ბოდჰნათჰი

ბოდჰნათჰი (დევანაგარი: बौद्धनाथ) (ასევე ჰქვია ბუდდჰანათჰი ან ბაუდჰანათჰი ან ქჰასა ჩაიტჲა) არის კატმანდუს ერთ-ერთი უწმინდესი ბუდისტური ადგილი, ნეპალი. მდებარეობს კატმანდუს ცენტრალურ და ჩრდილო-აღმოსავლეთ გარეუბნებიდან 11 კმ-ში. სტუპას მასიური მანდალა ნეპალის უდიდეს სფერულ სტუპად აქცევს.[1]

ბოდჰნათჰის სტუპა შეწირულობებით
ბოდჰნათჰის ტაძრის ფერადი სახურავი
ტიბეტელი ბერები, 1973

ძველი სტუპა მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესია. ბოდჰნათჰის გარშემო, ჩინეთიდან დიდი რაოდენობით ლტოლვილი მოსახლეობის გამო, 50-მდე ტიბეტური გომპაა აგებული (მონასტერი). 1979-დან ბოდჰნათჰი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია. სვაიამბჰუნათჰთან ერთად, კატმანდუში ტურისტთათვის ყველაზე პოპულარული ადგილია.

სტუპა ტიბეტიდან მომავალ ძველ სავაჭრო გზაზეა, რომლიდანაც შედის კატმანდუს ველზე. მრავალი საუკუნის განმავლობაში, ტიბეტელი ვაჭრები აქ ისვენებდნენ და ლოცვებს აღავლენდნენ. ნათქვამია, რომ სტუპაში ბრძენ კაშიაპას ნაწილებია ჩამარხული.

ისტორია

გოპალარაჯავამშავალის მიხედვით, ბუდჰნათჰი დააარსა ნეპალის მეფე შივადევამ (590–604); სხვა მატიანეები კი მეფე მანადევას (464–505) მეფობის ხნით ათარიღებენ.[2][3]

ტიბეტის იმპერატორი ტრისონგ დეცენიც (755–797) ტრადიციულად დაკავშირებულია ბოდჰნათჰის სტუპის მშენებლობასთან. ბოდჰნათჰი ჰელამბუელმა იოლმო ნგაკჩანგ საკია ზანგპომ აღადგინა.[4]

გალერეა

იხილეთ აგრეთვე

  • სვაიამბჰუნათჰი

სქოლიო

ლიტერატურა

  • The Legend of the Great Stupa and The Life Story of the Lotus Born Guru. Keith Dowman. (1973). Tibetan Nyingma Meditation Center. Dharma Books. Berkeley, California.
  • Psycho-cosmic Symbolism of the Buddhist Stūpa. Lama Anagarika Govinda. (1976) Dharma Books. Berkeley, California. ISBN 0-913546-35-6; ISBN 0-913546-36-4 (pbk).

რესურსები ინტერნეტში

არის გვერდი თემაზე:
🔥 Top keywords: მთავარი გვერდიუქმე დღეები საქართველოშისპეციალური:ძიება17 მაისისუვერენიტეტიარაბინარული გენდერილუდვიგ ვან ბეთჰოვენიქვეყნების სიაკატეგორია:ქართული გვარებიახალი კალედონიასაქართველოევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიბიძინა ივანიშვილიარასამთავრობო ორგანიზაციადავით IV აღმაშენებელიირაკლი კობახიძედავით ქაცარავასაქართველოს დამოუკიდებლობის დღეევროკავშირიქაშვეთის ეკლესიათამარ მეფესლოვაკეთიმეორე მსოფლიო ომირეჯეფ თაიფ ერდოღანიილია ჭავჭავაძევახტანგ I გორგასალითბილისიმერაბ კოსტავა9 აპრილის ტრაგედიასაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიზვიად გამსახურდიაინტელექტის კოეფიციენტიქართული დამწერლობაემპათიავაჟა-ფშაველაპირველი მსოფლიო ომიერეკლე IIლიბერალიზმიიოსებ სტალინი