შინაარსზე გადასვლა

იაკობ პოლონსკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იაკობ პოლონსკი
დაბადების თარიღი 18 დეკემბერი, 1819(1819-12-18)[1] [2] ან 19 დეკემბერი, 1819(1819-12-19)
დაბადების ადგილი რიაზანი[1] [3] [4]
გარდაცვალების თარიღი 30 ოქტომბერი, 1898(1898-10-30)[1] [2] [4] [5] (78 წლის)
გარდაცვალების ადგილი სანქტ-პეტერბურგი[1] [3]
დასაფლავებულია რიაზანის კრემლი[6]
საქმიანობა პოეტი[1] [4] , მწერალი და ლიბრეტისტი
ენა რუსული ენა
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
ალმა-მატერი მოსკოვის საიმპერატორო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი
ჯილდოები პუშკინის პრემია
მეუღლე ჯიზეფინა რიულმანი[4]

იაკობ პეტრეს ძე პოლონსკი (რუს. Яков Петрович Полонский) (დ. 18 დეკემბერი [ძვ. სტ. 6 დეკემბერი], 1819, რიაზანი — გ. 30 ოქტომბერი [ძვ. სტ. 18 ოქტომბერი], 1898, პეტერბურგი; დაკრძალულია რიაზანში) — რუსი პოეტი.

ბიოგრაფიაწყაროს რედაქტირება

1840 წლიდან დაიწყო ლიტერატურული მოღვაწეობა. 1846-1851 წლებში თბილისში ცხოვრობდა, მუშაობდა გაზეთ „ზაკავკაზსკი ვესტნიკის“ რედაქტორის (პ. იოსელიანი) თანაშემწედ. შეიაწავლა ქართული ენა, საქართველოს წარსული და აწმყო. დაუახლოვდა ალექსანდრე ჭავჭავაძეს, გიორგი ერისთავს, დიმიტრი ყიფიანს, მირზა ფათალი ახუნდოვსა და სხვებს. თბილისის პრესაში გამოქვეყნდა იაკობ პოლონსკის „თბილისის სტატისტიკური ნარკვევი“ (1847), წერილები საქართველოს ისტორიის, ქართული ფოლკლორის, ლიტერატურისა და თეატრის შესახებ. მასვე ეკუთვნის თბილისის, ქუთაისის, გორის, დუშეთის, და სხვა ქალაქების ჩანახატები.

თბილისში გამოსცა პოეტური კრებულები „საზანდარი“ (1849) და „რამდენიმე ლექსი“ (1851). პოლონსკის ეკუთვნის რუსულ ლიტერატურაში რუსთაველისადმი მიძღვნილი პირველი ლექსი და პირველი გამოკვლევები საიათნოვასა და გ. ერისთავვის შესახებ. პოლონსკის პოეზიაში, ისევე როგორც მის პროზაულ („თბილისის ქოხები“, „ორი უცნობი — ცოცხალი და მკვდარი“) და დრამატულ („იმერთა დარეჯაბი“) თხზულებებში აღბეჭდილია არა პირობით-ეგზოტიკური, არამედ თვითმყოფი, თავისთავადი საქართველო. 1851 წლიდან პეტერბურგში ცხოვრობდა, თანამშრომლობდა ჟურნალ „სოვრემენნიკსა“ და „ოტეჩესტვენნიე ზაპისკიში“, რედაქტორობდა ჟურნალ „რუსკოე სლოვოს“ (1859-1860). 60-70-იან წლებში სალტიკოვ-შჩედრინი, კუროჩკინი, მინაევი აკრიტიკებდნენ პოლონსკის ეკლექტიზმისა და „წმინდა ხელოვნების“ მიმდევრობისათვის.

1887 წელს, პოლონსკის მოღვაწეობის 50 წლისთავზე, ქართველმა ინტელიგენციამ მის იუბილეზე დავით ერისთავი გაგზავნა. 1891 წელს პოლონსკიმ გაიცნო აკაკი წერეთელი, პეტერბურგშივე შეხვდა ილია ჭავჭავაძესა და ნიკო ნიკოლაძეს.

ლიტერატურაწყაროს რედაქტირება

სქოლიოწყაროს რედაქტირება

  • 3.0 3.1 Полонский Яков Петрович // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохоров — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  • 4.0 4.1 4.2 4.3 Вл. Соловьев Полонский, Яков Петрович // Энциклопедический словарьСПб: Брокгауз — Ефрон, 1898. — Т. XXIV. — С. 361–363.
  • ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  • http://culture62.ru/?object=могила-полонского-якова-петровича-1819-1898
  • მოძიებულია „https://www.search.com.vn/wiki/?lang=ka&title=იაკობ_პოლონსკი&oldid=3573567“-დან
    🔥 Top keywords: მთავარი გვერდიუქმე დღეები საქართველოშისპეციალური:ძიება17 მაისისუვერენიტეტიარაბინარული გენდერილუდვიგ ვან ბეთჰოვენიქვეყნების სიაკატეგორია:ქართული გვარებიახალი კალედონიასაქართველოევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიბიძინა ივანიშვილიარასამთავრობო ორგანიზაციადავით IV აღმაშენებელიირაკლი კობახიძედავით ქაცარავასაქართველოს დამოუკიდებლობის დღეევროკავშირიქაშვეთის ეკლესიათამარ მეფესლოვაკეთიმეორე მსოფლიო ომირეჯეფ თაიფ ერდოღანიილია ჭავჭავაძევახტანგ I გორგასალითბილისიმერაბ კოსტავა9 აპრილის ტრაგედიასაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიზვიად გამსახურდიაინტელექტის კოეფიციენტიქართული დამწერლობაემპათიავაჟა-ფშაველაპირველი მსოფლიო ომიერეკლე IIლიბერალიზმიიოსებ სტალინი