ერნსტ რუდოლფ ფონ ტრაუტფეტერი

ერნსტ რუდოლფ ფონ ტრაუტფეტერი (გერმ. Ernst Rudolf von Trautvetter; დ. 20 თებერვალი, 1809, მიტავა, ახლანდ. ელგავა — გ. 24 იანვარი, 1889, სანქტ-პეტერბურგი) — რუსეთში მოღვაწე გერმანელი ბოტანიკოსი. საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა დოქტორი (1839). პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1837). დაიბადა თავადაზნაურთა ოჯახში. 1831 წელს ოქროს მედლითა და ბოტანიკის კანდიდატის ხარისხით დაამთავრა დერპტის (დღ. ტარტუს) უნივერსიტეტი. 1833 წელს დაიცვა დისერტაცია და ლექციების წაკითხვის უფლება მიიღო კენიგსბერგის უნივერსიტეტში როგორც პრივატ-დოცენტმა. 1835 მიიღო ფილოსოფიის დოქტრორის ხარისხი. იყო წმინდა ვლადიმერის უნივერსიტეტის ბოტანიკის კათედრის ორდინარული პროფესორი (1838–1850), ფილოსოფიის ფაკულტეტის ფიზიკა-მათემატიკის განყოფილების დეკანი (1841–1842, 1843–1847), რექტორი (1847–1859), უნივერსიტეტის ბოტანიკური ბაღის დამაარსებელი და პირველი დირექტორი (1841–1852). გარდაიცვალა პეტერბურგში, დაკრძალულია იქვე.[2]

ერნსტ რუდოლფ ფონ ტრაუტფეტერი
დაბ. თარიღი 20 თებერვალი, 1809(1809-02-20)
დაბ. ადგილი ელგავა
გარდ. თარიღი 24 იანვარი, 1889(1889-01-24) (79 წლის)
გარდ. ადგილი სანქტ-პეტერბურგი
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
საქმიანობა ბოტანიკოსი[1] და პტერიდოლოგისტი
მუშაობის ადგილი დერპტის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი დერპტის უნივერსიტეტი
მამა იაჰან ერნსტ კრისტიან ტრაუტფეტერი
ჯილდოები ბაერის მედალი
ხელმოწერა

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიუქმე დღეები საქართველოშისპეციალური:ძიება17 მაისისუვერენიტეტიარაბინარული გენდერილუდვიგ ვან ბეთჰოვენიქვეყნების სიაკატეგორია:ქართული გვარებიახალი კალედონიასაქართველოევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიბიძინა ივანიშვილიარასამთავრობო ორგანიზაციადავით IV აღმაშენებელიირაკლი კობახიძედავით ქაცარავასაქართველოს დამოუკიდებლობის დღეევროკავშირიქაშვეთის ეკლესიათამარ მეფესლოვაკეთიმეორე მსოფლიო ომირეჯეფ თაიფ ერდოღანიილია ჭავჭავაძევახტანგ I გორგასალითბილისიმერაბ კოსტავა9 აპრილის ტრაგედიასაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიზვიად გამსახურდიაინტელექტის კოეფიციენტიქართული დამწერლობაემპათიავაჟა-ფშაველაპირველი მსოფლიო ომიერეკლე IIლიბერალიზმიიოსებ სტალინი