დოპოუქითი
დოპოუქითი — სოფელი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში (აძუბჟის თემი), სამურზაყანოს დაბლობზე, მდინარე კოდორის მარცხენა ნაპირას. ზღვის დონიდან 50 მ, ოჩამჩირიდან 34 კმ. 2008 წლიდან ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ.[1]
ისტორია
თავდაპირველა მას ერქვა ამავე სახელწოების ძველი ფორმა – დოპუაქითი. სახელწოდებები (დოპუაქითი // დოპოუქითი) აფხაზურია და ქართული გვარის, დოპუების სოფელს ნიშნავს. პირველად ფიქსირდება XIX საუკუნის 30-იან წლებში (ალექსანდერ ნორდმანი), დატანილია სამეგრელოს 1861 წლის რუკაზე. 1886 წელს შეიოდა აძუბჟის (დღევანდელი აძიუბჟა) თემში.[2] საქართველოს სსრ-ის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის თანახმად, თავიდან ეწოდებოდა დოპუაქითა ან დოპუაქითი.[3] 1967 წლის 14 ივნისს ამოქმედდა ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა „აფხაზეთის ასსრ ზოგიერთი დასახლებული პუნქტის სახელწოდების ტრანსკრიფციის შესახებ“. მათ შორის შედიოდა დასახლება დოპუაქითი, რომელსაც ეწოდა დოპოუქითი.[3][4] 1969 და 1977 წლების დაყოფაში ფიქსირდება დოპოუქითა. 1975 და 1987 წლებში — დოპოუქითი.[3]
ლიტერატურა
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 484-485.