დავათი

დავათისოფელი საქართველოში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, ლაფანაანთკარის ადმინისტრაციულ ერთეულში.

სოფელი
დავათი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე მცხეთა-მთიანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი დუშეთის მუნიციპალიტეტი
თემი ლაფანაანთკარი
კოორდინატები 41°59′29″ ჩ. გ. 44°49′14″ ა. გ. / 41.99139° ჩ. გ. 44.82056° ა. გ. / 41.99139; 44.82056
ცენტრის სიმაღლე 1120
მოსახლეობა 157[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
დავათი — საქართველო
დავათი
დავათი — მცხეთა-მთიანეთის მხარე
დავათი
დავათი — დუშეთის მუნიციპალიტეტი
დავათი

მდებარეობს ქართლის ქედის დასავლეთ კალთაზე. ზღვის დონიდან 1120 მეტრზე, დუშეთიდან 24 კილომეტრში.

ისტორია

დავათი საქართველოს ერთ-ერთი უძველესი სოფელია. VII-XI საუკუნეებში კახეთ-კუხეთის, ხოლო XV-XVIII საუკუნეებში კახეთის სამეფოს სასაზღვრო ზონაში შედიოდა. XI საუკუნეში კახთა ქორეპისკოპოსის კუთვნილება იყო.

სოფელი „დაოთის“ სახელწოდებით პირველად მოხსენიებულია 1170 წლის გიორგი III-ის მიერ განახლებულ სიგელში, რომელიც ადრე გაუცია კახთა მეფე კვირიკეს. თამარ მეფის ერთ-ერთი სიგელის თანახმად, კახმა მეფე კვირიკეს მოძღვარს, ბასილ ტოხაისძეს, სოფელი შიომღვიმის მონასტრისათვის შეუწირავს. ეს შეწირულობა მონასტრისთვის საქართველოს მეფეებს კახეთის შემოერთების შემდეგაც არ მოუშლიათ. თამარ მეფისა და ლაშა გიორგის დროსაც, შიომღვიმის აყვავების ყანაში, სოფელი თავისი ყმა-მამულებითა და განვითარებული მეურნეობიანად მონასტერს ეკუთვნოდა. საქართველოს ერთიანი სამეფოს დაშლის შემდეგ სოფელი დავალთის სახელწოდებით კახთა სამეფოს შემადგენლობაში იყო. XV-XVI საუკუნეებში, შიომღვიმის დაკნინების პერიოდში, შესუსტდა დავათის უფლებებიც ყმა-მამულებზე და კახეთის სამეფო ხელისუფლებამ იგი მცხეთის საკათალიკოსოს გადასცა. XVII საუკუნეში, არაგვის ერისთავთა გაძლიერების დროს, სოფელი მათ ემორჩულებოდა, ხოლო XVIII საუკუნის II ნახევარში, არაგვის საერისთავოს მოშლის შემდეგ, ისევ ქართლ-კახეთის სამეფო ხელისუფლებას დაემორჩილა.

გარეშე მტერთა გამუდმებული თარეშის შემდეგ, XVII-XVIII საუკუნეებში, დავათის მეურნეობა დაკნინდა, ამასთან ერთად სოფლის მოსახლეობამაც იკლო. სოფელს მხოლოდ ოდიშელიძენი შემორჩნენ, რის გამოც მას დროებით ოდიშელიძე დაერქვა. გადმოცემის მიხედვით, სოფლის ძველი სახელწოდების აღდგენა მეფე ერეკლე II-ის სახელთანაა დაკავშირებული.

XIX-XX საუკუნეებში დავათის მოსახლეობამ იმატა, ძირითადად ფშაველთა მიგრაციის ხარჯზე. მათი ჩამოსახლების შემდეგ დავათში დაარსდა სალოცავი ‒ ლაშარის ჯვრის ნიში.

არქიტექტურა

ღვთისმშობლის ეკლესია

სოფლის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი დავათის ღვთისმშობლის ეკლესია. მის ტერიტორიაზე 1985 წელს არქეოლოგიური გათხრებმა (რამინ რამიშვილი) გამოავლინა რამდენიმე სტელა, რომელთაგან ერთ-ერთზე გამოსახული იყო ქართული ანბანის ადრეული ნიმუში.

დემოგრაფია

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 157 ადამიანი.

აღწერის წელიმოსახლეობამამაკაციქალი
2002[2]212102110
2014[1]157 7978

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიუქმე დღეები საქართველოშისპეციალური:ძიება17 მაისისუვერენიტეტიარაბინარული გენდერილუდვიგ ვან ბეთჰოვენიქვეყნების სიაკატეგორია:ქართული გვარებიახალი კალედონიასაქართველოევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიბიძინა ივანიშვილიარასამთავრობო ორგანიზაციადავით IV აღმაშენებელიირაკლი კობახიძედავით ქაცარავასაქართველოს დამოუკიდებლობის დღეევროკავშირიქაშვეთის ეკლესიათამარ მეფესლოვაკეთიმეორე მსოფლიო ომირეჯეფ თაიფ ერდოღანიილია ჭავჭავაძევახტანგ I გორგასალითბილისიმერაბ კოსტავა9 აპრილის ტრაგედიასაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიზვიად გამსახურდიაინტელექტის კოეფიციენტიქართული დამწერლობაემპათიავაჟა-ფშაველაპირველი მსოფლიო ომიერეკლე IIლიბერალიზმიიოსებ სტალინი