ბრაუზერების ომი

ბრაუზერების ომიინტერნეტ ბრაუზერების მომხმარებლების გადაბირებისთვის გაჩაღებული მწვავე კონკურენცია.

ისტორია

პირველი გრაფიკული ინტერფეისის მქონე, ყველაზე გავრცელებული ბრაუზერი იყო NCSA Mosaic, შემდგომი დიდი დროის მანძილზე ბაზარზე მონოპოლისტი იყო Netscape Navigator. 1995 წელს კომპანიამ Microsoft გამოუშვა Windows 95, რომელშიც ჩაშენებული იყო Internet Explorer 3.0. ზუსტად ეს დრო შეიძლება ჩაითვალოს ბრაუზერების ომის დასაწყისად, რომელიც დასრულდა Netscape-ს დამარცხებით და Internet Explorer-ის ტრიუმფული გამარჯვებით, რომელიც იმ დროისთვის ბაზრის უკვე 95%-ს იკავებდა. მოგვიანებით, დაღუპვის პირას მყოფმა Netscape-მა Microsoft-ს მოულოდნელად დარტყმა მიაყენა, მისი ბრაუზერის კოდის თავისუფალი ლიცენზიით MPL (Mozilla Public License) გამოშვებით. მასზე დაფუძნებით, მაგრამ ნულიდან შექმნილი კოდით გამოვიდა ახალი ბრაუზერები Mozilla Suite და Mozilla Firefox. Mozilla Firefox-ის პოპულარობა განუწყვეტლივ მატულობს. 2005 წლიდან ბრაუზერი Opera უფასოდ ვრცელდება. ხოლო 2007 წლიდან ეპლის საფარიც უნივერსალური გახდა და უფასოდ ვრცელდება.

ბრძოლაში ბრაუზერისთვის არასტანდარტული სპეციფიკაციების დამატების პრინციპი რომ არ შემუშავებულიყო, ბრაუზერების ომი იქნებოდა კორპორაციების წმინდა კომერციული საქმე. არსებობდა JavaScript-ის უზრუნველყოფის განსხვავებული შესაძლებლობები. რეზულტატში ბევრი დოკუმენტი ოპტიმიზირებული იყო კონკრეტული ბრაუზერისათვის და საერთოდ არ მუშაობდა სხვებში. W3C იღებს ბევრ დაწვრილებით განხილულ სტანდარტებს, მაგრამ ამ სტანდარტების გათვალისწინება დამოკიდებულია ბრაუზერების შემქმნელებზე. ბოლო წლებში სტანდარტების მხარდაჭერის დონე გაიზარდა და სხვა მრავალ ბრაუზერებს შორის, მხოლოდ Internet Explorer 6.0-ს აქვს სერიოზული ნაკლი მათ მხარდაჭერაში.

პირველი ეტაპი (1995 - 1998 წლის 9 ნოემბერი)

ბრაუზერების პოპულარობის დიაგრამა

ბრაუზერებს Microsoft Internet Explorer და Netscape Navigator (Communicator)-ს შორის კონკურენცია 1900-x წლებში.

Netscape Navigator -ის საშინაო მომხმარებლებს შეეძლოთ ბრაუზერის უფასოდ ჩამოტვირთვა, მაგრამ კორპორატიული ჩამოტვირთვები ფასიანი იყო და ერთი ლიცენზია ღირდა 99 დოლარი. Microsoft-ს, Windows-ისა და Office-ის გაყიდვებიდან შემოსული თანხა, საშუალებას აძლევდა უფასოდ გაევრცელებინა IExplorer, როგორც ცალკეულ მომხმარებლებში, ასევე კორპორაციებში.

Netscape-მა ვერ შეძლო გადარჩენა და 1999 წელს ბრაუზერის ბაზარმა შეწყვიტა არსებობა - ამ დროისათვის Explorer-მა დაიკავა ბაზრის 90%.

მარკ ანდერსენისა(Marc Andreessen) და ჯიმ კლარკის (Jim Clark) კომპანიის Netscape Communications Corporation-ის განადგურების შემდეგ გამოქვეყნდა ბრაუზერის კოდი, რამაც ხელი შეუწყო პროექტების Mozilla-სა და Mozilla Firefox-ის განვითარებას.

მეორე ეტაპი (9 ნოემბერი 2004 - დღემდე)

9 ნოემბერს გამოქვეყნდა ბრაუზერ Mozilla Firefox-ის 1.0 ვერსია, რომლის პოპულარობამ დაიწყო ნელა და სტაბილურად ზრდა.

2008 წელს Firefox იკავებს მსოფლიო ბაზრის 17 %, ხოლო ევროპაში — 30 %. IE-ს წილმა თითქმის 75 %-მდე დაიწია.

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიუქმე დღეები საქართველოშისპეციალური:ძიება17 მაისისუვერენიტეტიარაბინარული გენდერილუდვიგ ვან ბეთჰოვენიქვეყნების სიაკატეგორია:ქართული გვარებიახალი კალედონიასაქართველოევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიბიძინა ივანიშვილიარასამთავრობო ორგანიზაციადავით IV აღმაშენებელიირაკლი კობახიძედავით ქაცარავასაქართველოს დამოუკიდებლობის დღეევროკავშირიქაშვეთის ეკლესიათამარ მეფესლოვაკეთიმეორე მსოფლიო ომირეჯეფ თაიფ ერდოღანიილია ჭავჭავაძევახტანგ I გორგასალითბილისიმერაბ კოსტავა9 აპრილის ტრაგედიასაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიზვიად გამსახურდიაინტელექტის კოეფიციენტიქართული დამწერლობაემპათიავაჟა-ფშაველაპირველი მსოფლიო ომიერეკლე IIლიბერალიზმიიოსებ სტალინი