ექინ ქოჩი

თურქი მსახიობი

ექინ ქოჩი (თურქ. Ekin Koç; დ. 21 ივნისი 1992, ანტალია) — თურქი მსახიობი. სერიალ დიდებული საუკუნე: ქიოსემის ერთ-ერთი ვარსკვლავი.

ექინ ქოჩი
Ekin Koç
დაბადების თარიღი 21 ივნისი, 1992 (1992-06-21) (31 წლის)
ანტალია, თურქეთი
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 2013 – დღემდე
სიმაღლე 180 სმ

ექინი 1992 წელს, ანტალიაში დაიბადა. საშუალო განათლების მიღების შემდეგ, იგი ანტალიის ათილა ქონუქის სახელობის ლიცეუმში სწავლობდა. ლიცეუმის დამთავრების შემდეგ, ექინი სტამბოლში ჩავიდა, სადაც ბილგის უნივერსიტეტში სოციოლოგიის ფაკულტეტზე ჩააბარა. პარალელურად, ექინმა სამსახიობო კურსები გაიარა სტამბოლის ხელოვნების აკადემიაში.

მალევე, ექინ ქოჩმა საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ მსახიობი უნდა გამხდარიყო. მისი დებიუტი 2013 წელს შედგა სერიალში „Sana Bir Sır Vereceğim“ („მე გეტყვით საიდუმლოს“).[1] 2015 წელს ექინმა ითამაშა ფილმში „ყველაფერი, რაც შენგან დამრჩა“ და იქ ოზგურის როლი შეასრულა. ამის შემდეგ, იგი მიიწვიეს ისტორიულ სერიალ დიდებული საუკუნის გაგრძელებაში, სადაც მან სულთან აჰმედ I-ის როლი შეასრულა.[2] ამ სერიალმა მსახიობს განსაკუთრებული წარმატება და აღიარება მოუტანა. 2016 წელს ექინმა ითამაშა ყურბან საიდის რომანის მიხედვით გადაღებულ ფილმში „ალი და ნინო“ და მეჰმედის როლი შეასრულა.[3][4]

ფილმოგრაფია

ფილმი
წელისათაურიროლიშენიშვნა
2016ალი და ნინომეჰმედი
2015ყველაფერი რაც შენგან დამრჩაოზგური
სერიალი
წელისათაურიროლისერიები
2015–2016დიდებული საუკუნე: ქიოსემიაჰმედ I, ოსმალეთის იმპერიის მე-14 სულთანი25
2014მე მქვია გულთეფისეიფი იაშარი8
2013–2014მე გეტყვით საიდუმლოსქივანჩ გუნდოღდუ29

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიუქმე დღეები საქართველოშისპეციალური:ძიება17 მაისისუვერენიტეტიარაბინარული გენდერილუდვიგ ვან ბეთჰოვენიქვეყნების სიაკატეგორია:ქართული გვარებიახალი კალედონიასაქართველოევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიბიძინა ივანიშვილიარასამთავრობო ორგანიზაციადავით IV აღმაშენებელიირაკლი კობახიძედავით ქაცარავასაქართველოს დამოუკიდებლობის დღეევროკავშირიქაშვეთის ეკლესიათამარ მეფესლოვაკეთიმეორე მსოფლიო ომირეჯეფ თაიფ ერდოღანიილია ჭავჭავაძევახტანგ I გორგასალითბილისიმერაბ კოსტავა9 აპრილის ტრაგედიასაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიზვიად გამსახურდიაინტელექტის კოეფიციენტიქართული დამწერლობაემპათიავაჟა-ფშაველაპირველი მსოფლიო ომიერეკლე IIლიბერალიზმიიოსებ სტალინი