ზოფხიტო

მყინვარი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში

ზოფხიტოხეობის მარტივი ტიპის სამხრეთ-აღმოსავლეთური ექსპოზიციის მყინვარი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ონის მუნიციპალიტეტში.[1] მდებარეობს ცენტრალური კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, მდინარე რიონის მარცხენა შენაკადის ზოფხიტურის სათავეებში.[2]

ზოფხიტო
კოორდინატები: 42°53′02″ ჩ. გ. 43°25′09″ ა. გ. / 42.88389° ჩ. გ. 43.4194389° ა. გ. / 42.88389; 43.4194389
ქვეყანასაქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეულიონის მუნიციპალიტეტი
ქედიცენტრალური კავკასიონი
ფართობი2,42 კმ²
სიგრძე4,84 კმ
ტიპიხეობური
ზოფხიტო — საქართველო
ზოფხიტო
ზოფხიტო — რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე
ზოფხიტო

იწყება მწვერვალ დიდი გეზეს აღმოსავლეთით. 2015 წლის მონაცემებით მყინვარის ფართობია 2,42 კმ², ხოლო სიგრძე 4,84 კმ. მისი ენა ზღვის დონიდან 2605 მეტრზე მთავრდება. ფირნის აუზი და ენა 300 მეტრის სიმაღლის ყინულვარდნილითაა გამოყოფილი, ენას იდეალური მოხაზულობა აქვს, მისი სიგანე დაახლოებით 500 მეტრია.[3]

მყინვარები ზოფხიტო და ლაბოდა 1955 წლამდე შეერთებული იყო და ერთი ენით მთავრდებოდა, ამიტომაცაა, რომ მყინვარი ლაბოდა ადრეულ მკვლევართა ნაშრომებში ცალკე არ არის განხილული. 1958 წლის აეროფოტოსურათებზე ისინი უკვე დამოუკიდებელ მყინვარებს წარმოადგენდნენ. მყინვარების ენები დღეს ერთმანეთისაგან დაახლოებით 1100 მეტრით არის დაცილებული. მათ შორის მდებარე არე კი მძლავრი ფლუვიოგლაციალური ნაფენებით არის ამოვსებული.[3]

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა