გიორგი გოცირიძე (არქიტექტორი)

ტერმინს „გიორგი გოცირიძე“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ გიორგი გოცირიძე.

გიორგი გიორგის ძე გოცირიძე (დ. 14 ნოემბერი, 1910, თბილისი — გ. 1 მაისი, 1977, მოსკოვი; დაკრძალულია ტროეკუროვის სასაფლაოზე) — ქართველი არქიტექტორი, საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1950, 1951); გვარდიის პოდპოლკოვნიკი, საბჭოთა კავშირის გმირი (23 ოქტომბერი, 1943).

დაამთავრა თბილისის საინჟინრო–სამშენებლო ინსტიტუტი 1934 წელს და მოსკოვის კომუნალური მეურნეობის აკადემია 1938 წელს. მუშაობდა მოსკოვში. მეორე მსოფლიო ომის დროს იბრძოდა საბჭოთა არმიის რიგებში სტალინგრადთან, მდ. დონთან. მეთაურობდა საინჟინრო ბატალიონს. დნეპრის გადალახვის დროს გამოჩენილი მამაცობისთვის მიენიჭა საბჭოთა კავშირის გმირი წოდება. 1945 წელს თადარიგში გავიდა გვარდიის პოდპოლკოვნიკის წოდებით. ომის შემდეგ ცხოვრობდა და მოღვაწეობდა მოსკოვში. 1968 წლიდან იყო მოსკოვის ოლქის მთავარი არქიტექტორი. ძირითადი ნამუშევრებია: ცენტრალური აეროჰიდროდინამიკის ინსტიტუტი კომპლექსი, აკად. ა. ტუპოლევის ექსპერიმენტული ბაზა (1951, 1953), მოსკოვის ოლქის რაიონული დაგეგმარების პროექტი (1973), მოსკოვის საგარეუბნო ზონის დაგეგმარების პროექტი (1976).

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიუქმე დღეები საქართველოშისპეციალური:ძიება17 მაისისუვერენიტეტიარაბინარული გენდერილუდვიგ ვან ბეთჰოვენიქვეყნების სიაკატეგორია:ქართული გვარებიახალი კალედონიასაქართველოევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიბიძინა ივანიშვილიარასამთავრობო ორგანიზაციადავით IV აღმაშენებელიირაკლი კობახიძედავით ქაცარავასაქართველოს დამოუკიდებლობის დღეევროკავშირიქაშვეთის ეკლესიათამარ მეფესლოვაკეთიმეორე მსოფლიო ომირეჯეფ თაიფ ერდოღანიილია ჭავჭავაძევახტანგ I გორგასალითბილისიმერაბ კოსტავა9 აპრილის ტრაგედიასაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიზვიად გამსახურდიაინტელექტის კოეფიციენტიქართული დამწერლობაემპათიავაჟა-ფშაველაპირველი მსოფლიო ომიერეკლე IIლიბერალიზმიიოსებ სტალინი