თხინა

თხინა — სოფელი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს კოდორის ქედის სამხრეთ კალთის ძირას, მდინარე მოქვის მარჯვენა ნაპირას, ზღვის დონიდან 130 მ. ოჩამჩირიდან 25 კმ.[1]

სოფელი
თხინა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ავტონომიური რესპუბლიკა აფხაზეთის არ
მუნიციპალიტეტი ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 42°52′59″ ჩ. გ. 41°33′44″ ა. გ. / 42.88306° ჩ. გ. 41.56222° ა. გ. / 42.88306; 41.56222
ცენტრის სიმაღლე 130
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
თხინა — საქართველო
თხინა
თხინა — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
თხინა

ისტორია

პირველად იხსენიება სამეგრელოს მთავრის ლევან II დადიანის შეწირულობის სიგელში ბიჭვინთის ტაძრისადმი (1628 წელი). სოფლის სახელწოდება მომდინარეობს სიტყვიდან თხილნარი, რომლის ვარიანტი თხინა დღემდე გამოიყენება მეგრულში თხილნარის მნიშვნელობით. XVII საუკუნის II ნახევარში აქ აფხაზები დამკვიდრდნენ. XIX საუკუნის 30-იან წლებში აბჟუის ოლქში კვლავ იხსენიება სოფელი თხინა (პ. ზუბოვი, ა. ნორდმანი). დატანილია სამეგრელოს 1861 წლის რუკაზე. 1886 წელს გუფის თემში შედიოდა. 1930 წელს არსებობდა თხინის სასოფლო საბჭო 3 სოფლით. სოფელში არის ღელე, რომელსაც ჰქვია ბიგვაა რკვარა (აფხ. ბიგვავების ღელე). ეს მეტყველებს, რომ აქ ბიგვავას ქართული საგვარეულო მკვიდრობდა.[2]

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიუქმე დღეები საქართველოშისპეციალური:ძიება17 მაისისუვერენიტეტიარაბინარული გენდერილუდვიგ ვან ბეთჰოვენიქვეყნების სიაკატეგორია:ქართული გვარებიახალი კალედონიასაქართველოევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიბიძინა ივანიშვილიარასამთავრობო ორგანიზაციადავით IV აღმაშენებელიირაკლი კობახიძედავით ქაცარავასაქართველოს დამოუკიდებლობის დღეევროკავშირიქაშვეთის ეკლესიათამარ მეფესლოვაკეთიმეორე მსოფლიო ომირეჯეფ თაიფ ერდოღანიილია ჭავჭავაძევახტანგ I გორგასალითბილისიმერაბ კოსტავა9 აპრილის ტრაგედიასაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიზვიად გამსახურდიაინტელექტის კოეფიციენტიქართული დამწერლობაემპათიავაჟა-ფშაველაპირველი მსოფლიო ომიერეკლე IIლიბერალიზმიიოსებ სტალინი