ზემო აჩაბეთი

ზემო აჩაბეთი[2][3]სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის მხარის ქურთის მუნიციპალიტეტში, ქურთის თემში.

სოფელი
ზემო აჩაბეთი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
სპეციალური ერთეული სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული
მუნიციპალიტეტი ქურთის მუნიციპალიტეტი
თემი ქურთა
კოორდინატები 42°16′31″ ჩ. გ. 43°57′29″ ა. გ. / 42.27528° ჩ. გ. 43.95806° ა. გ. / 42.27528; 43.95806
ცენტრის სიმაღლე 1060
მოსახლეობა 860[1] კაცი (2002)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები (95%)
ზემო აჩაბეთი — საქართველო
ზემო აჩაბეთი
ზემო აჩაბეთი — სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული
ზემო აჩაბეთი
ზემო აჩაბეთი — ქურთის მუნიციპალიტეტი
ზემო აჩაბეთი

გეოგრაფია

მდებარეობს მდინარე დიდი ლიახვის მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან 1060 მეტრი, ცხინვალიდან 4 კილომეტრი.[4]

ისტორია

1469 წლიდან სოფელ აჩაბეთში (დღევანდელი ზემო და ქვემო აჩაბეთი) იხსენიება მაჩაბლების რეზიდენცია, რომლებიც მეფის მოურავები იყვნენ და თითქმის მთელ ლიახვის ხეობას განაგებდნენ.[5]

1922 წელს შევიდა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის შემადგენლობაში[6] და 1991 წლამდე შედიოდა ცხინვალის რაიონში, 2006 წლის 6 დეკემბრამდეგორის რაიონში. ქართულ-ოსური კონფლიქტის დაწყების შემდეგ, 1992–2008 წლებში აკონტროლებდა ქართული მხარე.

2008 წლიდან ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ.[7] ზემო და ქვემო აჩაბეთი, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ნასოფლარად იქცა. აჩაბეთი ჯერ დაიბომბა, შემდეგ ცეცხლში ჩაიწვა, ბოლოს კი, როგორც თვითმხილველები ყვებიან, სპეციალური ტექნიკით მთლიანად დაანგრიეს და მიწასთან გაასწორეს.[8]

დემოგრაფია

აღწერის წელიმოსახლეობაკაციქალიეროვნება
1907[9]250ქართველები
1911[10] 248ქართველები
1926[11] 283ქართველები (100%)
1989[12] 601ქართველები (565; 94%)
ოსები (36; 6%)
2002[1] 860436424ქართველები (95%)

ღირსშესანიშნაობები

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებიდან აღსანიშნავია აჩაბეთის ციხე, წმინდა ესტატესა და წმინდა კვირიკეს ეკლესიები; ევსტათის ეკლესიიდან ერთ კილომეტრზე, თირის მონასტრისაკენ, გორაკზე, მდებარეობს აბოს წმინდა გიორგის სახელობის ძველი საყდრის ნანგრევები.[5]

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიუქმე დღეები საქართველოშისპეციალური:ძიება17 მაისისუვერენიტეტიარაბინარული გენდერილუდვიგ ვან ბეთჰოვენიქვეყნების სიაკატეგორია:ქართული გვარებიახალი კალედონიასაქართველოევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიბიძინა ივანიშვილიარასამთავრობო ორგანიზაციადავით IV აღმაშენებელიირაკლი კობახიძედავით ქაცარავასაქართველოს დამოუკიდებლობის დღეევროკავშირიქაშვეთის ეკლესიათამარ მეფესლოვაკეთიმეორე მსოფლიო ომირეჯეფ თაიფ ერდოღანიილია ჭავჭავაძევახტანგ I გორგასალითბილისიმერაბ კოსტავა9 აპრილის ტრაგედიასაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიზვიად გამსახურდიაინტელექტის კოეფიციენტიქართული დამწერლობაემპათიავაჟა-ფშაველაპირველი მსოფლიო ომიერეკლე IIლიბერალიზმიიოსებ სტალინი