კავკასიის გუბერნია

კავკასიის გუბერნია (რუს. Кавказская губерния; 5 მაისი, 178510 აგვისტო, 1822) — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული რუსეთის იმპერიაში. ადმინისტრაციული ცენტრი გეორგიევსკი.

კავკასიის გუბერნია 1835 წელს

ისტორია

XVIII საუკუნე

1785 წლის 5 მაისს შეიქმნა კავკასიის სამეფისნაცვლო, რომელიც თავის მხრივ დაიყო ასტრახანის ოლქად და კავკასიის გუბერნიად[1]. ეს უკანასკნელი დაიყო 6 მაზრად:

  1. ალექსანდროვსკის მაზრა;
  2. გეორგიევსკის მაზრა;
  3. ეკატერინოგრადის მაზრა;
  4. მოზდოკის მაზრა;
  5. სტავროპოლის მაზრა;
  6. ყიზლარის მაზრა.

საგუბერნიო ქალაქად გამოცხადდა ქალაქი ეკატერინოგრადი.

1790 წლის 30 აპრილს გაუქმდა კავკასიის გუბერნია, ხოლო მისი მაზრები შეუერთდა ასტრახანის გუბერნიას[2].

XIX საუკუნე

1802 წლის 15 ნოემბერს 9 მაზრისაგან შემდგარი ასტრახანის გუბერნია გაიყო ორ — ასტრახანის და კავკასიის გუბერნიებად. ეს უკანასკნელი დაიყო 5 მაზრად[3][4]:

  1. ყიზლარის მაზრა
  2. მოზდოკის მაზრა
  3. გეორგიევსკის მაზრა
  4. ალექსანდროვსკის მაზრა
  5. სტავროპოლის მაზრა

საგუბერნიო ქალაქად გამოცხადდა გეორგიევსკი.

1822 წლის 10 აგვისტოს გუბერნიას ოლქის სტატუსი მიენიჭა და დაერქვა კავკასიის ოლქი, ხოლო ადმინისტრაციული ცენტრი გახდა სტავროპოლი[5].

1824 წლის 2 ოქტომბრის ბრძანებით წარმომადგენლობები გეორგიევსკიდან გადატანილ იქნა სტავროპოლში[6].

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიუქმე დღეები საქართველოშისპეციალური:ძიება17 მაისისუვერენიტეტიარაბინარული გენდერილუდვიგ ვან ბეთჰოვენიქვეყნების სიაკატეგორია:ქართული გვარებიახალი კალედონიასაქართველოევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიბიძინა ივანიშვილიარასამთავრობო ორგანიზაციადავით IV აღმაშენებელიირაკლი კობახიძედავით ქაცარავასაქართველოს დამოუკიდებლობის დღეევროკავშირიქაშვეთის ეკლესიათამარ მეფესლოვაკეთიმეორე მსოფლიო ომირეჯეფ თაიფ ერდოღანიილია ჭავჭავაძევახტანგ I გორგასალითბილისიმერაბ კოსტავა9 აპრილის ტრაგედიასაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიზვიად გამსახურდიაინტელექტის კოეფიციენტიქართული დამწერლობაემპათიავაჟა-ფშაველაპირველი მსოფლიო ომიერეკლე IIლიბერალიზმიიოსებ სტალინი