იან იესენიუსი

სლოვაკი ექიმი, პოლიტიკოსი და ფილოსოფოსი

იან იესენიუსი (სლოვაკ. Ján Jesenius; დ. 27 დეკემბერი, 1566, ბრესლაუ — გ. 21 ივნისი, 1621, პრაღა) — სლოვაკი ექიმი, პოლიტიკოსი და ფილოსოფოსი. სწავლობდა ვიტენბერგის, ლაიფციგისა და პადუის უნივერსიტეტებში. 1594 წლიდან იყო ვიტენბერგის უნივერსიტეტის ქირურგიის პროფესორი. 1600 წელს პრაღაში შეასრულა თავის პირველი საჯარო გაკვეთა. 1618 წლიდან იყო კარლოვის უნივერსიტეტის რექტორი. ფრანჩესკო პატრიცის გავლენით დაწერა თხზულება „ზოროასტრი, ახალი, მოკლე და უტყუარი მსოფლიოს ფილოსოფია“ („Zoroaster, nova, brevis veraque de universo pbilosophia“, 1593), სადაც დაცულია კოსმოლოგიური შეხედულებები, რომელიც ემყარება აღორძინების ხანის პლატონიზს. იან იესენიუსი უარყოფდა სამყაროს უსასრულობას, გამოთქვამდა იდეებს დედამიწის ბრუნვის შესახებ. ნიკოლოზ კოპერნიკის მოძღვრება არ მიუღია. გამოთქვამდა მოსაზრებას სხვა პლანეტებზე სიცოცხლის არსებობის შესახებ. კოსმოსურ მატერიას განმარტავდა ჰილოძოისტურად. თავის გვიანდელ ნაშრომებში იესენიუსი ნაწილობრივ დაუბრუნდა ტრადიციულ საღვთისმეტყველო ფილოსოფიას. ჩეხეთის აჯანყებაში (1618-1620) მონაწილეობისათვის იესენიუსი სიკვდილით დასაჯეს.

იან იესენიუსი
დაბ. თარიღი 6 დეკემბერი, 1566(1566-12-06)[1]
დაბ. ადგილი ვროცლავი[2]
გარდ. თარიღი 21 ივნისი, 1621(1621-06-21)[2] [3] [4] (54 წლის)
გარდ. ადგილი ძველი ქალაქის მოედანი, პრაღა ან პრაღა[4]
მოქალაქეობა  ჰაბსბურგთა მონარქია
საქმიანობა ფილოსოფოსი, ექიმი[4] , პედაგოგი, მწერალი, უნივერსიტეტის პროფესორი და დიპლომატი
მუშაობის ადგილი კარლის უნივერსიტეტი და University of Wittenberg
ალმა-მატერი ლაიფციგის უნივერსიტეტი, პადუის უნივერსიტეტი და ჰალე-ვიტენბერგის უნივერსიტეტი

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  • Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  • 4.0 4.1 4.2 The Fine Art Archive — 2003.
  • 🔥 Top keywords: მთავარი გვერდიუქმე დღეები საქართველოშისპეციალური:ძიება17 მაისისუვერენიტეტიარაბინარული გენდერილუდვიგ ვან ბეთჰოვენიქვეყნების სიაკატეგორია:ქართული გვარებიახალი კალედონიასაქართველოევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიბიძინა ივანიშვილიარასამთავრობო ორგანიზაციადავით IV აღმაშენებელიირაკლი კობახიძედავით ქაცარავასაქართველოს დამოუკიდებლობის დღეევროკავშირიქაშვეთის ეკლესიათამარ მეფესლოვაკეთიმეორე მსოფლიო ომირეჯეფ თაიფ ერდოღანიილია ჭავჭავაძევახტანგ I გორგასალითბილისიმერაბ კოსტავა9 აპრილის ტრაგედიასაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიზვიად გამსახურდიაინტელექტის კოეფიციენტიქართული დამწერლობაემპათიავაჟა-ფშაველაპირველი მსოფლიო ომიერეკლე IIლიბერალიზმიიოსებ სტალინი