ბრიჯიტ რეგანი

ბრიჯიტ კეტრინ რეგანი (ინგლ. Bridget Catherine Regan, დაბ. 3 თებერვალი 1982, სან-დიეგო, კალიფორნია) — ამერიკელი მსახიობი. 2008 წელს ბრიჯიტმა სერიალში „ლეგენდა მაძიებელზე“ (ტერი გუდკაინდის ნაწარმოებების ციკლ „ჭეშმარიტების მახვილის“ მოტივებზე) შეასრულა კალან ამნელის როლი, რამაც მას სახელი გაუთქვა.

ბრიჯიტ რეგანი

ბრიჯიტ რეგანი კალან ამნელის როლში
დაბადების სახელი ბრიჯიტ კეტრინ რეგანი
დაბადების თარიღი 3 თებერვალი, 1982
სან-დიეგო, კალიფორნია
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1999-დღემდე

ბიოგრაფია

ბრიჯიტ კეტრინ რეგანი დაიბადა 1982 წლის 3 თებერვალს სან დიეგოს ოლქის ქალაქ კალსბადში (შტატი კალიფორნია). ჩრდილოეთ კაროლინის ხელოვნების სკოლის (ინგლ. University of North Carolina School of the Arts) დამთავრების შემდეგ ბრიჯიტმა გადაწყვიტა სამსახიობო კარიერის დაწყება და საცხოვრებლად ნიუ-იორკში გადავიდა. ფილმში ბრიჯიტი პირველად გამოჩნდა 2006 წელს.

2009 წელს ბრიჯიტმა პროდიუსირება გარისკა — „Camp Wanatachi“, მიუზიკლი, რომლის პრემიერაც ნიუ-იორკის თეატრ „La MaMa ETC“-ში (ინგლ. La MaMa Experimental Theatre Club) შესდგა 2011 წლის იანვარში.

პირადი ცხოვრება

2010 წლის 28 დეკემბერს ბრიჯიტს შეეძინა ქალიშვილი, ფრენკი ჯინი (ინგლ. Frankie Jean), რითიც აიხსნება მისი „შემოქმედებითი პაუზა“.

თეატრი

წელიდასახელებაორიგინალური დასახელებაროლიპრემიერის ადგილი
12 ოქტომბერი — 14 ნოემბერი, 1999 წელიახალგაზრდობის ნორჩი ჩიტიSweet Bird of YouthLa Jolla Playhouse
21 მარტი 2005 წელიბავშვები და ხელოვნებაChildren and Artბროდვეი
20 სექტემბერი — 23 ოქტომბერი 2005 წელიშოტლანდიური თამაშიThe Scottish PlayEdenLa Jolla Playhouse
9 დეკემბერი 2007 წელი — 9 მარტი 2008 წელიის მკვდარია?Is He Dead?Cecile Lerouxბროდვეი
21 იანვარი 2008 წელიჟენევაGenevaBegonia BrownThe Players

ფილმოგრაფია

წელიდასახელებაორიგინალური დასახელებაროლი
2006საქორწილო ალბომიThe Wedding Albumქეითი
2006Love MonkeyLove Monkeyქალი
2006დაბრმავებულებიBlindersვივიანი
2006-2007კანონი და წესრიგი: კრიმინალური განზრახვაLaw & Order: Criminal Intentაგენტი კლაუდია შენკლი
2007უზენაესი არშიყობაSupreme Courtshipsჰოლი
2007ამერიკული გამოცდილებაAmerican Experienceანჯელიკა შიპენი
2007ექვსი საფეხურიSix Degreesდიანა ფოსი
2007ძიძებიThe Babysittersტინა თაჩმენი
2007The Black DonnellysThe Black Donnellysტრიშ ჰიუგოსი
2008სექსი დიდ ქალაქშიSex and the Cityოფიციანტი
2008ახალი ამსტერდამიNew Amsterdamდაფნა ტაკერი
2008-2010ლეგენდა მაძიებელზეLegend of the Seekerკალან ამნელი
2010საუკეთესო და ყველაზე ნათელიThe Best and the Brightestრობინი
2011NCIS: Los AngelesNCIS: Los Angelesელიზაბეტ სმიტი
2012დამალვაHideანაბელ გრეინჯერი

ჯილდოები და ნომინაციები

წელიშედეგიჯილდოკატეგორიაფილმი თუ სერიალი
2010ნომინანტიMashable Awards

რესურსები ინტერნეტში

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა