ირაკლი შოთაძე
ხელსაწყოები
ძირითადი
ბეჭდვა/ექსპორტი
ირაკლი შოთაძე | |
საქართველოს გენერალური პროკურორი | |
---|---|
ამჟამინდელი თანამდებობა | |
დაიკავა | 2 თებერვალი, 2020 |
პრეზიდენტი | სალომე ზურაბიშვილი |
პრემიერ-მინისტრი | გიორგი გახარია |
წინამორბედი | შალვა თადუმაძე |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
19 ნოემბერი, 2015 – 31 მაისი, 2018 | |
პრეზიდენტი | გიორგი მარგველაშვილი |
პრემიერ-მინისტრი | ირაკლი ღარიბაშვილი გიორგი კვირიკაშვილი |
წინამორბედი | გიორგი ბადაშვილი |
მემკვიდრე | თანამდებობა გაუქმდა |
დაბადებული | 1983 თბილისი, საქართველოს სსრ, საბჭოთა კავშირი |
მოქალაქეობა | საქართველო |
ეროვნება | ქართველი |
განათლება | სახელმწიფო უნივერსიტეტი (იურიდიული ფაკულტეტი) |
ირაკლი შოთაძე (დ. 1983, თბილისი) — საქართველოს მთავარი პროკურორი 2015 წლის 19 ნოემბრიდან. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსი 2013 წელს. 2013-2015 წლებში, საქართველოს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე.
2005 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
საქართველოს პროკურატურაში კარიერა დაიწყო 2006 წლის მარტიდან და 2010 წლის სექტემბრამდე შრომით საქმიანობას ეწეოდა შემდეგ თანამდებობებზე:
7 მარტი 2006 - 3 აპრილი 2006 — საქართველოს გენერალური პროკურატურის საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტის სპეციალისტი
2010 წლის სექტემბრის თვეში მან კარიერა განაგრძო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში და 2013 წლის 21 ნოემბრამდე მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე, კერძოდ:
გავლილი აქვს არაერთი ტრენინგი, მათ შორის: სასამართლო უნარ-ჩვევების, სამართლებრივი წერის, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის, ფინანსური დანაშაულების გამოძიების კუთხით[1]