ბეჟან I დადიანი

ტერმინს „ბეჟან“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ბეჟან.

ბეჟან I დადიანი (გ. 1728, გეგუთი) — ოდიშის მთავარი 1715-1728, გიორგი II ლიპარტიანის ძე. 1704-იდან ითვლებოდა "ლეჩხუმის ბატონად". 1714 მამა დააპატიმრა, მისი "მისანდონი" ამოხოცა და დადიანი გახდა. თავიდანვე ცდილობდა განემტკიცებინა თავისი ხელისუფლება, გაეფართოებინა ოდიშის სამთავრო, ლიხთიმერეთში პირველობა მოეპოვებინა და განედევნა ოსმალო დამპყრობლები. 1717 წელს მონაწილეობდა გურიის სამთავროში გიორგი IV გურიელის ტახტიდან ჩამოგდებასა და ქაიხოსრო III გურიელის გამთავრებში. განსაკუთრებით გაძლიერდა 1720-1721-იდან, როდესაც იმერეთში ახლად გამეფებული ალექსანდრე V-ის მეურვეობა ჩაიგდო ხელში. ახალგაზრდა მეფეს მან ცოლად შერთო თავისი ასული მარიამი და 1721-1728 ფაქტობრივად განაგებდა იმერეთის სამეფოს. ბევრჯერ მეფის მოკვლაც დააპირა, მაგრამ ვერ მოახერხა. ალექსანდრე V ცდილობდა აღეკვეთა მისი ძლიერება. არც ოსმალეთის ხელისუფალთ მოსწონდათ გაძლიერებული ვასალი, რომელსაც რუსეთის მომხრეობას აბრალებდნენ. ბეჟან I დადიანი მოკლეს ოსმალებმა გეგუთში.

ვიკიციტატა
„ႭႨႥ. აქა დადიანი ბეჟან მოკლეს თათართა.“
(შემოქმედის გულანი)

ლიტერატურა

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიუქმე დღეები საქართველოშისპეციალური:ძიება17 მაისისუვერენიტეტიარაბინარული გენდერილუდვიგ ვან ბეთჰოვენიქვეყნების სიაკატეგორია:ქართული გვარებიახალი კალედონიასაქართველოევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიბიძინა ივანიშვილიარასამთავრობო ორგანიზაციადავით IV აღმაშენებელიირაკლი კობახიძედავით ქაცარავასაქართველოს დამოუკიდებლობის დღეევროკავშირიქაშვეთის ეკლესიათამარ მეფესლოვაკეთიმეორე მსოფლიო ომირეჯეფ თაიფ ერდოღანიილია ჭავჭავაძევახტანგ I გორგასალითბილისიმერაბ კოსტავა9 აპრილის ტრაგედიასაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიზვიად გამსახურდიაინტელექტის კოეფიციენტიქართული დამწერლობაემპათიავაჟა-ფშაველაპირველი მსოფლიო ომიერეკლე IIლიბერალიზმიიოსებ სტალინი