ელის ივი

ელის სოფია ივი (ინგლ. Alice Sophia Eve; დ. 6 თებერვალი, 1982) — ბრიტანელი მსახიობი.

ელის ივი

ივი 2012 წელს, ფილმ „ადამიანები შავებში 3“-ის პრემიერაზე
დაბადების სახელი ელის სოფია ივი
დაბადების თარიღი 6 თებერვალი, 1982 (1982-02-06) (42 წლის)
ლონდონი, ინგლისი
რეზიდენცია ლონდონი, ლოს-ანჯელესი
ეროვნება ბრიტანელი
მოქალაქეობა დიდი ბრიტანეთის დროშა დიდი ბრიტანეთი
აშშ-ის დროშა აშშ
ალმა-მატერი ოქსფორდის უნივერსიტეტი
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 2004-დღემდე
მშობლები მამა: ტრევორ ივი
დედა: შერონ მაუგანი

ადრინდელი ცხოვრება

ბრიტანელი მსახიობი დაიბადა 1982 წლის 6 თებერვალს, ლონდონში. არის მსახიობების ტრევორ ივისა და შერონ მაუგანის ქალიშვილი. ჰყავს ორი უმცროსი ძმა[1]. ეთნიკური წარმომავლობით[2][3] არის ინგლისელი, ირანელი და ვალიელი. სწავლობდა „ბედელესის სკოლა“-ში[4], შემდეგ კი სწავლა ლონდონში, „ვესტმინსტერის სკოლა“-ში განაგრძო.

იგი ბევერლი-ჰილზში, „Playhouse“-ში მსახიობობას დაეუფლა. ინგლისური ლიტერატურა კი კატერინას კოლეჯში, ოქსფორდში ისწავლა. ოქსფორდში სწავლის დროს, მონაწილეობას იღებდა სპექტკალებში, მათ შორისაა: „The Importance of Being Earnest“, „Animal Crackers“, და „Scenes from an Execution“.

კარიერა

ივი 2011 წლის ნოემბერს

ივის მონაწილეობა აქვს მიღებული ისეთ სატელევიზიო დრამებში, როგორიცაა: BBC-ს „The Rotters' Club“, „Agatha Christie's Poirot“, და „ჰოკინგი“[5]. 2004 წელს გადაიღეს რომანტიკულ დრამატულ ფილმ „გალამაზება“-ში.

2006 წელს გადაიღეს ორ კომედიაში: „Starter for 10“-ში და „დიდი არაფერი“-ში (რომელშიც ივიმ და ინგლისელმა მსახიობმა სიმონ პეგმა, ინგლისური აქცენტი მიიღეს.)[6] მან 2006 წელს, დრამატულ მინისერიალში–„Losing Gemma“-ს, ერთ-ერთ ეპიზოდში ითამაშა.[7]

2006 წელს მან Royal Court-ის[8] თეატრში, ახალგაზრდა ესმას/ელისის როლი რეჟისორის ტომ სტოპარდის ახალ სპექტაკლში, „Rock 'n' Roll“-ში ითამაშა. ამ პერფომანსისთვის იგი „Whatsonstage Choice Awards“-ზე ნომინირდა[9].

2009 წელს მან ჩიჩესტერის თეატრის ფესტივალზე.[10], XVII საუკუნის ფრანგი დრამატურგის საირანო დე ბერგერაცის სპექტაკლში როქსენი ითამაშა.

2010 წელს, ივიმ ქალის მთავარი როლი ამერიკულ რომანტიკულ კომედიურ ფილმ „შენთვის ძალიან მაგარი“-ში ითამაშა. სადაც, მისმა მშობლებმა მსახიობის მშობლების როლი ითამაშეს. მან 2010 წლის ამერიკულ კომედიურ ფილმში-„სექსი დიდ ქალაქში 2“-ში[11], ჩარლოტას ირლანდიელი ძიძის-ერინის როლით მიიღო მონაწილეობა.

2011 წელს, მსახიობმა HBO-ს კომედიურ დრამატულ სატელევიზიო სერიალ „სიმპატიურები/ანტურაჟი“-ში სოფიას, ჟურნალისტის როლი ითამაშა. ამავე წელს მან ჰოლივუდის მსახიობის-ლარა ტაილერის როლით რომანტიკულ კომედიაში „ხაფანგი პატარძლისათვის“-ში მიიღო მონაწილეობა. 2013 წლის სამეცნიერო ფილმ „ვარსკვლავური გზა:სიბნელეში“ დოქტორი ქეროლ მარკუსის შესრულებული როლით მან საზოგადოებაში დიდი ცნობადობა მოიპოვა.[12]

2012 წელს მან აგენტი O ამერიკულ კომედიაში „ადამიანები შავებში 3“-ში ითამაშა. ფილმის ძველ ვერსიაში, ეს როლი ბრიტანელმა მსახიობმა ემა ტომპსონმა ითამაშა.

ივი გადაღებულია რამდენიმე მუსიკალურ ვიდეოში, მათ შორისაა პოლ მაკ-კარტნის „Queenie Eye“ (2013) და ბრიტანული პოპ როკული ბენდ „Push Baby“-ის მუსიკალური ვიდეო „Hotel Ceiling“-ი (2015).

2013 წელს იგი კრის ევანზთან ერთად გადაიღეს რომანტიკულ დრამაში „სანამ დავცილდებით“-ში. 2014 წელს, მონაწილეობა მიიღო ჰოლივუდის ფილმ „ღამე მუზეუმში:აკლდამის საიდუმლო“-ში. ხოლო, 2016 წელს გადაიღეს ამერიკულ ტრილერში, „კრიმინალი“-ში. 2016 წელს გამოჩნდა სატელევიზიო სერიალების, „შავი სარკის“[13] და „anthology series“-ის ერთ-ერთ ეპიზოდში. 2017 წლის დეკემბერს, ივიმ ნეთფლიქსის სატელევიზიო სერიალ „რკინის მუშტი“-ში მერი ვოლკერის[14]როლის შესრულება დაიწყო.

პირადი ცხოვრება

ივის დიდი ხნის სასიყვარულო ურთიერთობა პოეტთან, ადამ ო' რიორდანთან ჰქონდა, წყვილი ერთმანეთს მაშინ შეხვდნენ, როდესაც ივი ოქსფორდში[15][16] ინგლისულ ლიტერატურას სწავლობდა, ისინი 2012 წელს დაშორდნენ.[15][16][17] 2014 წლის 14 აგვისტოს ივიმ დაანონსა რომ მას ურთიერთობა ფინანსერთან ალექს სმიტთან ჰქონდა, წყვილი ერთამენთს პირველად „ვესტმინსტერის სკოლაში“, ლონდონში შეხვდნენ. ისინი 2014 წლის 31 დეკემბერს დაქორწინდნენ.[18][19] მათი ურთიერთობა 2017 წელს, განქორწინებით დამთავრდა[20]. ივი ამერიკის მოქალაქე 2017 წლის 16 ნოემბერს გახდა.[21]

მსახიობს თვალის ფერადი გარსის სხვადასხვა უბნების არაერთგვაროვანი შეფერილობა-ჰეტეროქრომიის დაავადება აქვს. მარცხენა თვალი ლურჯი აქვს, ხოლო მარჯვენა მწვანე.[22][23]

ცხოვრობს ლონდონში და ლოს-ანჯელესში.[24]

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა