კახა ოქრიაშვილი

კახაბერ (კახა) ოქრიაშვილი (დ. 21 მარტი, 1966, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი ექიმი, პოლიტიკოსი, საქართველოს ხუთი მოწვევის პარლამენტის (2004, 2008, 2012, 2016, 2020) წევრი.

კახაბერ ოქრიაშვილი
დაბადების თარიღი 21 მარტი, 1966 (1966-03-21) (58 წლის)
დაბადების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი
პარტია „პროგრესი და თავისუფლება“ (2020-დღემდე)
საქმიანობა პოლიტიკოსი
მეუღლე/ები ლინა თოფურია[1]
შვილ(ებ)ი 1

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი. 1982-1983 წლებში მუშაობდა სანიტრად დმანისის რაიონულ საავადმყოფოში.[2] 1989-1990 წლებში იყო სოფელ განთიადის საექიმო ამბულატორიის მთავარი ექიმი. 1990-1995 წლებში მუშაობდა მეან-გინეკოლოგად დმანისის რაიონულ საავადმყოფოში. 1995-2003 წლებში იყო ფარმაცევტული კომპანია „PSP“-ის გენერალური დირექტორი. 2004-2008 წლებში იყო საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი (დმანისის მაჟორიტარი), საინიციატივო ჯგუფი. 2008-2012 წლებში — საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი (დმანისის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გამარჯვებული საქართველოსთვის“. 2012-2016 წლებში — საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (დმანისის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — „მეტი სარგებელი ხალხს“. 2016-2020 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი (დმანისისა და წალკის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.

2020 წლის 10 აგვისტოს დატოვა „ქართული ოცნება“ და ბიზნესმენ ცეზარ ჩოჩელთან ერთად ახალი პარტია — „პროგრესი და თავისუფლება“ დააარსა.[3] 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და გაერთიანებულმა ოპოზიციამ „ძალა ერთობაშია“ ბოლნისის, დმანისის, წალკისა და თეთრიწყაროს მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგინა.[4] მან ხმების 39,55% (23666) მიიღო და მეორე ადგილი დაიკავა.[5] ოფიციალურად 2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“.[6]

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიუქმე დღეები საქართველოშისპეციალური:ძიება17 მაისისუვერენიტეტიარაბინარული გენდერილუდვიგ ვან ბეთჰოვენიქვეყნების სიაკატეგორია:ქართული გვარებიახალი კალედონიასაქართველოევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიბიძინა ივანიშვილიარასამთავრობო ორგანიზაციადავით IV აღმაშენებელიირაკლი კობახიძედავით ქაცარავასაქართველოს დამოუკიდებლობის დღეევროკავშირიქაშვეთის ეკლესიათამარ მეფესლოვაკეთიმეორე მსოფლიო ომირეჯეფ თაიფ ერდოღანიილია ჭავჭავაძევახტანგ I გორგასალითბილისიმერაბ კოსტავა9 აპრილის ტრაგედიასაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიზვიად გამსახურდიაინტელექტის კოეფიციენტიქართული დამწერლობაემპათიავაჟა-ფშაველაპირველი მსოფლიო ომიერეკლე IIლიბერალიზმიიოსებ სტალინი