კარლოს მანუელ დე სესპედესი

კარლოს მანუელ დე სესპედესი დელ კასტილო (ესპ. Carlos Manuel de Céspedes del Castillo; დ. 18 აპრილი, 1819, ბაიამო — გ. 27 თებერვალი, 1874, სან-ლორენსო) — ესპანელი კოლონიზატორების (1868–1878) წინააღმდეგ ათწლიანი ომის ერთ-ერთი ხელმძღვანელი.

კარლოს მანუელ დე სესპედესი დელ კასტილო
ესპ. Carlos Manuel de Céspedes del Castillo
მეტსახელი მამულის მამა
დაბადების თარიღი 18 აპრილი, 1819[1] [2] [3] [4] [5]
დაბადების ადგილი ბაიამო
გარდაცვალების თარიღი 27 თებერვალი, 1874[2] [3] [4] [5]
გარდაცვალების ადგილი სან-ლორენსო
ჯარის სახეობა Ejército Libertador Cubano
წოდება გენერალ-მაიორი
ბრძოლები/ომები ათწლიანი ომი

ბიოგრაფია

კარლოს მანუელ დე სესპედესის ძეგლი

დაიბადა მსხვილი პლანტატორების ოჯახში. სწავლობდა ჰავანაში, მიიღო ბაკალავრის ხარისხი სამოქალაქო სამართალში (22 მარტი 1838). 1840–1844 წლებში სწავლობდა ბარსელონის და მადრიდის უნივერსიტეტებში. პროფესიით იყო ადვოკატი. ესპანეთიდან დაბრუნების შემდეგ შეიძინა ლა-დემახაგუა (ესპ. La Demajagua) თამბაქოს პლანტაციასთან ერთად კუბის აღმოსავლეთ ნაწილში, ქალაქ ბაიამოსთან ახლოს. იარას მუნიციპალიტეტში მან გამოაქვეყნა დამოუკიდებლობის დეკლარაცია (ასევე ცნობილია, როგორც «10 ოქტომბრის მანიფესტი»), სადაც გამოაცხადა დამოუკიდებელი კუბის შექმნა. ამბოხებულთა დევიზი გახდა ლოზუნგი «დამოუკიდებლობა ან სიკვდილი».

სესპედესი მეთაურობდა ამბოხებას, რომელმაც იფეთქა კუბაში 1868 წლის 10 ოქტომბერს. მან გაათავისუფლა მისი კუთვნილი მონები და მიიღო ისინი თავის რიგებში, ამით მან მაგალითი აჩვენა კუბის დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ სახვა მონაწილეებს. სესპედესის მიერ შექმნილმა არმიამ სწრაფად დაიპყრო აღმოსავლეთის სამი პროვინცია. 1869 წელს მისი მონაწილეობით დაიწერა კუბის პირველი კონსტიტუცია, რომელიც მიიღო 1869 წლის 10 აპრილს დამფუძნებელმა კრებამ აღმოსავლეთის დეპარტამენტებიდან. ამ კონსტიტუციის თანახმად კუბაში მონათმფლობელობა აიკრძალა, კუბა გამოცხადდა სუვერენულ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ, რომელიც შედგებოდა ოთხი შტატისგან, სესპედესი არჩეული იქნა კუბის პირველ პრეზიდენტად. 1873 წელს ის პრეზიდენტის პოსტზე შეცვალა დეპუტატთა პალატის წარმომადგენელმა სალვადორ სისნეროსმა. 1874 წელს კარლოს მანუელ დე სესპედესი ესპანელებს ტყვედ ჩაუვარდა და თებერვალში ის დახვრიტეს.

პატრიოტული საქმიანობისათვის კარლოს მანუელ დე სესპედესის კუბელებმა «მამულის მამა» (ესპ. Padre de la Patria) უწოდეს.

ლიტერატურა

  • მ. ს. ალპეროვიჩი, ლ. ი. სლიოზკინი — ლათინური ამერიკის ისტორია, 1991.

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიუქმე დღეები საქართველოშისპეციალური:ძიება17 მაისისუვერენიტეტიარაბინარული გენდერილუდვიგ ვან ბეთჰოვენიქვეყნების სიაკატეგორია:ქართული გვარებიახალი კალედონიასაქართველოევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიბიძინა ივანიშვილიარასამთავრობო ორგანიზაციადავით IV აღმაშენებელიირაკლი კობახიძედავით ქაცარავასაქართველოს დამოუკიდებლობის დღეევროკავშირიქაშვეთის ეკლესიათამარ მეფესლოვაკეთიმეორე მსოფლიო ომირეჯეფ თაიფ ერდოღანიილია ჭავჭავაძევახტანგ I გორგასალითბილისიმერაბ კოსტავა9 აპრილის ტრაგედიასაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიზვიად გამსახურდიაინტელექტის კოეფიციენტიქართული დამწერლობაემპათიავაჟა-ფშაველაპირველი მსოფლიო ომიერეკლე IIლიბერალიზმიიოსებ სტალინი