ივან ზვორკინის სახლი

ივან ზვორკინის სახლი (რუს. Дом Ивана Зворыкина) — შენობა დონის როსტოვში. მდებარეობს პუშკინის ქუჩისა და სემაშკოს შესახვევის გადაკვეთაზე. აგებულია 1914 წელს არქიტექტორ ვასილ პოპოვის პროექტის მიხედვით[1]. რევოლუციამდე სახლში ცხოვრობდა როსტოვის ქალაქის თავი ივან ზვორკინი[2]. 1923-1926 წლებში სახლში ცხოვრობდა საბჭოთა დრამატურგი ვლადიმირ კორშინი[3]. შენობას აქვს რუსეთის ფედერაციის რეგიონალური დაქვემდებარების კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი[4].

ივან ზვორკინის სახლი
რუს. Дом Ивана Зворыкина
კოორდინატები 47°13′29″N 39°42′41″E / 47.224753° ჩ. გ. 39.711408° ა. გ. / 47.224753; 39.711408
მდებარეობა დონის როსტოვი
არქიტექტორი ვასილ პოპოვი
ტიპი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № {{{1}}}
გახსნის თარიღი 1914

ისტორია

სახლი ააშენეს 1914 წელს არქიტექტორ ვასილ პოპოვის პროექტის მიხედვით. შენობაში განთვსებული იყო დონის როსტოვის ქალაქის თავის ივან ზვორკინის სამმართველო და ქალაქის თავის ოთახები[1]. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ მოხდა შენობის ნაციონალიზაცია. შენობაში განთავსდა სხვადასხვა კანტორები, განყოფილებები, საცხოვრებელი სახლები და საბჭოთა პარტიული სკოლის საერთო საცხოვრებელი. თავდაპირველი დეკორის ნაწილი დაიკარგა[2].

1923-1926 წლებში სახლში ცხოვრობდა საბჭოთა დრამატურგი ვლადიმირ კირშონი. მისი კომუნალური ბინა იყო № 10[3].

2000-იან წლებში შენობის მეორე სართული დაიკავა როსტოვის ოლქის გუბერნატორმა ვლადიმირ ჩუბმა. სადაც იგი ცხოვრობდა თავის ოჯახთან ერთად[5]. შენობა გაარემონტეს და დააყენეს იტალიური ლიფტი[2].

არქიტექტურა

სამსართულიან სახლს უჭირავს კვარტლის კუთხე. მისი ფასადები გადის როგორც პუშკინის ქუჩაზე, ასევე სემაშკოს შესახვევში. სახლი აგებულია მოდერნის სტილში და აქვს გოთიკის ელემენტები.

ივანე ზვორკინის სახლს აქვს რთული კონფიგურაციის გეგმა. იგი იყოფა ორ სექციად, რომელთაც აქვთ ცალ-ცალკე შესასვლელი, როგორც უშკინის ქუჩიდან, ასევე სემაშკოს შესახვევიდან. თითოეულ სექციას აქვს ნახევრტემპიანი კიბე და ლიფტი. კიბიანი ჰოლის გარშემო მდებარეობს ოთახები[3].

მემორიალური დაფები

1962 წელს შენობაზე დაკიდეს მემორიალური დაფა ტექსტით[3]:

„ამ სახლში 1923-1926 წწ. ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ცნობილი საბჭოთა დრამატურგი ვლადიმირ კორშინი, როსტოვის მწერალთა ორგანიზაციის ერთ-ერთი დამაარსებელი.“

მეორე მემორიალური დაფა დაკიდეს 1997 წელს ფოლკლორის ნიმუშების შემგროვებლის ფიოდორ ტუმილევიჩის პატივსაცემად[1]. დაფაზე წერია:

„ამ სახლში 1932-1964 წწ. ცხოვრობდა ცნობილი დონელი ფოლკლორისტი, მწერალი ფიოდორ ტუმილევიჩი.“

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიუქმე დღეები საქართველოშისპეციალური:ძიება17 მაისისუვერენიტეტიარაბინარული გენდერილუდვიგ ვან ბეთჰოვენიქვეყნების სიაკატეგორია:ქართული გვარებიახალი კალედონიასაქართველოევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიბიძინა ივანიშვილიარასამთავრობო ორგანიზაციადავით IV აღმაშენებელიირაკლი კობახიძედავით ქაცარავასაქართველოს დამოუკიდებლობის დღეევროკავშირიქაშვეთის ეკლესიათამარ მეფესლოვაკეთიმეორე მსოფლიო ომირეჯეფ თაიფ ერდოღანიილია ჭავჭავაძევახტანგ I გორგასალითბილისიმერაბ კოსტავა9 აპრილის ტრაგედიასაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიზვიად გამსახურდიაინტელექტის კოეფიციენტიქართული დამწერლობაემპათიავაჟა-ფშაველაპირველი მსოფლიო ომიერეკლე IIლიბერალიზმიიოსებ სტალინი