანიილია ჭავჭავაძევახტანგ I გორგასალითბილისიმერაბ კოსტავა9 აპრილის ტრაგედიასაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიზვიად გამსახურდიაინტელექტის კოეფიციენტიქართული დამწერლობაემპათიავაჟა-ფშაველაპირველი მსოფლიო ომიერეკლე IIლიბერალიზმიიოსებ სტალინი