ზემო ყარაბულაღის ეკლესია

X-XI საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი საქართველოში, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ზე
(გადამისამართდა გვერდიდან ზემო ყარაბულახის ეკლესია)

ზემო ყარაბულაღის ეკლესია — X–XI საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი საქართველოში, ქვემო ქართლის მხარეში, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ყარაბულაღში.

ზემო ყარაბულაღი

ზემო ყარაბულაღის ეკლესია 2019 წელს

ზემო ყარაბულაღის ეკლესია — საქართველო
ზემო ყარაბულაღის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები41°25′01″ ჩ. გ. 44°05′52″ ა. გ. / 41.41694° ჩ. გ. 44.09778° ა. გ. / 41.41694; 44.09778
რელიგიური კუთვნილებასაქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანადროშა: საქართველო საქართველო
პროვინციაქვემო ქართლის მხარე
მუნიციპალიტეტიდმანისის მუნიციპალიტეტი
მემკვიდრეობითი ადგილმდებარეობადმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპარქია
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული სტილიბაზილიკა
თარიღდებაX-XI სს.

ტაძარი დგას მდინარეების შავწყაროსწყლისა და თეთრწყაროსწყლის შესართავთან. გეგმით სწორკუთხა, ნახევარწრიული აფსიდით დასრულებული ერთნავიანი ეკლესია. შიგა სივრცე სიგრძივი კედლებიდან ძლიერ გამოშვერილი კედლის სვეტებით (პილასტრებით) გაყოფილია სამ ნაწილად. სვეტებს შორის გადაყვანილი ისრისებრი თაღები ქმნიან ღრმა უბეებს. ჩუქურთმებით ძუნწად მორთული ფასადები შემოსილია ბაზალტის ქვით, შიგა პირი – შერეული წყობით. სამხრეთ კარის თავზე ამოკვეთილ ასომთავრულ წარწერაში მოხსენიებულნი არიან დავით და კვირიკე მეფეები.

ვიკიციტატა
„ქ. ად(ი)დ(ე)ნ ღ(მერთმა)ნ დავით მეფ(ე) და კ(ვირიკ)ე მეფე[1]

შენობის ზედა ნაწილს ემჩნევა შეკეთების კვალი. ირგვლივ სასაფლაო ყოფილა.

ეკლესიას 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია.[2]

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

  • რჩეულიშვილი ლ., ზურტაკეტის ველის ხელოვნების ძეგლთა დახასიათების საკითხისათვის, ქართული ხელოვნების ისტორიის ნარკვევები, გვ. 34-42, თბ., 1994
  • შუბითიძე ვ. ქართული ციხესიმაგრეები და ეკლესია-მონასტრები, გვ. 76, თბ., 2012,
  • საქართველოს გამოჩენილი და საქმიანი ადამიანები, საქართველო, გვ. 184, თბ. 2015,

რესურსები ინტერნეტში

  •  კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 6145

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიუქმე დღეები საქართველოშისპეციალური:ძიება17 მაისისუვერენიტეტიარაბინარული გენდერილუდვიგ ვან ბეთჰოვენიქვეყნების სიაკატეგორია:ქართული გვარებიახალი კალედონიასაქართველოევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიბიძინა ივანიშვილიარასამთავრობო ორგანიზაციადავით IV აღმაშენებელიირაკლი კობახიძედავით ქაცარავასაქართველოს დამოუკიდებლობის დღეევროკავშირიქაშვეთის ეკლესიათამარ მეფესლოვაკეთიმეორე მსოფლიო ომირეჯეფ თაიფ ერდოღანიილია ჭავჭავაძევახტანგ I გორგასალითბილისიმერაბ კოსტავა9 აპრილის ტრაგედიასაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიზვიად გამსახურდიაინტელექტის კოეფიციენტიქართული დამწერლობაემპათიავაჟა-ფშაველაპირველი მსოფლიო ომიერეკლე IIლიბერალიზმიიოსებ სტალინი