ეფემია პომერანიელი

ეფემია პომერანიელი (გერმ. Euphemia von Pommern, დან. Eufemia af Pommern; დ. 1285 — გ. 26 ივლისი, 1330) — დანიის დედოფალი 1320-26 და 1329-30 წლებში როგორც კრისტოფერ II-ის მეუღლე. იგი იყო პომერანიის ჰერცოგ ბოგისლავ IV-ისა და მისი მეორე ცოლის, მარგარეტ რიუგენელის ასული.

ეფემია პომერანიელი
დანიის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 1320
მმართ. დასასრული: 1330
წინამორბედი: ინგებორგ შვედი
მემკვიდრე: ჰელვიგ შლეზვიგელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1285
გარდ. თარიღი: 26 ივლისი, 1330
მეუღლე: კრისტოფერ II, დანიის მეფე
შვილები: მარგრეტე, ბრანდენბურგის მარკგრაფინია
ერიკი, მამის თანამმართველი
ოტო, ესტონეთის ჰერცოგი
ვალდემარ IV, დანიის მეფე
მამა: ბოგისლავ IV, პომერანიის ჰერცოგი
დედა: მარგარეტ რიუგენელი
რელიგია: კათოლიციზმი

ეფემია კრისტოფერს ცოლად 1300 წელს გაჰყვა. ეს იყო წმინდა წყლის პოლიტიკური ქორწინება, რათა კრისტოფერს მიეღო მხარდაჭერა ეფემიას მშობლებისა და ზოგადად ჩრდილო გერმანიისაგან. დედოფალ ეფემიას შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი.

ეფემიასა და კრისტოფერს ექვსი საერთო შვილი ჰყავდათ:

  1. მარგრეტე (1305-1340), ცოლად გაჰყვა ბრანდენბურგის მარკგრაფსა და ბავარიის ჰერცოგ ლუდვიგ V-ს, თუმცა შვილები არ ჰყოლია;
  2. ერიკი (1307-1331), მამის თანამმართველი 1321-26 და 1329-31 წლებში. ცოლად შეირთო ელიზაბეთ ჰოლშტაინ-რენდსბურგელი, მაგრამ შვილები არ ჰყოლია;
  3. ოტო (1310-1347), ლოლანისა და ესტონეთის ჰერცოგი, გარდაიცვალა დაუოჯახებელი;
  4. აგნესი (1312), დაიღუპა ჩვილი;
  5. ჰეილვიგი (1315), დაიღუპა ჩვილი;
  6. ვალდემარ IV (1320-1375), დანიის ბოლო მეფე ესტრიდსენთა დინასტიიდან 1332-75 წლებში, ცოლად შეირთო ჰელვიგ შლეზვიგელი, რომელთანაც შეეძინა დანიის, ნორვეგიისა და შვედეთის გამაერთიანებელი დედოფალი მარგრეტე I;

იგი დაკრძალულია სორის სააბატოში.

ლიტერატურა

  • Alf Henrikson: Dansk historia (Danish history) (1989)
  • Sven Rosborn : När hände vad i Nordens historia (When did what happen in the historiy of the Nordic countries) (1997)
  • Ralf-Gunnar Werlich: Dynastie und Genealogie – Stammbäume der Greifen. In: Melanie Ehler, Matthias Müller (Hrsg.): Unter fürstlichem Regiment. Barth als Residenz der pommerschen Herzöge. Berlin 2005
🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა