გალათას ძველი კოშკი

კოშკი

გალათას ძველი კოშკი (ბერძ. Megalos Pyrgos; სიტყვასიტყვით დიდი კოშკი) — კოშკი, რომელიც კონსტანტინოპოლში, ოქროს რქის ჩრდილოეთით იდგა, გალათას ციტადელში. კოშკი, დიდი ჯაჭვის ჩრდილოეთ ნაწილს აკონტროლებდა, რომელიც ოქროს რქაში შესასვლელს კეტავდა, რათა მტრების ხომალდებს ნავსადგურში არ შეაღწიათ. კოშკი შეიცავდა ჯაჭვის აწევის და დაშვების მექანიზმს.[1]

ბიზანტიური ეპოქის დროის დიდი ჯაჭვის ფრაგმენტი, რომელიც 1453 წელს კონსტანტინოპოლის დაცემის დროს ოქროს რქის შესასვლელს კეტავდა, სტამბოლის არქეოლოგიურ მუზეუმში.

კოშკი, მეტწილად ლათინურ ჯვაროსანთა მიერ კონსტანტინოპოლის ალყის დროს განადგურდა, რომელიც მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობის ნაწილი იყო.

ძველი კოშკი არ უნდა აგვერიოს დღევანდელ გალათას კოშკთან, რომელიც ჯერ კიდევ დგას. დღევანდელი კოშკი 1348 წელს, გენუელთა მიერ აშენებულია და განსხვავებულ ადგილასაა განლაგებული, კერძოდ, გალათას ციტადელის ჩრდილოეთით, მის უმაღლეს წერტილში.

გენუელებმა ახალ კოშკს Christea Turris (ქრისტეს კოშკი) უწოდეს. თუმცა, ბიზანტიელებმა ახალ კოშკსაც Megalos Pyrgos (დიდი კოშკი) ეძახდნენ.[2]

იხილეთ აგრეთვე

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიუქმე დღეები საქართველოშისპეციალური:ძიება17 მაისისუვერენიტეტიარაბინარული გენდერილუდვიგ ვან ბეთჰოვენიქვეყნების სიაკატეგორია:ქართული გვარებიახალი კალედონიასაქართველოევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიბიძინა ივანიშვილიარასამთავრობო ორგანიზაციადავით IV აღმაშენებელიირაკლი კობახიძედავით ქაცარავასაქართველოს დამოუკიდებლობის დღეევროკავშირიქაშვეთის ეკლესიათამარ მეფესლოვაკეთიმეორე მსოფლიო ომირეჯეფ თაიფ ერდოღანიილია ჭავჭავაძევახტანგ I გორგასალითბილისიმერაბ კოსტავა9 აპრილის ტრაგედიასაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიზვიად გამსახურდიაინტელექტის კოეფიციენტიქართული დამწერლობაემპათიავაჟა-ფშაველაპირველი მსოფლიო ომიერეკლე IIლიბერალიზმიიოსებ სტალინი