ინგრიდ ტულინი

ინგრიდ ტულინი (შვედ. Ingrid Thulin; დ.27 იანვარი, 1926, სოლეფტეა — გ. 7 იანვარი, 2004, სტოკჰოლმი) — თეატრისა და კინოს შვედი მსახიობი, რეჟისორი და სცენარისტი.

ინგრიდ ტულინი
დაბადების თარიღი 27 იანვარი, 1926
სოლეფტეა, შვედეთი
გარდაცვალების თარიღი 7 იანვარი, 2004
სტოკჰოლმი, შვედეთი
საქმიანობა მსახიობი
მშობლები მამა: ადამ ტულინი
დედა: ნანა ლარსონი

ბიოგრაფია

დაიბადა მეთევზის ოჯახში, ქალაქ სოლეფტეაში. 1948 წელს დაამთავრა სტოკჰოლმის სამეფო დრამატული თეატრი.

50-იან წლებში თამაშობდა თეატრში, სადაც შეასრულა მრავალი განსხვავებული კლასიკური, თუ თანამედროვე რეპერტუარის როლი. აღსანიშნავია ტულინის როლი ინგმარ ბერგმანის მიერ სტოკჰოლმის „დრამატინში“ დადგმულ ჰენრიკ იბსენის „პერ გიუნტში“. ასევე, მათ ერთობლივ ნამუშევრებში ქალაქ მალმიოს თეატრში.

კინოში ტულინის დებიუტი შედგა 1948 წელს. ადრეული როლებიდან აღსანიშნავია ალფ სიობერგის ფილმში „მოსამართლე (ფილმი)“, რომელიც შვედურ კინოკლასიკას წარმოადგენს. 1950-1980 წლებში ინგრიდმა ითამაშა დაახლოებით 70-მდე სხვადასხვა ჟანრის ფილმში. 1958 წელს ფილმში „ცხოვრების ზღვარზე“ შესრულებული როლისთვის მიიღო კანის კინოფესტივალის ჯილდო საუკეთესო მსახიობი ქალისთვის ამავე ფილმის მონაწილე სხვა მსახიობ ქალებთან ერთად.

მუშაობდა რეჟისორებთან: ლუკინო ვისკონტი, ალფ სიობერგი, ჰანს აბრამსონი, ჯულიანო მონტალდო, ოკე ობერგემი, როლფომ ხასბერგომი, შელდონ რეინოლდსი, ინვე ჰამლინი, ტონი დე გრეგორიო, მაურო ბოლონინი, ალენ რენე, ვილგოტ შელმან, პიერ გრან-დეფერა, მარკო ფერარი, ფრანკო ჯერალდი, ნიკოლ ჰესრენომი.

ფილმოგრაფია

წელიქართულადმშობლიური სახელწოდებაროლი
1948 საით ქრის ქარი Dit vindarna bärგოგონა
1949 ზღვის შვილი Havets sonგუდრუნი
1950 გულთამპყრობელნი Hjärter knektგუნვორ რანტერუდი
1952 შეხვედრა ბედთან Möte med livet ვიოლა
1957 მარწყვის მდელო Smultronstället მარიან ბორგი
1958 ცხოვრების ზღვარზე Nära livetსესილია ელიუსი
1958 სახე Ansiktet მანდა ვოგლერი
1960 მოსამართლე Domaren ბრიტა რანდელი
1962 აპოკალიფსის ოთხი მხედარი The Four Horsemen of the Apocalypseმარგერიტი
1962 საიდუმლო Nattvardsgästernaმართა ლუნდბერგი
1963 დუმილი Tystnadenესტერი
1965 ვედრება Hängivelseრეჟისორი
1966 ომი დასრულდა La Guerre est finieმარიანა
1966 ღამის თამაშები Nattlek ირენი
1968 მგლის ჟამი Vimmenargtვერონიკა ვოგლერი
1969 რიტუალი Riten თეა
1969 ღმერთების დაღუპვა La Caduta degli deiსოფი ფონ ესენბეკი
1971 პატარა ღამე ფაიფურის თოჯინებისთვის La Corta notte delle bambole di vetroჯესიკა
1972 ჩურჩული და კივილი Viskningar och ropკარინი
1975 გალია La Cageელენე
1976 კიტის სალონი Salon Kitty კიტი კელერმანი
1976 კასანდრას გზაჯვარედინი The Cassandra Crossingელენა სტრანდერი
1976 აგნესა მიდის სიკვდილზე L' Agnese va a morireაგნესა
1978 ერთი და ერთი En och en რეჟისორი
1982 გახლეჩილი ცა Brusten himmel რეჟისორი და სცენარისტი
1984 რეპეტიციის შემდგომ Efter repetitionenრაკელ ეგერმანი
1985 დღე ახლიდან Il Giorno primaმისის ჰავემაიერ კოპკაპი
1987 დედის გული Il Cuore di mamma ელოიზა ორნი
1988 ღიმილის სახლი La Casa del sorrisoადელინა

რესურსები ინტერნეტში

არის გვერდი თემაზე:
🔥 Top keywords: მთავარი გვერდიუქმე დღეები საქართველოშისპეციალური:ძიება17 მაისისუვერენიტეტიარაბინარული გენდერილუდვიგ ვან ბეთჰოვენიქვეყნების სიაკატეგორია:ქართული გვარებიახალი კალედონიასაქართველოევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიბიძინა ივანიშვილიარასამთავრობო ორგანიზაციადავით IV აღმაშენებელიირაკლი კობახიძედავით ქაცარავასაქართველოს დამოუკიდებლობის დღეევროკავშირიქაშვეთის ეკლესიათამარ მეფესლოვაკეთიმეორე მსოფლიო ომირეჯეფ თაიფ ერდოღანიილია ჭავჭავაძევახტანგ I გორგასალითბილისიმერაბ კოსტავა9 აპრილის ტრაგედიასაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიზვიად გამსახურდიაინტელექტის კოეფიციენტიქართული დამწერლობაემპათიავაჟა-ფშაველაპირველი მსოფლიო ომიერეკლე IIლიბერალიზმიიოსებ სტალინი